თუ პრეზიდენტის ტელეინტერვიუ ვერ ნახეთ — აქ არის ძირითადი აქცენტები ჟურნალისტებთან შეხვედრიდან
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
რა მოხდა: 6 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში ზოგიერთი მედიის წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა და შეკითხვებს უპასუხა.
1-საათიანი პირდაპირი ეთერისას პრეზიდენტმა რამდენიმე თემაზე ისაუბრა, მათ შორის,
ახალგაზრდებსა და დიასპორაზე: პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ერთი წლის წინ, 2023 წლის მარტის აქციებზე ახალგაზრდების გასვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მათი დამსახურება იყო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება.
2024 წელს კი ქვეყნის ბედი არა ქუჩაში, არამედ არჩევნებზე წყდება — თქვა მან: "ახალგაზრდებმა იგრძნეს თავიანთი ძალა. იგივე უნდა მოხდეს ამ წელს, თუ გვინდა, რომ მივაღწიოთ შედეგს, მოლაპარაკებების გახსნას. მე ვიცი პირადად ბევრი ახალგაზრდა, რომელიც თავს იკავებს წასვლისგან იმ მოლოდინში, რომ პერსპექტივა გაჩნდა და განხორციელდება."
- სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მნიშვნელოვანი იქნება დიასპორის ჩართულობაც და ამისთვის მას ბევრ უცხოურ ორგანიზაციასთან ექნება საუბარი, რათა "რაც შეიძლება გავამარტივოთ არჩევნებში მათი მონაწილეობა".
- ისაუბრა პრობლემებზე, რომელიც ხელს უშლის საზღვრებს გარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო პროცესში: "ბარიერი აქვთ ის დღე, რაც არჩეულია, შაბათი, ასევე ის, რომ შორს ცხოვრობენ; რეგისტრაცია როგორ გაიარონ, აქვთ ამ ინფორმაციის ნაკლებობა. ამ ყველაფერზე ვმუშაობთ", — განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილზე: ჟურნალისტის შეკითხვა მოიცავდა აქცენტს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სააკაშვილის პოლიტიკურ პროცესში ჩართვის შესაძლებლობის შესახებ, რაზეც ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ თქვა ის, რაც სააკაშვილთან დაკავშირებით აქამდეც არაერთხელ უთქვამს: "მე ნათქვამი მაქვს ერთხელ, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ, რომ არცერთი შიდა თუ გარე ზეწოლის ქვეშ მე არ მივიღებ გადაწყვეტილებას, ეს ჩარევები არ მოსულა".
რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევის საფრთხეზე: კითხვას, არის თუ არა ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი ის ძალა, რომლის სასარგებლოდაც რუსეთი საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩაერევა, პრეზიდენტმა პირდაპირ არ უპასუხა, თუმცა განმარტა, რომ
- რუსეთის ჩარევა არჩევნებში ნიშნავს "რაღაცა ჯგუფების დაფინანსებას. საქართველოში უკვე ვხედავთ, რომ რაღაც ჯგუფები მიდი-მოდიან რუსეთში და ალბათ, იქ იღებენ დაფინანსებას", — თქვა მან. პრეზიდენტის თქმით, შესაძლოა, რუსეთის მიზანი იყოს "დესტაბილიზაცია და იმ პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავება, რაც ქვეყანაში უკვე არსებობს".
- ზურაბიშვილის თქმით, რუსეთმა იცის "ქართული ხასიათი", მაგრამ საქართველოც არანაკლებ კარგად იცნობს რუსეთს, რადგან "70-წლიანი გამოცდილება გვაქვს, რა შეუძლია რუსეთს. ამ კუთხით საქართველოს მოსახლეობა ბევრად უფრო მომზადებული და ნაკლებად მიამიტია, ვიდრე — დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობა, ამიტომ ვარ ოპტიმისტი", — განაცხადა პრეზიდენტმა.
კოალიციურ მთავრობაზე: "დღეს საქართველოს ინტერესშია კოალიციური მთავრობა და მრავალპარტიული წყობის შემოტანა. [...] საერთო ვიცით რა არის, ვინც თანხმდება ევროკავშირთან მოლაპარაკებებს, ყველასთვის მარტივია შევიდეს კოალიციურ მთავრობაში, რომლის დანიშნულება მკაფიოდ არის რეკომენდაციების შესრულება, ის, რაც ქვეყნისთვის არის საჭირო", — უთხრა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს, — "კოალიციური მთავრობა არ ნიშნავს, რომ ის, ვინც ქვეყნის სათავეშია, განადგურდება. კოალიციური მთავრობა შეიძლება, ნიშნავდეს, რომ ქართული ოცნება რაღაც წილით შემოდის ამ კოალიციურ მთავრობაში".
- კითხვაზე, ხედავს თუ არა საკუთარ თავს კოალიციაში, ამბობს: "არა მგონია აუცილებელი იყოს, რომ მე სადმე მთავრობაში ვიყო. მე ვარ იქ, სადაც ვარ და მაქვს მნიშვნელოვანი როლი".
ქართული ოცნებისა და რუსეთის საერთო ინტერესებზე: ამ თემაზე ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ "არის რაღაც ნიშნები".
- "რაც არ უნდა თქვან ამათმა [ქართულმა ოცნებამ], რომ მე ვაბეზღებ საქართველოს და ოცნებას, ყველგან ვიცავ ერთ პრინციპს, რომ საქართველოში ვერ იქნება პრორუსული მთავრობა. როგორც კი ეს გადააჭარბებს რაღაც ნიშნებს და გაჩნდება პრორუსულობის ნიშნები, ის მთავრობა, ის ძალა, ვერ იარსებებს საქართველოში. საქართველოს მოსახლეობის ნება არსებობს, რომ არასდროს დაბრუნდეს რუსეთის წიაღში", — თქვა ზურაბიშვილმა.
- და იმის მაგალითად, რომ ხალხი პრორუსულ მთავრობას არ მიიღებს, პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მაგალითი დაასახელა, რომელიც "დასავლეთი ქვეყნების წარმომადგენლებს სიტყვებით ამკობდა, ახლა კი ჩავიდა ბრიუსელში, პირველ რიგში იღებს ევროკავშირის ელჩებს, ეს არის ნიშნები, რომ ყველა გრძნობს — არ გაპატიებს ხალხი პრორუსულობას ამ ქვეყანაში".
ოკუპაციაზე: რას ნიშნავს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება ოკუპირებული რეგიონებისთვის და უნდა შეიმუშაოს თუ არა სახელმწიფომ ახალი სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით — ჰკითხეს პრეზიდენტს შეხვედრისას.
- ზურაბიშვილი ხედავს მხოლოდ ერთ გზას, სადაც "საქართველოს შეუძლია იყოს წინ და ამ გზაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები მიჰყვებოდეს", ეს არის ევროპული გზა, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებისთვის "ბევრი საინტერესო რამ არის".
- პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ გვინდა შემოვიერთოთ არა ოკუპირებული ტერიტორიები, არამედ შემოვირიგოთ იქ მაცხოვრებელი მოსახლეობა და ერთად დავიწყოთ ცხოვრება, "ეს ცხოვრება უნდა იყოს ევროპაში".
ქართული ოცნების განცხადებებზე მის მიმართ: პრეზიდენტის თქმით, ვინც დღეს ქართულ ოცნებაში მას ნაციონალური მოძრაობის ერთგვარ ლიდერობას აბრალებს, უნდა გაიხსენოს, თავად სად იდგა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს: "ავიწყდებათ, რომ თვითონ არიან ნაციონალური მოძრაობის განშტოებები", — განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, მას აბრალებენ და ხალხს აჯერებენ, რომ ის არის, ან იქნება ნაციონალური მოძრაობის ერთგვარი ლიდერი.
- "თვითონ სად იდგნენ 2006-2007 და 2008 წლებში? მე სად ვიდექი, გაიხსენონ. ესენი არ მახსოვს არცერთი არც ქუჩაში, არც ბრძოლაში და არც იმ გამოსვლებში, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანი იყო მაშინ. ეს არის რაღაც ზღაპრები, რითაც ართობენ თავიანთ ამომრჩევლებს და ჰგონიათ, რომ თუ ათასჯერ იტყვიან, დაარწმუნებენ ამაში", — თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
სტრატეგიულ ურთიერთობაზე ჩინეთთან: პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წინა საუკუნეებში იყო პერიოდები, როცა საქართველო სხვადასხვა იმპერიებს შორის გარკვეულ ბალანსს აწარმოებდა, თუმცა, დღეს უნდა ავირჩიოთ ჩვენი პარტნიორები და ლავირება არ უნდა მოხდეს. "შეიძლება ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობა გვქონდეს ჩინეთთან, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტზე ბევრი კითხვა მაქვს", — თქვა მან.
- კითხვაზე, აქვს თუ არა ინფორმაცია, სად შემუშავდა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი, "არ ვიცი, ალბათ ჩინეთში", — ამბობს პრეზიდენტი.
-
პრეზიდენტის თქმით დოკუმენტში რამდენიმე საკითხი მისთვის გაუგებარია: "წარმოადგინეს დოკუმენტი, სადაც ორი აბზაცი მაინც არის ჩემთვის გაუგებარი. ერთი ეხება სუვერენობას და ზოგადი წინადადებაა, რომ ყველა ქვეყნის სუვერენობაა აღიარებული. შემდეგ კი მკაფიოდაა საუბარი ერთიან ჩინეთზე, მაგრამ არაფერია ნათქვამი ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აქ ნათლად ჩანს დისბალანსი."
ხედვა რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკის განსაზღვრაზე: მისი შეფასებით, ძალიან თავის შეკავება და პრინციპებზე უარის თქმა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველომ რუსეთს "ასიამოვნოს", არასწორია: "მთავარი პასუხისმგებლობა, როცა მართავ საგარეო პოლიტიკას, ძალიან რთულ ქვეყანაში და რთულ პირობებში, არის ის, რომ შენი პოლიტიკა გაატარო. ჩვენი პოლიტიკა კი არის, რაც შეიძლება სწრაფად შევიდეთ იმ სივრცეში, სადაც მეტი უსაფრთხოებაა და ეს ისე გავაკეთოთ, რომ ზედმეტი რეაქცია არ გამოვიწვიოთ რუსეთის," — თქვა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ამ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანია "ბალანსი და რაღაც ოქროს ხაზი".
- პრეზიდენტის თქმით, რუსეთთან დათმობად მიაჩნია გახშირებული ფრენები მოსკოვიდან და ასევე, რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში, რაც, მისი შეფასებით, არ კონტროლდება: "ძალიან მარტივი იყო, როგორც კი დაიწყო ეს დიდი ტალღა, ჩვენ გვეთქვა რომ, კი, შემოვიდნენ, მაგრამ შევცვლით ვიზის ხანგრძლივობას, გადავიდეთ 3 თვეზე და გვქონდეს მეტი მართვა იმისთვის, რომ არ შეიქმნას რაღაც ინციდენტები. ეს ასე არ მოხდა", — აღნიშნა ზურაბიშვილმა.
ევროპა, ან "არა ევროპაზე": ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, თუ რომელი პარტიაა არაევროპული, პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში მყოფი ხალხის ძალა დაასახელა. "რა ვიცი, ხალხის ძალა", — ამბობს ის.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები