რატომ გვჭირდება გენდერული კვოტირების პოლიტიკა — პოზიციები და ანალიზი
ფოტო: კოლაჟი — ანა ჯოჯიშვილი / On.ge
რა მოხდა: გუშინ, 1-ელ აპრილს, პარტია გირჩი გამოვიდა ინიციატივით, გაუქმდეს გენდერული კვოტირება, კონკრეტულად, საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს ავალდებულებს, მათ პროპორციულ სიაში ყოველი მე-4 კანდიდატი იყოს განსხვავებული სქესის.
- ცვლილებას მხარი დაუჭირა მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ, რომელიც პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობას ფლობს.
ვალდებულება, რომ პროპორციულ სიაში, ყოველი მე-4 კანდიდატი უნდა იყოს განსხვავებული სქესის, პარლამენტმა 2020 წლის 2 ივლისს დაამტკიცა. სავალდებულო გენდერული კვოტირება 2032 წლის არჩევნების ჩათვლით უნდა ყოფილიყო.
- მიღებულ ცვლილებებში დაკონკრეტებული იყო, რომ 2024 და 2028 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, პარტიული სიების ყოველ ოთხეულში, ერთი მაინც უნდა ყოფილიყო ქალი (და არა განსხვავებული სქესის),
- ხოლო 2028 და 2032 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით, ქალი პარტიული სიის ყოველ სამეულში უნდა ყოფილიყო.
დღეს, 2 აპრილს, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე გენდერული კვოტირების გაუქმების საკითხს დაჩქარებული წესით დაუჭირეს მხარი, თუმცა, ბიუროზე განსხვავებული მოსაზრებებიც ისმოდა როგორც მმართველი პარტიის, ასევე, გირჩის მიმართულებით.
ბაია პატარაიამ, რომელიც ბიუროს სხდომას ესწრებოდა, გირჩი მმართველი პარტიის სატელიტად მოიხსენია და თქვა, რომ ამ პარტიის პოლიტიკა მიზოგინიურია.
ბიუროს დასრულების შემდეგ On.ge ბაია პატარაის ესაუბრა, ორგანიზაცია საფარის აღმასრულებელ დირექტორს. მისი შეფასებით, ოცნების მიზანია, საარჩევნო სიებში მილიონერი მაჟორიტარი კაცები შეიყვანოს, რაშიც, გენდერული კვოტირება და სიაში ყოველი მეოთხე ქალის ჩასმის ვალდებულება, აქამდე ხელს უშლიდა.
- მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში ქალის ხმა და ხედვა ისმოდეს, რადგან "კაცებს ისიც არ ესმოდათ, რომ სექსუალური შევიწროება არსებობს."
იმავე პოზიციაზეა თეონა აქუბარდია, ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელმაც On.ge-სთან აღნიშნა, რომ გენდერული კვოტების გაუქმება, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის "ფულიანი მაჟორიტარების კარგ პოზიციაზე დაბინავებას ემსახურება".
რა შეიძლება იყოს გენდერული კვოტირების გაუქმების მიზანი: თეონა აქუბარდია ქართულ ოცნებაში არსებულ იმ ათობით "ფეოდალ" მაჟორიტარზე საუბრობს, რომლებიც, ფინანსური რესურსიდან გამომდინარე, სახელისუფლებო სიაში მოხვედრას ყველა ხელისუფლების დროს ახერხებენ.
"ახლაც, ბუნებრივია, ეს ინტერესი ამოძრავებთ [მაჟორიტარებს]. ოცნებამ გადაწყვიტა, რომ გენდერული კვოტირება, რომელიც თავის დროზე, თავად მონათლეს დემოკრატიულად და ევროპულად, ახლა კანონით შეცვალონ", — ამბობს აქუბარდია — "ამ მაჟორიტარი კაცების ინტერესებს მსხვერპლად ეწირება ქალთა წარმომადგენლობა პოლიტიკაში, ქალების ინტერესები და კვოტირების იდეა".
დეპუტატის თქმით, გენდერული კვოტირების გაუქმება, რეალურად, არა გირჩის, არამედ ქართული ოცნების ინიციატივაა, პარტიებს შორის კი "ღიად ვაჭრობა" მოხდა — კვოტების გაუქმება "გაიცვალა" ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილების შესახებ ოცნების ინიციატივაზე, გირჩის მხარდაჭერის სანაცვლოდ. საარჩევნო კოდექსის ამგვარი ცვლილება, არსებითად, წინააღმდეგობაში მოდის ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან.
გირჩი იყო ერთადერთი პარტია, რომელმაც პარტიულ სიაში ჯერ ფორმალურად ჩაწერა მეგობარი ქალები, შემდეგ კი გაუშვა ისინი. გირჩს ბუნებრივად აქვს ეს მდგომარეობა — არცერთი ქალი პოლიტიკოსი არ ჰყავს პარტიაში. როგორც ჩანს, მათ ქალებთან პრობლემები აქვთ,
"პოლიტიკური ვაჭრობის" კონტექსტი: გუშინ, 1-ელ აპრილს, ოცნების დეპუტატმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, რომ კვოტების გაუქმების სანაცვლოდ, ქართულმა ოცნებამ გირჩისგან მიიღო დაპირება, რომ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესში, გირჩი ორიენტირებული იქნება კანდიდატის "პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაზე".
დღეს, 2 აპრილს, გირჩის წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა თქვა, რომ გირჩსა და ქართულ ოცნებას შორის შეთანხმება "პოლიტიკური ვაჭრობის" კარგი მაგალითია.
- "მთელი ოპოზიცია საუბრობს კოალიციურ მთავრობაზე. და რა არის კოალიცია, თუ არა პოლიტიკური ვაჭრობა. ნუთუ ასე ჩარჩა ჩვენი საზოგადოება ან პოლიტიკოსების ნაწილი კომუნიზმში, რომ სიტყვა "ვაჭრობას" ცუდად იყენებთ?", — განაცხადა რაქვიაშვილმა.
დაპირება, რომელიც არ შესრულდა: თეონა აქუბარდია იხსენებს, რომ საქართველოს დღევანდელი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, 2018 წელს, პარლამენტის თავმჯდომარეობისას, გენდერული კვოტირების საკითხის აქტიური მხარდამჭერი იყო: "კობახიძე ამბობდა, რომ ქალები, ყველა სხვა მიმართულებით, თავიანთი კომპეტენციის გამო, ბუნებრივად იყვნენ მოწინავე პოზიციებზე, ხოლო პოლიტიკაში, ქალთა ჩართულობის პრობლემა ხელოვნურად იყო შექმნილი. გენდერული კვოტირება კი ის ზომა იყო, რაც ამ საკითხს გააუმჯობესებდა."
დეპუტატის თქმით, გენდერული კვოტირების გაუქმება წინააღმდეგობაში მოდის ევროკომისიის მიერ 2022 წელს გაცემული 12 რეკომენდაციის მე-9 პუნქტთან, რაც გენდერულ თანასწორობას გულისხმობს.
გაძლიერდეს ძალისხმევა გენდერული თანასწორობის ზრდისთვის და ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის წინააღმდეგ, — ეწერა მე-9 პუნქტში.
- აქუბარდიას შეფასებით, ცვლილება ამ პირობის საპირისპიროა და გენდერულ დისბალანს კიდევ უფრო აუარესებს.
გენდერული კვოტირების როლი საქართველოში:
ქალთა უფლებადამცველის, ბაია პატარაიას თქმით, გენდერული კვოტების პირობებში პარლამენტში ქალების წარმომადგენლობა 20% იყო, კვოტების გარეშე კი, მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდება:
ქალების პოლიტიკური მონაწილეობის გარეშე, საერთოდ არ არსებობს ქალთა უფლებები. ქალი თუ არ არის იქ, სადაც კანონებს და გადაწყვეტილებებს იღებენ, ვერასდროს მისი უფლებები დაცული ვერ იქნება
ფოტო: ბაია პატარაია / Facebook
უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ 20%-იანი გენდერული კვოტა ისედაც მცირეა იმისთვის, რომ ქალებმა გავლენა იქონიონ პოლიტიკურ დღის წესრიგზე, "ამის მიუხედავად, 2020 წლის მოწვევის პარლამენტში იყო რამდენიმე არაჩვეულებრივი ქალი, რომლებმაც რუსული კანონის წინააღმდეგ იბრძოლეს, შეინარჩუნეს დამოუკიდებლობა და ხალხის ინტერესებს იცავდნენ. ისინი იყვნენ ქალები სხვადასხვა პარტიებიდან, რომლებსაც შესაძლოა, აღარ მიეცეთ საშუალება, პარტიულ სიებში მოხვდნენ".
უფლებადამცველი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ როდესაც პარლამენტში ქალთა, ბავშვთა და შშმ პირთა საკითხების გატანაზე მიდგება საქმე, ქალები მეტად მგრძნობიარეები არიან და "მათთან მუშაობა უფრო ადვილია, ვიდრე — კაცებთან."
პატარაიასთან ვისაუბრებთ ზოგი პარტიის, და მათ შორის, ქართული ოცნების არგუმენტზე, რომლის თანახმად, ქალებმა პარლამენტში ადგილი კვოტების გარეშე, კომპეტენციით უნდა დაიმსახურონ. პატარაიას შეფასებით, ქართულ პოლიტიკაში თანაბარი შესაძლებლობები და თანასწორობა რომ არსებობდეს, გენდერული კვოტირება არ იქნებოდა საჭირო:
"გადახედეთ დღევანდელ და წინა მოწვევების პარლამენტს, რა პრინციპით არიან შერჩეულები, ზოგს უმაღლესი განათლება არ აქვს, ნახევარზე მეტის სახელი არ ვიცით, არაფერს წარმოადგენენ ფულის ტომრების გარდა.
პარლამენტი იქცა მილიონერების თავშეყრის ადგილად, სადაც საკუთარ ბიზნეს ინტერესებს იცავენ და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ნებისმიერ დავალებას მონურად ასრულებენ.
- პატარაიამ On.ge-სთან სამომავლო გეგმაზეც ისაუბრა. აპირებს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ინტენსიურად ესაუბროს ქალ ამომრჩევლებს გენდერული კვოტირების საკითხზე.
პოზიციები:
ნინო წილოსანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ალექსანდრე ელისაშვილი
ლევან იოსელიანი
ფოტო: მზია საგანელიძე / RFE/RL
ნინო წილოსანი: ქართული ოცნების ქალ დეპუტატებს გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ საწინააღმდეგო პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. პირიქით, ნინო წილოსანმა, რომელიც პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ გენდერული კვოტირება არის "პოზიტიური დისკრიმინაციის ფორმა". მისივე თქმით, კვოტირება არის ქალების პოლიტიკაში გაძლიერების ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი საშუალება.
ომბუდსმენი: გენდერული კვოტირების გაუქმებას საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანიც გამოეხმაურა. უარყოფითად შეაფასა საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები და აღნიშნა, რომ ცვლილება "უგულებელყოფს ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს და აუარესებს თანასწორობის მისაღწევად არსებულ მექანიზმებს".
- "ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია ქალების ხმა მკაფიოდ ისმოდეს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსა და პოლიტიკის განმსაზღვრელ სხვა უწყებებში, რათა დღის წესრიგში იდგეს ქალთა საჭიროებები და გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ღონისძიებები", — განაცხადა იოსელიანმა.
ალეკო ელისაშვილი: პარტია მოქალაქეების თავმჯდომარემ საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს კვლევა გაიხსენა, რომლის მიხედვით, 2022 წელს 18 დეპუტატს ხმა არ ამოუღია — არ უსარგებლიათ საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენისა და პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით. "პარლამენტი კი ფრანგულიდან ითარგმნება, როგორც ადგილი, სადაც ლაპარაკობენ. 2022 წელს პარლამენტის 18 წევრს, ათს მმართველი პარტიიდან და რვას ოპოზიციიდან, ხმა არ ამოუღია. მათგან 18-ვე მამაკაცია, ანუ მდუმარე დეპუტატების 100%-იანი შემადგენლობა მამაკაცებია", — თქვა დეპუტატმა.
-
შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება
გადახედვა
-
აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს? აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს?
გადახედვა
-
ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა" ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა"
გადახედვა
-
"ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე "ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი
-
სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია
გადახედვა
-
თიბისის შეთავაზება ბიზნესებს — სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ თიბისის შეთავაზება ბიზნესებს — სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
-
შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს
გადახედვა
-
არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს
გადახედვა
-
"ჯეო ჰოსპიტალსი": დაშავებული 13 ტურისტიდან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მძიმედაა 17 წლის გოგოც "ჯეო ჰოსპიტალსი": დაშავებული 13 ტურისტიდან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მძიმედაა 17 წლის გოგოც
გადახედვა
-
Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს
გადახედვა
-
მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ? მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯეოკეპმა ახალი საწარმო გახსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯეოკეპმა ახალი საწარმო გახსნა
-
MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება
გადახედვა
-
გუტერეში: თუ AI უკეთესი მომავლის შექმნას გვპირდება, დაუფარავად უნდა გვითხრან, რად გვიჯდება ეს ყველაფერი გუტერეში: თუ AI უკეთესი მომავლის შექმნას გვპირდება, დაუფარავად უნდა გვითხრან, რად გვიჯდება ეს ყველაფერი
გადახედვა
-
თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს
გადახედვა
-
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
-
ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა
გადახედვა
-
"ყველაფერი ან არაფერი" — მახე, რომელშიც დიეტის დროს ვებმებით "ყველაფერი ან არაფერი" — მახე, რომელშიც დიეტის დროს ვებმებით




კომენტარები