გრეტა გარბოდან ქლოი მორეცამდე - რატომ დასცინიან ჰოლივუდში ქალებს წონის გამო?
რამდენიმე დღის წინ ამერიკელმა მსახიობმა, ქლოი გრეის მორეცმა, Variety-სთან ინტერვიუში გაიხსენა, რომ 15 წლის ასაკში გადასაღებ მოედანზე ბევრი იტირა, როდესაც მისმა პარტნიორმა კაცმა მსახიობმა წონის გამო გააკრიტიკა.
"ჩვენ ფილმში ერთმანეთი გვიყვარდა, მან კი მითხრა, რომ რეალურ ცხოვრებაში არასდროს შემხვდებოდა, რადგან მისთვის ზედმეტად დიდი ზომის ვიყავი. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც მსახიობის გამო გადასაღებ მოედანზე ვიტირე".
ამავდროულად მორეცმა ჰოლივუდში არსებულ იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომლებსაც ქალები ყოველდღე აწყდებიან:
"ამას ყოველდღე ვეჯახები. გიწევს სულ მომართული იყო. სულ ვითხოვ, რომ კასტინგებზე შემიშვან, შანსი მომცენ, მე ვეცდები წარმატების მისაღწევად და მეცოდინება, რომ ჩემს მცდელობაში ყველაფერი ჩავდე. თუმცა თუ უბრალოდ შანსის გარეშეც კი არას მეუბნებიან, აღარ ვიცი მათ რა ვუპასუხო. თუმცა, როცა ერთი კარი იხურება, მეორე იღება და ამიტომ ამისთვის ბრძოლის გაგრძელება ყოველთვის ღირს".
სამწუხაროდ მორეცი არც პირველი და არც ბოლო მსახიობი ქალია, რომელსაც კინო ინდუსტრიაში წონის გამო დასცინეს.
მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ კერი ფიშერი, რომელსაც ვარსკვლავური ომის პირველი ფილმის გამოსვლამდე, როგორც თავად იხსენებდა, წონის გამო ერთ-ერთი პროდიუსერი აკრიტიკებდა.
კერი ფიშერი
ფოტო: Chris Pizzello/AP
თუმცა ამ ისტორიის მოყოლა კიდევ უფრო შორიდან შეგვიძლია.
ამ თემაზე სასაუბროდ მაგალითად გრეტა გარბო მოჰყავთ ხოლმე, რომელიც MGM-ში 1925 წელს მივიდა.
ევროპაში სახელგანთქმული მსახიობი ამერიკაში ჩამოსვლის დღიდან იქცა სექსიზმის მსხვერპლად.
"ჩვენთან, ამერიკაში, არ გვიყვარს მსუქანი ქალები", უთხრა მას კინოსტუდია მეტრო გოლდვინ მაიერის თანადამფუძნებელმა ლუი ბარტ მაიერმა.
მიუხედავად იმისა, რომ გარბო წონის პრობლემას არასდროს უჩიოდა, ის დიეტაზე მაინც დაჯდა.
"ის თითქმის არაფერს ჭამდა, სამი კვირა უმძიმეს დიეტაზე იყო და ერთადერთი რაც ანაღვლებდა მისი ჰოლივუდური კარიერა იყო", წერს საკუთარ ჩანაწერებში მუნჯი კინოს მკვლევარი პამელა ჰატჩინსონი.
საბოლოო ჯამში გარბომ პროდიუსერებისთვის "სასურველ შედეგს" მხოლოდ 1929 წელს მიაღწია და ერთ-ერთ ფოტოსტუდიაში მისულს, ჰეილ როჩმა აღფრთოვანებულმა უთხრა, რომ გამხდარი გარბო ამერიკის ახალი ბრილიანტი იქნებოდა.
ანალოგიური პრობლემა ჰქონდა ლეგენდარულ მარლენ დიტრიხსაც, რომელსაც სპეციალური განათებების მიხედვით უფრო წვრილ ფეხებს უჩენდნენ ვიდრე სინამდვილეში ჰქონდა.
თუ უფრო თანამედროვე კინოსკენ გადმოვინაცვლებთ, წონის გამო დაცინვაზე ხმამაღლა ერთ-ერთი პირველი ბრიტანელი მსახიობი ემა ტომფსონი ალაპარაკდა.
2008 წელს ფილმ Brideshead Revisited გადაღებებზე ტომფსონი გადაღებების მიტოვებას აპირებდა, ამის მიზეზად კი ერთ-ერთი პარტნიორი მსახიობის გამუდმებული დამამცირებელი ფრაზები იყო წონის შესახებ.
"მე ავდექი და ხმამაღლა ვთქვი, რომ თუ კიდევ იტყოდნენ რამეს წონის შესახებ, წავიდოდი, ავდგებოდი და უკან მოუხედავად მივატოვებდი ამ კინოსურათის გადაღებებს. საშინელება იყო, რაც იქ ხდებოდა და არ ვაპირებდი ამასთან შეგუებას", ამბობს ტომფსონი.
ჯენიფერ ლოურენსმა კი რამდენჯერმე აღნიშნა, რომ საკუთარ თავი ყოველთვის გამხდარი ეგონა მანამ, სანამ ერთ-ერთ კასტინგზე მას "მსუქანი" და "პლიუს ზომა" უწოდეს, იგივე თემაზე ღიად საუბრობდა ამანდა სიეფრიდი, რომელმაც თქვა, რომ მას "ჭარბწონიანი" უწოდეს.
Porter magazine-სთან ინტერვიუში კი სამეფო კარის თამაშების ვარსკვლავმა სოფია ტერნერმა თქვა:
"ერთ-ერთ პროექტზე მუშაობის დროს, მითხრეს რომ აუცილებლად უნდა დამეკლო წონაში, სხვა შემთხვევაში ვერც ერთ ფილმში ვეღარ მივიღებდი როლს. საშინელებაა, ასე როგორ იქცევიან!"
რატომ არის მუდმივი განხილვის თემა ჰოლივუდში წონა? ნუთუ ასეთ დიდ ყურადღებას აქცევენ იდეალიზმს ან არსებობს კი იდეალური სხეული? იქნებ მთავარი პრობლემა მაყურებელია, რომელიც "გამხდარ მსახიობებს" ითხოვს? მაგრამ ეს ნაკლებ სავარაუდოა, რადგან ჰოლივუდში არსებობენ მსახიობები, რომლებიც წესით და რიგით "სტანდარტებში" არ უნდა ჯდებოდნენ, მაგალითად კრისტინა ჰენდრიქსი და სოფია ვერგარა.
ქალთა უფლებების დამცველი ლაურა ბეიტსი, ამბობს, რომ სინამდვილეში ეს ყველაფერი არა იდეალური სხეულის ან სხვა ამბების, არამედ ისევ და ისევ პატრიარქალური წყობიდან გამომდინარეობს.
"ამბობენ, რომ გოგოები ხუთი წლის ასაკიდან იწყებენ ფიქრს საკუთარ სხეულზე, წონაზე. შვიდი წლიდან კი უკვე ცდილობენ დიეტაზეც დასხდნენ და წონაში დაიკლონ. ეს თქვენი აზრით ნორმალურია? ადამიანები, უფრო სწორედ, ქალები წნეხის ქვეშ არიან და მათ სთხოვენ საკუთარ სხეულზე უფლებები პროდიუსერებს გადასცენ. გახსენდებათ, რომ ოდესმე კაც მსახიობებზე ასეთი ამბავი ამტყდარიყო? ვინმეს მისთვის წონის გამო დაეცინა, განსაკუთრებით კი მის პარტნიორს? მე ვერ ვიხსენებ. ღმერთო ჩემო, ქლოი მორეცი მხოლოდ 15 წლის იყო როდესაც წონის გამო დასცინეს. საშინელებაა, ეს უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ", ამბობს ბეიტსი.
ბეიტსი ასევე ყურადღებას ამახვილებს "ორმაგ სტანდარტებზე", რომელიც კინოინდუსტრიაში არსებობს.
"ქალებზე გაცილებით დიდი წნეხი მოდის, ვიდრე კაცებზე. ქალები, რომლებიც ჰოლივუდისთვის საკმარისად წვრილები არ არიან გაცილებით ნაკლებად ჩანან ტრილერებში, სამეცნიერო ფანტასტიკებში, კაცებს კი ასეთი როლების სიხშირე ნაკლებად აქვთ. რაც შეეხება დრამებს, ისინი დრამებში მიღებული მსახიობები არიან, მთავარ როლებს კი იმ შემთხვევაში იღებენ თუ ფილმი "ჭარბწონიანი" ადამიანების შესახებ არის, ასეთი ბევრი გახსოვთ? მე მხოლოდ გაბოურეი სიდიბე და მისი ფილმი. რაც შეეხება კაც მსახიობებს, გავიხსენოთ ჯეკ ბლეკი, სეთ როგანი, ჯონა ჰილი, რომელმაც ახლა წონაში დაიკლო და ა.შ. ისინი ხშირად ასრულებენ მთავარ როლებს ფილმებში. ასევე ჯონ ტრავოლტა, რასელ ქროუ, ვინს ვონი და სხვები, ნეტავ მათთვის ვინმეს თუ უთქვამს, რომ ჰოლივუდისთვის ზედმეტად "მსუქნები" არიან. ასევეა კომედიებში, მელისა მაკარტნი ნამდვილად ნიჭიერი მსახიობია, მაგრამ ფილმებში მის წონასაც მხოლოდ აგდებულად და ფილმში უფრო მეტი სასაცილო ეპიზოდების შესაქმნელად იყენებენ" ამბობს ბეიტსი.
დიახ, ჰოლივუდში სექსიზმი ჯერ კიდევ არსებობს და ეს ახალი ამბავი ნამდვილად არ არის, თუმცა საბედნიეროდ დღევანდელ ეპოქაში ქალები იმ პრობლემებზე ღიად საუბრობენ, რომლებსაც პატრიარქალურ მსოფლიოში წლების წინ ტაბუ ედო. მათ შორის გენდერული უთანასწორობა, სექსუალური შევიწროება, სექსიზმი ჰოლივუდში, ერთნაირი სამუშაოსთვის არათანაბარი ანაზღაურება და ა.შ.
ბოლო პერიოდში უამრავმა ქალმა მსახიობმა დაადანაშაულა ჰოლივუდი სექსიზმში, საბედნიეროდ სია დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მრავლისმომცველი ხდება.
თუმცა კიდევ უფრო ბევრმა ქალმა უნდა დაიწყოს ამაზე საუბარი და ჰოლივუდმა თამაშის წესები შეცვალოს.
ამავე თემაზე წაიკითხეთ: სექსიზმი და გენდერული უთანასწორობა - პრობლემა, რომელიც ჰოლივუდშიც კი არსებობს
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო
გადახედვა
-
ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის

კომენტარები