როგორ იქმნება ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია? — ინტერვიუ Pellenc-ის წარმომადგენელთან
ფოტო: აგროსფერო
Pellenc ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო იარაღებისა და ტექნიკის მწარმოებელი ფრანგული კომპანიაა. მან 50-წლიანი ისტორიის მანძილზე შექმნა არაერთი ინსტრუმენტი, რომლებიც ბევრი ფერმერის შეუცვლელ და საიმედო პარტნიორად იქცა. მძლავრი, მსუბუქი, მარტივად სამართავი, კომპაქტური, ერგონომიული და ეკონომიური — ეს ის მთავარი მახასიათებლებია, რომლებიც Pellenc-ის ელექტრო ხელსაწყოებს სხვა პროდუქტებისგან გამოარჩევს. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს ბრენდის მიერ წარმოებული ინოვაციური ვენახის კომბაინი Pellenc Grapes’ Line.
როგორ ქმნის Pellenc ინოვაციურ პროდუქტებს, რა არის კომპანიის მთავარი მისია და რატომაა აუცილებელი აგრომეურნეობაში თანამედროვე მიდგომების დანერგვა? – ამ და სხვა თემების გარშემო კომპანიის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ექსპორტის მენეჯერს, ზოლტან სომბათს ვესაუბრეთ.
როგორია Pellenc-ის მოკლე ისტორია და რა მთავარ პროდუქტებს აწარმოებს კომპანია დღეს?
Pellenc-ის ისტორია 1973 წლიდან იწყება. სწორედ ამ წელს გამოუშვა როჯერ პელენკმა, რომლის სახელსაც ატარებს დღეს კომპანია, პირველი ჰიდრავლიკური სასხლავი მაკრატელი. დროთა განმავლობაში მის მიერ წარმოებული ელექტრო ხელსაწყოები დაიხვეწა და გამრავალფეროვნდა. დღეს Pellenc აწარმოებს პროფესიონალურ ელექტრო ხელსაწყოებს Li-on-ის ელემენტებით, რომლებიც ვენახისა და ბაღებისთვისაა განკუთვნილი. კომპანია, ასევე, ქმნის სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლის ამღებ ტექნიკას, შედარებით ახალი მიმართულებებია ნუშისა და ზეთისხილის კომბაინები, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ვენახის კომბაინები და ღვინის საწარმოო ინვენტარი, რომელთა მიზანიც ვაზის მოვლა, მოსავლის აღების მექანიზაცია და ღვინის საწარმოო პროცესის ავტომატიზაციაა.
როგორია ინოვაციური ელექტრო ხელსაწყოების შექმნის პროცესი?
Pellenc-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინოვაცია და ისეთი პროდუქტების წარმოებაა, რომლებიც მომხმარებლებს პროფესიულ ცხოვრებას გაუმარტივებს. იმისათვის, რომ ამგვარი პროდუქტები შეიქმნას, პირველ რიგში, აუცილებელია ფერმერებისგან უკუკავშირის მიღება და მისი გათვალისწინება. მომხმარებელთა აზრის გაგების შემდეგ, Pellenc-ის ინჟინერთა გუნდი მათი მოთხოვნების დამუშავებას იწყებს და ამის საფუძველზე ქმნის პროტოტიპებს. პირველად ნიმუშებს სამუშაო პროცესში ვცდით, ხარვეზების შემთხვევაში ვასწორებთ მათ და შემდეგ საბოლოო პროდუქტს ვაწარმოებთ.
კარგად ვიცით, რომ Pellenc-ის ერთ-ერთი მიზანი მდგრადი აგრომეურნეობის ხელშეწყობაა. რატომ მიგაჩნიათ ეს მნიშვნელოვნად?
შეგვიძლია საქართველოს მაგალითზე ვიმსჯელოთ. თქვენს ქვეყანას მევენახეობისა და, ზოგადად, აგრომეურნეობის ძალიან დიდი ტრადიცია აქვს. ის დღესაც აქტიურად ვითარდება, უფრო პოპულარული ხდება ღვინის ტურიზმიც, რასაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური სარგებელი მოაქვს. იმისათვის, რომ ეს ტრადიცია დიდხანს გაგრძელდეს და გადაეცეს მომავალ თაობებს, აუცილებელია, გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება.
როგორ ფიქრობთ, რატომ არის მნიშვნელოვანი აგრომეურნეობაში დაინერგოს თანამედროვე მიდგომები?
დღეს ახალგაზრდებს აღარ სურთ ფიზიკურად მუშაობა, იმ ადამიანთა მოძიებაც, რომლებიც ამ ტიპის სამუშაოს შეასრულებენ, სულ უფრო რთულდება. აგრომეურნეობის მომავალი პროცესების მექანიზაციაა და ამას გვერდს ვერ ავუვლით. ამიტომ აუცილებელია ფერმერებს მივაწოდოთ თანამედროვე პროდუქტები, რისი მეშვეობითაც ისინი გაიმარტივებენ სამუშაო პროცესს. შედეგად, შესაძლებელი გახდება დაზოგილი დრო და ძალისხმევა სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისკენ მიმართონ.
ვფიქრობ, რაც უფრო მეტი ახალი ტექნოლოგია დაინერგება აგრომეურნეობაში, მით უფრო მეტი ახალგაზრდა დაინტერესდება ამ სექტორით.
თქვენი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში აგროსფეროა. როგორ შეაფასებთ კომპანიასთან თანამშრომლობას?
Pellenc აგროსფეროსთან 2016 წლიდან თანამშრომლობს და მას შემდეგ ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ ერთად. აგრომეურნეობა და განსაკუთრებით მევენახეობა საქართველოში ჯერ კიდევ ემყარება წარსულ, საბჭოთა პრაქტიკებს, რაც ვერაფრით მოვა თანხვედრაში ინოვაციურ გადაწყვეტებთან. ვფიქრობ, აგროსფეროსა და Pellenc-ის 7 წლიანი თანამშრომლობის შედეგად, შევძელით ბევრი მევენახისა და, ზოგადად, ფერმერის დარწმუნება ცვლილებებისა და თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოყენების აუცილებლობაში. ვფიქრობ, ეს ადამიანები დღეს უკვე იმკიან ამ ინვესტიციის ნაყოფს.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა




კომენტარები