რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე

2 Oct. 2024, 19:51

"კობახიძემ გუშინ დიდი განცხადება გააკეთა, მან ანტიკორუფციულ სამსახურს მოუწოდა, რომ თავისი განცხადება შეეცვალა. პარლამენტში ყველა ვამტკიცებდით, იგივე დაწერა ვენეციის კომისიამაც, რომ თუ ამ სამსახურის უფროსს პრემიერი დანიშნავდა და ისვე მოხსნიდა, ამ ფორმით ანტიკორუფციული სამსახურის არსებობა არის საშიში.

აუცილებელი იყო უკან დახევა. კი, მაგრამ ტელეფონით ვერ დაურეკა? ვერ უთხრა, რომ ვითომ დამოუკიდებელს, თვითონვე შეეცვალა [გადაწყვეტილება] ? რა გააკეთა კობახიძემ? — საჯაროდ განაცხადა, მორალურად გაანადგურა. ახლა დარჩენილია ის, რომ ეს უწყება დაიხუროს, დიდი ბოქლომი დაედოს და იურიდიულად გაუქმდეს. რატომ? ორი ვარიანტია: ბრიყვია? - არ არის ბრიყვი. მაშინ რატომ? იმიტომ, რომ უმკაცრესად გააფრთხილეს, სანქციები კი არა ციმბირში მოგიწევს გადასახლებაო. პირადად მას, ბიძინა ივანიშვილს და სხვებს შეუთვალეს, რომ სანქციები კიდევ უფრო მძიმე იქნება. ამიტომ, კობახიძემ საჯარო განცხადება იმათ [აშშ] გასაგონად გააკეთა, განსაკუთრებით , ამერიკაში და გაეროში ვოიაჟის შემდეგ კუდამოძუებული დაბრუნების შემდეგ".

ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერმა დეპუტატი, რომან გოცირიძე ანტიკორუფციული ბიუროს მიერ საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოსა და ეკა გიგაურის "გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების" შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება გაუქმებას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აღარ დააფინანსებს CPAC-ს, რომელსაც "ოცნების" ლიდერები ყოველ წელს ესწრებოდა
  2. პრემიერის, პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასები ₾1400-ით იზრდება და ₾16 000 გახდება
  3. საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს სააღდგომო ეპისტოლე
  4. IPN: სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
  5. თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ეკონომიკის სამინისტრო: აბასთუმანში ცის ჩაკეტვის გადაწყვეტილება დაეფუძნა აბასთუმნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარების ინტერესებს

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო 16 აპრილიდან აბასთუმნის თავზე ცის ჩაკეტვის გადაწყვეტილებას ეხმაურება.…