რა პრობლემებით ხვდებიან საქართველოში ქალები 8 მარტს
მოკლედ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ეხმიანება ქალთა საერთაშორისო დღეს და აცხადებს, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრობლემა საქართველოში მწვავედ დგას.
კონკრეტულად
- 15-69 წლის ასაკის ქალების 50.1 % ცხოვრების განმავლობაში გამოუცდია ძალადობის ერთი ფორმა მაინც.
- ქალების 22.9 პროცენტს გამოუცდია ძალადობა პარტნიორის მხრიდან.
დეტალები: "ძალადობა გამოვლილი ქალები და გოგონები ხშირად თავს იკავებენ ძალადობის შეტყობინებისაგან დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპების, სტიგმისა და შურისძიების შიშის და სამართალდამცავი ორგანოებისა და მხარდაჭერის სერვისების მიმართ უნდობლობის გამო", — წერს საია.
ოჯახში ძალადობა: საიას მიხედვით, 2023 წლის სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველზე გავრცელებული დანაშაულია. ასევე, მათ მიერ 2022-2023 წლის ანგარიშში გამოიკვეთა, რომ ოჯახში დანაშაულის საქმეებზე სასამართლოს მიდგომა უფრო ლოიალური იყო.
- "ზოგიერთი მოსამართლე ჯეროვნად არ აფასებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპებზე ოჯახში ძალადობაში ბრალდებულ პირთაგან მომდინარე საფრთხეებს", — წერს საია.
სექსუალური ძალადობა: საიას მიხედვით, სექსუალური ძალადობა რჩება გენდერული ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე, დაფარულ და დაუსჯელ ფორმად.
- ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნულ კვლევაში აღნიშნულია, რომ 15-69 წლის ქალების 24.5%-ს, ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც გამოუცდია სექსუალური შევიწროება.
"სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით არსებული ეროვნული კანონმდებლობა არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების განმარტებები არ ეფუძნება მსხვერპლის ნებაყოფლობით, პიროვნების ნების თავისუფალი გამოხატვის შედეგად მიცემულ თანხმობას, არამედ, კვლავ აუცილებელი მოთხოვნაა ძალის გამოყენება, ძალადობის მუქარა ან მსხვერპლის უმწეობა, რაც წინააღმდეგობაში მოდის სტამბოლის კონვენციასთან", — წერს საია.
ქალთა და გოგონათა გამოწვევები მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით: საიას მიხედვით, სისხლის სამართლის პროცესში ხშირად გამოიყენება შაბლონური და მსხვერპლზე ნაკლებად ორიენტირებული მიდგომები, ამის მაგალითებია .
- საჭიროების მიუხედავად, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალებისადმი სასამართლო-ფსიქიატრიული და კომპლექსური ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნა.
- საქალწულე აპკთან დაკავშირებით ექსპერტიზისათვის კითხვების დასმა.
- საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება, სადაც მსხვერპლს ჩვენების მიცემის შემდეგ უწევს იმის ხელახალი განცდა, რაც თავს გადახდა.
- საგამოძიებო ორგანოების მიერ კონტექსტური მტკიცებულებების იგნორირება და პირდაპირი მტკიცებულებების მოლოდინი.
საია წერს, რომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა შშმ გოგონათა შემთხვევები, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის ზეგავლენით, მათი ჩვენებების მიმართ ვრცელდება ერთგვარი უნდობლობა და "სანდოობის დამატებითი შეფასების გარეშე არასწორად ფასდება მისი მტკიცებულებითი ღირებულება".
სტრიქონებს შორის: სსსკ-ის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამოიკითხოს ან მოწმედ დაიკითხოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ის პირი, რომელსაც შესაძლებლობის შეზღუდვის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიაწოდოს ინფორმაცია ან მისცეს ჩვენება".
სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების საკითხები: საია "შემაშფოთებელს" და "დამატებითი ბარიერების შექმნას" უწოდებს ცვლილებებს, რომელიც ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე კანონში 2023 წლის 27 ოქტომბერს შევიდა.
- რა ცვლილებებზეა საუბარი: 2024 წლის 1 იანვრიდან, ყველა, ვინც გადაწყვეტს ორსულობის ნაადრევად შეწყვეტას, ვალდებული იქნება, გაიაროს კონსულტაცია მეან-გინეკოლოგთან, ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან. ასევე, აბორტამდე მოსაფიქრებელი 5-დღიანი პერიოდის ნაწილს ემატება პუნქტი, რომლის მიხედვით, ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში დგება ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი.
გაიგე მეტი: უფლებადამცველები შეშფოთებულები არიან ქალებისთვის აბორტამდე სავალდებულო კონსულტაციების დაწესების გამო
გარდა ამისა,
- ქალების დასაქმების და ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლები კაცებთან შედარებით კვლავ დაბალია.
- ქალები, განსაკუთრებით სოფლად, უფრო მოწყვლადები არიან სიღარიბის მიმართ და მეტ ბარიერს აწყდებიან რესურსებზე წვდომის თვალსაზრისით.
- ასევე, არაპროპორციულად არის განაწილებული აუნაზღაურებელი შინ შრომის ტვირთი ქალებსა და კაცებს შორის.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს:
- საქართველოს პარლამენტს: საკანონმდებლო ცვლილებების გზით, სტამბოლის კონვენციასთან შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXII თავით (დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ) გათვალისწინებული მუხლები.
- სასამართლოს: ოჯახში ძალადობის საქმეებზე იხელმძღვანელოს მსხვერპლთა უსაფრთხოების პრინციპით და ამგვარად მიიღოს გადაწყვეტილებები აღკვეთის ღონისძიებისა თუ სასჯელის გამოყენების შესახებ.
- ჯანდაცვის სამინისტროს: უზრუნველყოს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე მინისტრის ბრძანების შესაბამისობაში მოყვანა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გაიდლაინებთან.
- შინაგან საქმეთა სამინისტროს: უზრუნველყოს იძულებითი ან/და ნაადრევი ქორწინების შემთხვევებზე პრევენციული ღონისძიებების გატარება, ასევე ასეთ შემთხვევებზე მყისიერი და ეფექტური რეაგირება.
- საქართველოს მთავრობას: უზრუნველყოს ძალადობა გადატანილი ქალებისთვის მხარდაჭერის სერვისებზე მისაწვდომობა, მათ შორის კრიზისული ცენტრებისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა რეფერირების ცენტრების რაოდენობის გაზრდის გზით.
- გაატაროს ღონისძიებები როგორც საზოგადოების, ისე სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების ცნობიერების ასამაღლებლად გენდერული თანასწორობის და ქალთა მიმართ ძალადობასთან და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის შესახებ.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები