რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე

19 Sep. 2024, 14:13

"ოპოზიციამ მიაღწია უპრეცედენტო ერთობას, მართლაც რომ წარმოუდგენელი იყო რამდენიმე თვის წინ ის, რომ მთელი ოპოზიცია 4 მთავარ ბლოკში გაერთიანდებოდა. მაგრამ ყველა რისკისგან თავის დასაზღვევად საჭირო იყო კიდევ ერთი გაერთიანება. რა თქმა უნდა, სამი დიდი ოპოზიციური ბლოკი ჯობია ოთხს. თუ ეს გაერთიანება შედგა და მე იმედი მაქვს, რომ ასე მოხდება, ეს იქნება უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი, რაც ფაქტობრივად, ქართული ოცნების დამარცხების ტოლფასი იქნება. მსგავსი გაერთიანებების პროცესში ყოველთვის, რა თქმა უნდა, არის წინააღმდეგობები, ინტერესები, უამრავი საკითხი, რომელიც შესათანხმებელია, მაგრამ სიბრძნე, პასუხისმგებლობა და პოლიტიკური მომწიფებულობა, თუნდაც მთელი პოლიტიკური კლასისა, იმაში მდგომარეობს რომ კომპრომისების გამონახვა შეძლონ. კომპრომისი ყოველთვის მხარეებს შორის რაღაცის დათმობას ნიშნავს. მინდა დავიჯერო, რომ ძალიან სწრაფად, ალბათ დღეს საღამომდე ეს ახალი, მძლავრი ბლოკი შედგება, რომელიც ასევე როგორც ჩანს, ზურგმომაგრებული იქნება სალომე ზურაბიშვილის მხრიდანაც და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი როლის შემქმნელი იქნება ამ არჩევნებში”

ამის შესახებ ევროოპტიმისტების დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარტია გახარია საქართველოსთვის და კოალიცია ძლიერი საქართველოს შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  2. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  3. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  4. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
  5. საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ყიდის!

"ქართული ოცნება საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ყიდის!" — ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო…