კომუნიკაციების კომისიამ (ComCom) პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა.

კომისიის ინფორმაციით, ტელეკომპანიამ "მიუკერძოვებლობის პრინციპები" დაარღვია.

"კომუნიკაციების კომისიის მონიტორინგის შედეგად, რომელიც მიმდინარე წლის 22 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით პერიოდს მოიცავდა, გამოვლინდა, რომ აღნიშნულ არხზე გასულ საინფორმაციო გამოშვებებში იკვეთებოდა მაუწყებლის მხრიდან პირადი მოსაზრებების გავრცელების და ფაქტების ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის, კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტები," — წერია კომისიის განცხადებაში.

კომისიის განმარტებით, ტელეკომპანიამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში აღნიშნულ დარღვევაზე გაფრთხილება მიიღო, ხოლო ხელმეორედ დარღვევისთვის მათ წინააღმდეგ ფულადი სანქცია გამოიყენეს.