რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე

4 Oct. 2024, 13:39

"ეს არის უნიკალური მოვლენა. არა მგონია, რომ სადმე მსგავსი ფორმით ყოფილიყოს პოზიცია გამოთქმული. ეს არის გენიალური მიგნება. ეს არის ძალიან სხარტი და ლაკონიური. ასევე, რა თქმა უნდა, იუმორი და ქართული ოცნების დაცინვა, რომელსაც ელაპარაკება ისეთი მესიჯებით, რომელიც შესაძლოა სხვა სტილის გადაცემაში ყოფილიყო. მშვენიერია, ყველა პრობლემას, რასაც ამერიკის საელჩო ხედავს, ასეთი მოკლე და გასაგები ფორმით აღწერს. აქვს თუ არა ზემოქმედების ეფექტი საზოგადოებაზე? — აქვს.

ქართული ოცნება ამბობს, რომ ეს ოპოზიციის მხარდაჭერაა. პირველად ვეთანხმები ქართულ ოცნებას — ყოჩაღ, მაგრად გაშიფრეთ. დიახ, ეს ოპოზიციის მხარდაჭერაა. ისევე როგორც მხარს უჭერს ამერიკის მთავრობა - საელჩო მთავრობის, ანუ პრეზიდენტის წარმომადგენელია. ანუ, ბაიდენი გელაპარაკებათ და დაგცინით. სუფრიდან ხომ გამოაგდო კობახიძე? ახლა ამ "ქარდებით" ბაიდენი ელაპარაკება, რადგან საელჩო და ელჩი ამერიკის პრეზიდენტს წარმოადგენს”.

ამის შესახებ ევროოპტიმისტების დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საქართველოში აშშ-ის საელჩოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული "ქარდების" შეფასებისას განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
  2. რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
  3. 15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
  4. თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
  5. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

საქართველოში #1 დეველოპერი არქი და პირველი საერთაშორისო დეველოპერი საქართველოდან NEXT-ი, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ს ააშენებენ

საქართველოს წამყვანი დეველოპერული კომპანია არქი, საერთაშორისო გამოცდილების მქონე დეველოპერი NEXT-ი და მსოფლიოში ცნობილი…