საქართველოს ბანკის მობილბანკის მომხმარებლებს ჩატბოტთან კომუნიკაციისთვის, ტექსტის აკრეფის გარდა, ახლა უკვე ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაც შეუძლიათ. სიახლე მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, საბანკო საკითხებთან დაკავშირებული შეკითხვა ხმოვანი სახით გაგზავნოს და პასუხი იმავე სისწრაფით მიიღოს. ეს ფუნქცია განსაკუთრებით მოსახერხებელია მაშინ, როცა მომხმარებელს ტექსტის აკრეფის დრო ან შესაძლებლობა არ აქვს.

ტექნიკურად პროცესი შემდეგნაირად მიმდინარეობს: მომხმარებელი იწყებს ხმოვანი შეტყობინების ჩაწერას, Speech-to-Text ტექნოლოგია ტექსტად გარდაქმნის და შემდეგ ჩატბოტს უგზავნის, პასუხი კი დაუყოვნებლივ ბრუნდება.

ფუნქციონალი მობილბანკის ჩატბოტის განახლების ნაწილია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ყოველდღიური საბანკო საკითხები დახმარების გარეშე, სწრაფად და მარტივად მოაგვაროს, მათ შორის შეძლოს ბარათის მართვა, PIN კოდის შეცვლა, ანგარიშის რეკვიზიტებისა და ამონაწერის მიღება, Lifestyle შეთავაზებების გაცნობა თუ ბოლო ტრანზაქციების ნახვა.

გამოცადეთ ჩატბოტის შესაძლებლობები საქართველოს ბანკის მობილბანკში