"აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ", — განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

თამარ იოსეელიანის, განმარტებით, დროის შემცირება რკინიგზის მასშტაბურმა ინფრასტრუქტურულმა მოდერნიზაციამ და უღელტეხილის მონაკვეთზე სამუშაოების დასრულებამ გახადა შესაძლებელი. მისი თქმით, ეს სიახლე მგზავრთნაკადის გაორმაგებას შეუწყობს ხელს და ტურიზმის განვითარებაზეც დადებითად აისახება.

"ქსელზე განხორციელდა მასშტაბური და კომპლექსური ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია, შესაბამისად, შევძელით მგზავრობის დროის შემცირება. ეს თავისთავად აისახება როგორც მგზავრთნაკადზე, მის გაორმაგებაზე, ასევე ტურისტულ მიმართულებებზე. შესაბამისად, შევძლებთ, რომ ვიზიტორებს და ჩვენს თანამოქალაქეებს შევთავაზოთ კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობა თბილისიდან ბათუმის მიმართულებით", — აღნიშნა თამარ იოსელიანმა.