ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ფოტო: ლიბერთი
ლიბერთი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 60,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს.ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრითა და 700-მდე ბანკომატით ყველა რეგიონსა თუ მუნიციპალიტეტში.
2026 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში ლიბერთიმ ძირითად ფინანსურ მიმართულებებში მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა:
- მთლიანი აქტივები — 6.3 მილიარდი ლარი, ზრდა 15%.
- მთლიანი საკრედიტო პორტფელი — 4.6 მილიარდი ლარი, ზრდა 15%.
- მთლიანი დეპოზიტების პორტფელი — 5 მილიარდი ლარი, ზრდა 34%.
2026 წლის პირველი ნახევრის ფინანსური შედეგების მიხედვით, ლიბერთიმ 52.8 მილიონი ლარის წმინდა მოგება დააფიქსირა.
ლიბერთიმ, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა და სოციალურ სეგმენტზე კონცენტრირებული ფინანსური ინსტიტუტიდან დივერსიფიცირებულ უნივერსალურ ბანკად ჩამოყალიბდა. დღეს სოციალური სესხების წილი მთლიანი საკრედიტო პორტფელის მხოლოდ 11%-ს შეადგენს, ხოლო ბანკის შემოსავლის წყაროები გადანაწილებულია საცალო, MSME, სალომბარდე და კორპორატიულ მიმართულებებს შორის.
აღსანიშნავია ლიბერთის MSME მიმართულების განვითარება, რომლის პორტფელიც ბოლო ხუთ წელიწადში ოთხჯერ გაიზარდა, დღეს მისი მოცულობა 1,85 მლრდ ლარს შეადგენს და ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ბიზნესია. სეგმენტი თანაბრად მოიცავს მიკრო, მცირე და საშუალო მიმართულებების დაკრედიტებას ქვეყნის მასშტაბით. სამივე ქვესეგმენტი გამოირჩევა მდგრადი ზრდით და მნიშვნელოვნად აძლიერებს ბანკის პოზიციებს ბაზარზე.
ლიბერთი, ტრადიციული საცალო და ბიზნეს საბანკო მომსახურების პარალელურად, აქტიურად აგრძელებს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს და დისტანციური მომსახურების არხების განვითარებას. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ციფრული მომხმარებელთა რაოდენობა 12.6%-ით, 1 მილიონამდე გაიზარდა, რაც თანამედროვე საბანკო სერვისებზე მზარდ მოთხოვნასა და მომხმარებელთა ქცევის ეტაპობრივ ცვლილებაზე მიუთითებს. 2026 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებლები სრულად ასახავს ლიბერთის მყარ პოზიციას საქართველოს საფინანსო ბაზარზე, ბიზნესის ძირითადი მიმართულებების ზრდასა და მომხმარებელთა სხვადასხვა სეგმენტზე მორგებული მომსახურების თანმიმდევრულ განვითარებას.
2026 წლის აპრილში ბაზისბანკმა ლიბერთის აქციების 95.99% შეიძინა. ბაზისბანკი კორპორატიულ, მცირე და საშუალო ბიზნესისა და საცალო მომხმარებლებისთვის საბანკო, სალიზინგო და სადაზღვევო მომსახურების შეთავაზებით ქმნის ეკოსისტემას, რომელიც მომხმარებლის წარმატებასა და გრძელვადიან ნდობაზეა ორიენტირებული. 2026 წლის პირველი ნახევრის ფინანსური მონაცემებით ბაზისბანკის აქტივები 6.2 მილიარდი ლარია, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 3.7 მილიარდი ლარი, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 4 მილიარდი ლარი. 2026 წლის 6 თვის წმინდა მოგების ზრდამ 44%, 74 მილიონი ლარი შეადგინა.
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
"ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
გადახედვა
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
-
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
-
ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
კომენტარები