თბილისში კიევის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

პირი აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსვლისას დააკავეს.

როგორც შსს-ში ამბობენ, დაკავებულს ბრალი ედება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული დანაშაულის (ქურდობა) ჩადენაში. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციითვე, ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.