კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პოლიპები და ახალწარმონაქმნები — ინტერვიუ ენდოსკოპისტთან
ფოტო: თოდუას კლინიკა
ხშირად კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ჩატარებული სკრინინგული კვლევების დროს არც თუ იშვიათია პოლიპებისა და სხვა ტიპის ახალწარმონაქმნების აღმოჩენა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საწყის ეტაპზე პაციენტს არ უქმნის დისკომფორტს, მათი გამოკვლევა და დიფერენცირება მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. საქმე ისაა, რომ ზოგიერთ წარმონაქმნს სიმსივნედ გადაგვარება ახასიათებს, ამიტომ მათი დროული მკურნალობა, სიცოცხლისთვის საშიში დაავადების პრევენციას ნიშნავს.
რა ტიპის ახალწარმონაქმნები ჩნდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე? როგორია მისი მკურნალობის გზები და რატომ არის მნიშვნელოვანი სკრინინგული კვლევები? — ამ და სხვა თემებზე თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის ენდოსკოპისტი აკაკი რეხვიაშვილი საუბრობს.
რა ტიპის ახალწარმონაქმნებია გავრცელებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტში?
პირველ რიგში, უნდა გამოვყოთ პოლიპი, რომელიც ეწოდება ნებისმიერ წანაზარდს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ის შეიძლება გაჩნდეს ორგანოს ყველა ნაწილში — საყლაპავში, კუჭში, თორმეტგოჯა, მსხვილ თუ წვრილ ნაწლავში. ახალწარმონაქმნები შეიძლება გამოვლინდეს მცირე ზომის ლორწოვანი გარსის დეფექტის წყლულების ან ეროზიული დაზიანების სახით.
პოლიპები ერთმანეთისგან განსხვავდება პათანატომიური ბუნებით, ჰისტოლოგიური შენებითა და იმით, თუ რა კავშირი აქვს მას კუჭ-ნაწლავის კედელთან. მათ შორის გამოვყოფთ ორ ძირითად ტიპს — არანეოპლაზიურსა და ნეოპლაზიურ პოლიპს. პირველი მათგანი კეთილთვისებიანია და თუ განსაკუთრებით არ გაიზარდა ზომაში, არ ახასიათებს სიმსივნედ გადაგვარება. ნეოპლაზიურ პოლიპების ავთვისებიანად გადაგვარება კი ხშირადაა მოსალოდნელი. მათ შორის ყველაზე საყურადღებო ადენომური პოლიპებია.
რა ზრდის პოლიპების განვითარების რისკს?
ზოგადად, მიჩნეულია, რომ პოლიპებისა თუ სხვა ტიპის ახალწარმონაქმნების განვითარების ალბათობა ასაკის მატებასთან ერთად მატულობს, განსაკუთრებით კი, 45-50 წლის ასაკიდან. წარმონაქმნების განვითარებას ხელს უწყობს ზოგჯერ კუჭ-ნაწლავში მიმდინარე ანთებითი პროცესები და დაავადებები, ნაკლები უჯრედისის შემცველი საკვების მიღება, ჭარბწონიანობა, მცირე ფიზიკური აქტივობა, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება. ასევე, არაკონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2.
რა კლინიკური ნიშნებით ვლინდება პოლიპები?
სამწუხაროდ, პოლიპების უმრავლესობა ასიმპტომურია, განსაკუთრებით საწყის ფორმებში. თუმცა დიდი ზომისა და ადენომურ პოლიპებს შეიძლება ახასიათებდეს სისხლდენა და ლორწოვანი მინარევები ნაწლავიდან. ასეთ დროს, შეიძლება პაციენტმა დაკარგოს სხვადასხვა ნივთიერება და განვითარდეს ჰიპოკალიემია, ჰიპონატრემია და რკინადეფიციტური ანემია. დიდი ზომის ნაწლავის პოლიპს ზოგჯერ ახასიათებს პერიოდული ტკივილიც. კუჭ-ნაწლავის წარმონაქმნებზე შეიძლება მიანიშნებდეს კუჭის მოქმედების რიტმის დარღვევა, მეტეორიზმი და გულძმარვაც.
როგორ ხდება პოლიპებისა და სხვა ტიპის წარმონაქმნების დიაგნოსტიკა და მკურნალობა?
სადიაგნოსტიკოდ აუცილებელია, ჩატარდეს ტესტი ფარულ სისხლდენაზე და ისეთი ენდოსკოპიური კვლევები, როგორებიცაა გასტროსკოპია და კოლონოსკოპია. მათი მეშვეობით არა მხოლოდ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დათვალიერება ხდება, არამედ საჭიროების შემთხვევაში ჰისტოლოგიური მასალის აღებაც პათომორფოლოგიური შესწავლისთვის. მკურნალობისთვის კი უმეტესად ქირურგიული და ენდოსკოპიური მიდგომა გამოიყენება. თუ პოლიპის ზედაპირის დაზიანება არ არ ჩაზრდილი ლორწქვეშა შრეში, მათი ამოკვეთა ენდოსკოპიური მიდგომით ხდება. იმ შემთხვევაში, თუ დაზიანება გასცდა ლორწოვანს და ჩაიზარდა სხვა შრეებში, მაშინ მათი ამოკვეთისთვის უფრო რთულ ქირურგიულ ოპერაციას მივმართავთ.
რატომ არის მნიშვნელოვანი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წარმონაქმნების სკრინინგი?
სკრინინგს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგანაც პოლიპები და სხვა ტიპის წარმონაქმნები ასიმპტომურია და მხოლოდ რთული ფორმების დროს ახასიათებს მანიფესტაცია. ამ ტიპის გამოკვლევები კი საშუალებას გვაძლევს საწყის ეტაპზევე აღმოვაჩინოთ, შევისწავლოთ ისინი და მივიღოთ შესაბამისი ზომები რთული ფორმების თავიდან აცილების მიზნით.
სასურველია, 45-50 წლის პირებმა ტესტი ფარულ სისხლდენაზე და ენდოსკოპია სკრინინგულად ყოველწლიურად ჩაიტარონ. სკრინინგული ზომები შეიძლება გამკაცრდეს და დაინიშნოს უფრო ადრეულ ასაკში, თუ პაციენტს აქვს გენეტიკური წინასწარგანწყობა ისეთი დაავადებების მიმართ, როგორებიცაა კუჭ-ნაწლავის კიბო და ოჯახური ადენომური პოლიპოზი. ჩექაფი თოდუაში უახლესი აპარატურით ტარდება, რაც შესაძლებლობას გვაძლევს სრულფასოვნად შევისწავლოთ წარმონაქმნები და სწორად მოვახდინოთ მათი დიფერენცირება.
პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კუჭ-ნაწლავის დაავადებების რისკ-ფაქტორების თავიდან აცილებაც. სასურველია, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, მეტი ფიზიკური აქტივობა, უჯრედისით მდიდარი საკვების მიღება და ალკოჰოლსა და თამბაქოზე უარის თქმა.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
კომენტარები