ახალი ლენდ კრუიზერ პრადო — ლეგენდის თანამედროვე გაგრძელება
ფოტო: Toyota Georgia
ტოიოტა კავკასიამ რეგიონში ტოიოტა პრადოს სრულიად ახალი ვერსია – Land Cruiser Prado 250 წარადგინა. ღონისძიებას ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი ჟურნალისტები, საზოგადოებისთვის ცნობილი ადმიანები, ავტოენთუზიასტები და ტოიოტა პრადოს ლოიალური მომხმარებლები ესწრებოდნენ.
ფოტო: Toyota Georgia
სრულიად განსხვავებული მოდელის პრეზენტაცია ქუთაისში გაიმართა, თუმცა განსაკუთრებით საინტერესო ტესტ დრაივის ნაწილი იყო.
ღონისძიების სტუმრებმა ტოიოტას ლეგენდარული ავტომობილი ყველა ტიპის საფარსა და საგზაო პირობებში გამოცადეს.
მარშრუტი რამდენიმე საინტერესო მონაკვეთისგან შედგებოდა, სადაც მონაწილეებმა მონაცვლეობით მართეს სრულიად ახალი და წინა თაობის ტოიოტა პრადო და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიიღეს.
ფოტო: Toyota Georgia
მარშრუტი ქალაქ ქუთაისიდან ლენტეხის მიმართულებით დაიწყო, შემდეგ კი კურორტ მუაშისკენ გაგრძელდა.
სწორედ მუაშში შეძლეს ღონისძიების სტუმრებმა ახალი ავტომობილების გამოცდა საკმაოდ რთულ უგზოობაში.
მუაშიდან მარშრუტი ლეჩხუმის სოფელ ქულბაქისკენ გაგრძელდა, სადაც მონაწილეებმა რამდენჯერმა გადაკვეთეს მდინარის კალაპოტი, რამაც სტუმრებში განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია.
ფოტო: Toyota Georgia
ახალი ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადოს გამოსვლა იშვიათი და მასშტაბური მოვლენაა. მოდელი სერიით J150, რომელიც ახალმა უნდა ჩაანაცვლოს, თითქმის 15 წელი იწარმოებოდა. ახლა კი გამოვიდა ახალი პრადო სერიით J250 და ის უკვე ხელმისაწვდომია ტოიოტა ცენტრ თბილისში, ტოიოტა ცენტრ თეგეტასა და ტოიოტა ცენტრ ბათუმში.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბესტსელერმა ყველგანმავალმა შეინარჩუნა ის მთავარი სტატუსი, რაც ყოველთვის ჰქონდა და რის გამოც უყვართ: ახალი პრადოც მაქსიმალურად კომპეტენტური ოფროუდერი და კომფორტული კრუიზერია.
პირველი თვალში მისი სრულიად განახლებული დიზაინი მოგხვდებათ. ტოიოტამ თავიდან აღმოაჩინა დაკუთხული ფორმები, კანტები და შესაბამისად, დაასრულა წინამორბედი მოდელის ჩამრგვალებული ფორმის ერა. მიუხედავად ამისა, ახალი პრადო მაინც შეუცდომლად იცნობა და ვიზუალურადვე მიახვედრებს ნებისმიერს, რომ ლენდ კრუიზერია. მოკლე განაკიდები, მკვეთრად ფორმირებული კუთხეები, ჩარჩოიანი ძარა – ყველაფერი თვალნათლივ მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გაქვთ ნამდვილ ყველგანმავალთან. ამასთან, ტოიოტამ ძარის ბევრი დეტალი ისე გააკეთა, რომ დაზიანების შემთხვევაში ნებისმიერი მათგანი მარტივად იცვლება.
ახალი ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადოს სიგრძე 4,92 მეტრია, სიგანე 1,98 მეტრი, ხოლო სიმაღლე კი – 1,87 მეტრი. თვლების ბაზა ამჯერად 2,85 მეტრს შეადგენს.
ცხადია, პრადომ შეინარჩუნა ჩარჩოიანი ძარა – სხვანაირად ლენდ კრუიზერი ხომ უბრალოდ წარმოუდგენელია. ახალი მოდელი იმავე, GA-F პლატფორმაზეა აგებული, რაზეც ტოიოტა ლენდ კრუიზერ 300. ახალ პრადოს და 300-ს თვლების ბაზაც კი იდენტური აქვთ (2,85 მეტრი. შედარებისთვის: წინამორბედი პრადოს თვლების ბაზა 2,79 მეტრია).
ტოიოტას ბესტსელერი ყველგანმავლის ახალი თაობის ჩარჩო 50 პროცენტით უფრო მტკიცე და გამძლეა, ვიდრე წინამორბედ მოდელში იყო და საერთოდ, მთელი კონსტრუქციის სიმტკიცე ძარასთან ერთად 30 პროცენტითაა გაზრდილი.
ფოტო: Toyota Georgia
რაც შეეხება შასის კონსტრუქციას: დამოუკიდებელი, ორბერკეტიანი საკიდარი წინ, ხისტი, გაუჭრელი ღერძი უკან და თვლების ვერტიკალური სვლის დიაპაზონიც გაზრდილია. ერთ ერთი მთავარი სიახლეა წინა ღერძის სტაბილიზატორი, რომელიც ღერძს მაქსიმალურად მოქნილს და მოძრავს ხდის, რომ ბორბლებმა ველურ ზედაპირზეც არ დაკარგონ მოჭიდება. ცხადია, ამასვე ემსახურება თვლების ვერტიკალური სვლის დიაპაზონის გაზრდაც.
კლირენსი 220 მილიმეტრია. წინა განაკიდის კუთხე 30 ან 31 გრადუსს შეადგენს (გააჩნია კომპლექტაციას), ხოლო უკანა განაკიდის კუთხე კი 22 გრადუსია.
სიახლეა სრულიად ახალი ელექტრონული მოხვევის სისტემა, რომელიც უფრო რბილად მუშაობს და ამავდროულად, მძღოლს მეტი უკუკავშირით ასიამოვნებს. განახლდა Multi-Terrain Select სისტემაც, რომელსაც უგზოობის კრუიზკონტროლადაც მოიხსენიებენ ხოლმე. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა Multi-Terrain მონიტორი, რომლის მეშვეობითაც უგზოობაზე გადაადგილებისას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ, რა ხდება ავტომობილის ქვეშ.
ახალი პრადოს ინტერიერზე მუშაობისას ტოიოტას ინჟინრების უმთავრესი ამოცანა ფუნქციურობის უმაღლეს დონეზე აყვანა იყო – რა თქმა უნდა, კომფორტთან ერთად. მძღოლის განკარგულებაშია ციფრული ხელსაწყოთა პანელი, ცენტრალური სენსორული ეკრანი და მომსახურების ცალკეული განყოფილება სხვადასხვა ძირეული ფუნქციებისთვის. მნიშვნელოვანი ფუნქციების ღილაკებს შეხვდებით როგორც საჭეზე, ასევე ცენტრალურ კონსოლზეც. ანუ, გარკვეულწილად შენარჩუნებულია ანალოგური ესთეტიკაც. ღრმად ჩასმულმა ფანჯრებმა ხილვადობა გააუმჯობესა. მედიასისტემის ეკრანის დიაგონალი შესაძლებელია იყოს 8,0 ან 12,3 დუიმი.
პრადო ხელმისაწვდომია როგორც სავარძლების ორი, ასევე სამი რიგითაც – შესაბამისად, ავტომობილში შეიძლება მოთავსდეს როგორც 5, ისე 7 მგზავრიც. საჭისა და წინა სავარძლების გათბობა საბაზო კომპლექტაციაშია. დამატებითი ოფციების სახით ხელმისაწვდომია როგორც ტყავის სალონი, ისე წინა სავარძლების ელექტრონული რეგულირება და გაგრილების ფუნქციაც, ასევე 3-ზონიანი კლიმატკონტროლი და JBL-ის აუდიოსისტემა 14 დინამიკით. ახალ პრადოში შეხვდებით საქარე მინაზე პროეცირების სისტემას (Head Up დისპლეი), პანორამულ ჭერს და ტოიოტას ახალ სარკეს ეკრანული ფუნქციით, რომელსაც ინფორმაციას უკან განთავსებული კამერა გადასცემს.
სრულიად ახალი ტოიოტა პრადოს შეძენა ქართველ მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ტოიოტა ცენტრ თბილისში, ტოიოტა ცენტრ თეგეტასა და ტოიოტა ცენტრ ბათუმში.
-
ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო
გადახედვა
-
საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
კომენტარები