"კონტრტერორისტულ ოპერაციას" ინგუშეთში 6 ადამიანი ემსხვერპლა — რა ვიცით
ექვსი ადამიანი დაიღუპა შაბათს ინგუშეთში, სროლის შედეგად. ინციდენტს ადგილობრივმა ხელისუფლებამ "კონტრტერორისტული ოპერაცია" უწოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ინგუშეთის ლიდერი, მაჰმუდ-ალი კალიმატოვი ამბობდა, რომ სროლის შედეგად მხოლოდ "ბოევიკები“ დაიღუპნენ, ადგილობრივი საინფორმაციო ტელეგრამ არხი ბაზა კვირას წერდა, რომ ექვსიდან ერთი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე იყო. მათივე თქმით, დაშავდა სამი სამართალდამცველიც.
ადგილობრივმა ტელეგრამ არხებმა შაბათს საღამოს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ინგუშეთის ქალაქ კარაბულაკში სროლის ხმა ისმოდა.
შაბათს ღამით კალიმატოვმა ტელეგრამზე დაწერა, რომ ქალაქში, ოთხ ქუჩაზე კონტრტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობდა და აღნიშნა, რომ სიტუაცია "სამართალდამცავი ორგანოების კონტროლის ქვეშ იყო".
კვირას, რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა გამოაცხადა, რომ ინგუშეთის უსაფრთხოების ძალებმა, საცხოვრებელ კორპუსში ალყა შემოარტყეს "ექვს ბანდიტს", მათი თქმით, ისინი "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტები იყვნენ. მათივე ინფორმაციით, ჯგუფი მონაწილეობდა თავდასხმაში საგზაო პოლიციის განყოფილებაზე და ასევე, ცეცხლსასროლი იარაღით დაუპირისპირდნენ პოლიციას, 2023 წლის მარტსა და აპრილში, რის შედეგადაც სამი ოფიცერი დაიღუპა.
ახლომდებარე ბინებიდან მაცხოვრებლები გამოიყვანეს. ადგილობრივი ტელეგრამ არხის, Mash Gor-ის ინფორმაციით, ევაკუირებულები დროებით ახლომდებარე სკოლას შეაფარეს.
ანტიტერორისტულმა კომიტეტმა თქვა, რომ მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა მათი დაკავება სცადეს, დაჯგუფების წევრებმა ცეცხლი გახსნეს. შედეგად, გაჩნდა ხანძარი. ექვსივე პირი "ნეიტრალიზებულია".
კომიტეტი, ასევე, ამბობს, რომ სროლის ადგილზე იპოვეს ავტომატური იარაღი, ტყვია-წამალი, ხელყუმბარები და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები.
ადგილობრივი ტელეგრამის არხები და მედია იუწყებიან, რომ უსაფრთხოების ძალებსა და ბოევიკებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა, სროლა მხოლოდ დილით შეწყდა.
ბაზა წერს, რომ "უსაფრთხოების ოფიციალური პირების“ თანახმად, ჯგუფი „რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმების სერიას“ გეგმავდა და შესაძლოა, მათ მონაწილეობა ჰქონოდათ მიღებული პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმებში.
კვირას, დილით, ინგუშეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ცნობები მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის, ან დაშავების შესახებ "ყალბი" იყო.
ინგუშეთის ხელმძღვანელმა, ასევე, დაადასტურა, რომ მსხვერპლი არ ყოფილა არც სამართალდამცავებსა და არც მოსახლეობას შორის და რომ კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი უკვე გაუქმებულია.
საინფორმაციო სააგენტო "იზვესტია“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ შაბათს დაღუპულები არიან — ამირხან გურაჟევი, ზელიმხან ცუროევი, თაგირ ცუროევი, ბერს ჩემურზიევი, მიქაილ ტუტაევი და მაგომეტ ბარკინხოევი.
ადგილობრივი მედია გამოცემა Fortanga წერს, რომ ზელიმხან ცუროევი და თაგირ ცუროევი ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით იძებნებოდნენ.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები