2023 წელს ჟურნალისტებზე ძალადობის 45-მდე შემთხვევა დაფიქსირდა — კვლევა
ფოტო: საერთაშორისო გამჭვრივალობა — საქართველო
მოკლედ: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს (TI) მიხედვით, 2023 წელს ჟურნალისტებზე ძალადობის 45-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.
TI-ის შეფასებით, 2023 წელს ჟურნალისტებზე ძალადობის სამი ძირითადი კატეგორია გამოყო, ესენია:
- მედიის წარმომადგენლების მიმართ ღია თავდასხმები;
- მედიის წარმომადგენლების მიმართ მუქარისა და სავარაუდო დაშინების მცდელობები;
- ჟურნალისტების მიმართ საპროტესტო აქციებზე განხორციელებულ ძალადობა, მათი დაკავებები და დაჯარიმებები.
- Ti-ის შეფასებით, 2023 წლის ეს ტენდენციები 2024 წელსაც გაგრძელდა.
ჟურნალისტების მიმართ საპროტესტო აქციებზე მომხდარი ძალადობა, დაკავებები და დაჯარიმებები: TI-მ დაასახელა სამი შემთხვევა, რომელიც უკავშირდება პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტების საპროტესტო აქციებზე დაკავებასა და მათ დაჯარიმებას. ესენია:
- 2023 წლის 2 მარტს, პუბლიკას დირექტორის, ზურა ვარდიაშვილის დაკავება რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე.
- 2023 წლის 2 მარტს, ტაბულას ჟურნალისტის, ბექა ჯიქურაშვილის დაკავება რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე.
- 2024 წლის 23 იანვარს, მთის ამბების რედაქტორის გელა მთივლიშვილის დაკავება კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების გაპროტესტებისას.
რას გვეუბნება ჟურნალისტების დაკავება-დაჯარიმების დამკვიდრებული პრაქტიკა: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო წერს, რომ სამივე დაკავებას საერთო აქვს
- დაკავების მუხლი: სამივე ჟურნალისტი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლის დარღვევის ბრალდებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა (166-ე) და სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (173-ე) გულისხმობს.
- "ჟურნალისტებთან მიმართებით ეს მუხლი გამოიყენება პროფესიულ საქმიანობასთან კონტექსტში და ქმნის ბარიერებს მოვლენების გაშუქებისას, ინფორმაციის მოპოვებისა და გადაცემის პროცესში", — წერს TI და აღნიშნავს, რომ
- ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით ჟურნალისტების დაკავების დამკვიდრებული პრაქტიკა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (154-ე მუხლი) დარღვევა და დანაშაულია.
- ჯარიმის ოდენობა: TI-ის შეფასებით, სამივე ჟურნალისტი დააჯარიმეს დისპროპორციული ჯარიმებით 2000-2200 ლარით, რაც არის პრობლემა, რადგან "ჯარიმის ოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება ჟურნალისტების ყოველთვიურ შემოსავალს".
- ასევე, TI-ის მიხედვით, დისპროპორციული ფინანსური ჯარიმები აძლიერებს შიშის ატმოსფეროს და ზრდის თვითცენზურის რისკებს კრიზისებისა და დემონსტრაციების გაშუქებისას, ჟურნალისტების დასჯის დემონსტრირებას კი აქვს "მსუსხავი ეფექტი" სხვა ჟურნალისტებსა და მთლიანად, მედიაგარემოზე.
- განმხილველი მოსამართლე: სამივე საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილა ერთი და იგივე მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა.
- "ერთი მოსამართლის მიერ საქმეების ერთგვაროვნად განხილვა ბადებს ეჭვებს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე", — წერს TI.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო აღნიშნავს, რომ საარჩევნო წელს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქეებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა ინფორმაციასთან და ამ კუთხით, მედიის როლი შეუცვლელია.
- ასევე, TI-ის მიხედვით, სამართალდარღვევათა კოდექსის ინსტრუმენტალიზაცია მედიის წინააღმდეგ, არსებული გამოწვევების მხოლოდ ერთი ასპექტია და კიდევ უფრო თვალშისაცემი და საყურადღებოა საჯარო ჩართულობის წინააღმდეგ სტრატეგიული (ე.წ. SLAPP) სარჩელების ზრდის ტენდენციაც და კოორდინირებული შეტევები დამოუკიდებელ მედიაზე.
- "სწორედ ამიტომ, მედიასთან დამოკიდებულებისას, არსებითია სამართალდამცველებმა და სასამართლომ იხელმძღვანელოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით და დაამკვიდროს პრაქტიკა, რომელიც გააუმჯობესებს გამოხატვის თავისუფლების სტანდარტს საქართველოში და მისცემს მედიის წარმომადგენლებს საშუალება იმუშაონ უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში", — წერს TI.
გაიგე მეტი: მოძალადეები ქართული მედიის წინააღმდეგ და მთავრობის წილი თავდასხმები ჟურნალისტებზე — აქცენტები ანგარიშიდან
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები