რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე

10 Oct. 2024, 18:24

"ევროპარლამენტის რეზოლუცია უკანასკნელი გაფრთხილებაა ივანიშვილისათვის. გააყალბებს არჩევნებს — მსოფლიოში დევნილი იქნება და მოწყდება ფინანსურ სამყაროს. მისი ყველა აქცია დასავლური კომპანიებისა. მათ საბანკო მომსახურება სჭირდება. ვერც გაყიდის და დივიდენდსაც ვერ მიიღებს, რადგან საბანკო ანგარიშები გაეყინება. მის გარემოცვასაც შავი დღე ელის. თუ საღ გონებას მოუხმობს და მშვიდობიანად გადააბარებს ძალაუფლებას, რაც გარდაუვალია ობიექტურად, შეიძლება ნაწილობრივ დაინდონ. სანქციები ვერ ასცდება, გააჩნია რა სიმძიმის იქნება იგი.

ის, რაც ივანიშვილისათვის პრივილეგია იყო, ახლა სერიოზულ პრობლემად იქცა — საფრანგეთის მოქალაქეობა. ეს ქვეყანა ძალიან მკაცრია შავ ფულთან დაკავშირებით. როგორ მიიღო მოქალაქეობა, როგორ შეიძინა დიდძალი უძრავი ქონება ამ ქვეყანაში, რატომ უთხრის ძირს მისი მოქალაქე სხვა ქვეყნის დემოკრატიას, ეს და მრავალი სხვა საკითხი ამოტივტივდება. გავიხსენოთ ტელეგრამის მეპატრონის, პაველ დუროვის სულ ახლახან დაკავების ამბავი პირდაპირ თვითმფრინავში, პარიზში. არც კი აპირებდა იქ გაჩერებას. როგორც საფრანგეთის მოქალაქეს, პირდაპირ იზოლატორში უკრეს თავი. ახლაც შინაპატიმრობაში. არაბთა გაერთიანებული ემირატების გარდა საფრანგეთის მოქალაქეობაც მოინდომა და ნანობს ახლა. ივანიშვილის ბედი მის ხელთაა და ეს უნდა გააცნობიეროს".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  3. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს

კინოთეატრში ფილმის პრემიერისას მისული მაყურებლები რომ არ უნდა დაასპოილერო, ეს ბევრი ჩვენგანისთვის დაუწერელი წესია. ამ…