Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
ფოტო: საქართველოს ბანკი
საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Euromoney-მ საქართველოს ბანკი კორპორატიული პასუხისმგებლობის მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის (CEE) კატეგორიაში.
Euromoney Awards for Excellence ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მიღწეული შედეგებისა და განხორციელებული ინიციატივების საფუძველზე აფასებს.
საერთაშორისო დონეზე, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით წლების განმავლობაში ჯილდოებს იღებდნენ ისეთი ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიცაა Morgan Stanley, HSBC, BCI. 2025 წელს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის საუკეთესო ბანკად კი Erste Bank დასახელდა.
წელს, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის რეგიონში კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის კატეგორიაში საუკეთესო ბანკად საქართველოს ბანკი დასახელდა. ფინანსური ინსტიტუტი Euromoney-ს ჟიურის მიერ რეგიონის წამყვან ბანკებთან ერთად შეფასდა.
გამოცემა ჯილდოს იმ ფინანსურ ინსტიტუტებს ანიჭებს, რომლებიც საზოგადოებისთვის გრძელვადიანი, პოზიტიური გავლენის მოხდენასა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში განსაკუთრებულ როლს ასრულებენ.
საქართველოს ბანკისთვის ადამიანების მხარდაჭერა და მათი პოტენციალის რეალიზებისთვის შესაძლებლობების შექმნა ბიზნესსტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამ მიზნით ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო, სოციალურ, გარემოსდაცვით და მეწარმეობის მხარდამჭერ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რომელთა ბენეფიციართა რაოდენობა 500 000-ს აჭარბებს.
ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივები ოთხ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ფინანსური განათლების ხელშეწყობას, ახალგაზრდებისა და მეწარმეების გაძლიერებას, გარემოსა და კულტურის მხარდაჭერას. ამ ინიციატივების მიზანია, შექმნას გრძელვადიანი შესაძლებლობები, რომლებიც ხელს უწყობს როგორც ადამიანების, ისე ქვეყნის მდგრად განვითარებას.
“Euromoney-ს მიერ მონიჭებული აღიარება ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ადასტურებს, რომ ჩვენ მიერ შექმნილი ინიციატივები და მათი გავლენა საზოგადოებაზე, საერთაშორისო დონეზეც გამორჩეულად ფასდება.
საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ ბიზნესის წარმატება მხოლოდ ფინანსური შედეგებით არ იზომება — ის იმ შესაძლებლობებითაც განისაზღვრება, რომლებსაც ადამიანებისთვის ვქმნით. სწორედ ამიტომ, ჩვენი კორპორატიული პასუხისმგებლობის სტრატეგია ორიენტირებულია ისეთი ინიციატივების განხორციელებაზე, რომლებიც ადამიანებს განათლების, პროფესიული განვითარების, მეწარმეობისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში ეხმარება.
დღეს მხარს ვუჭერთ და ვახორციელებთ 40-ზე მეტ პროექტს, მათ შორისაა საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამა, თანამედროვე ბიბლიოთეკები — იდეათეკები, STEM განათლების მხარდამჭერი პროექტები, ფინანსური განათლების ინიციატივები, გარემოს დაცვის პროგრამები და არაერთი სხვა ინიციატივა, რომლებიც ყოველწლიურად ასიათასობით ადამიანს აძლევს განვითარების საშუალებას. ჩვენ არ ვჩერდებით — მომავალშიც გავაგრძელებთ ისეთი პროექტების შექმნას, რომლებიც ადამიანებს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებაში დაეხმარება", — აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, Euromoney Awards for Excellence მსოფლიოს საბანკო ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოდ მიიჩნევა და უკვე 30 წელზე მეტია მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეულ ფინანსურ ინსტიტუტებს ავლენს.
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
"ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
გადახედვა
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
-
ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
კომენტარები