რას უპირებს მთავრობა რესპუბლიკურ საავადმყოფოს — დეტალები
მოკლედ: პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დაინგრევა რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა და მის ბაზაზე ახალი საავადმყოფო აშენდება.
დეტალები: ღარიბაშვილის მტკიცებით, საავადმყოფოს მდგომარეობა შეისწავლეს ფინანსური და ინფრასტრუქტურული კუთხით.
- ასევე, განიხილეს, თუ რამდენად პასუხობს კლინიკა უსაფრთხოების ნორმებს და საერთაშორისო მოთხოვნებს.
- როგორც მთავრობის სხდომაზე აღნიშნა ღარიბაშვილმა, სპეციალისტების დასკვნით, შენობის რეკონსტრუქცია, ფაქტობრივად, შეუძლებელი და არარენტაბელურია.
- ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, პროექტის ბიუჯეტი, დაახლოებით, 200 მილიონი ლარი იქნება.
როგორი იქნება ახალი საავადმყოფო — მთავრობის დაპირება:
- კლინიკა 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი.
- მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი.
- კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი.
- გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი.
- საავადმყოფოს ტერიტორიაზე მოეწყობა აფთიაქები, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვა.
- ღარიბაშვილი, ასევე, აღნიშნავს, რომ სრულიად იქნება დაცული კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები.
კონტექსტი: ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციაზე საუბრობს. ჯერ კიდევ 2023 წლის მარტში ითქვა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო დაინგრეოდა, მისი შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით.
- ამას, 2023 წლის მარტში, რესპუბლიკურის თანამშრომლების მოთხოვნა მოჰყვა, არ შეცვლილიყო კლინიკის ადგილმდებარეობა: "გვინდა შეგახსენოთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო ყოველთვის იყო და არის ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების მიმღები მნიშვნელოვანი სტრატეგიული ცენტრი. ამის დასტურია 9 აპრილი, თბილისის სამოქალაქო, აფხაზეთის და აგვისტოს ომები. მარტო ის გარემოება რად ღირს, რომ კოვიდ პანდემიის დროს კლინიკამ ფორსმაჟორულ რეჟიმში გაატარა 20 000 პაციენტი", — აცხადებდნენ კლინიკაში.
- ასევე, თანამშრომლები ამბობდნენ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა შენობის ნგრევის შესახებ გადაწყვეტილება მათთვის სრულიად მოულოდნელად, ახალი მდებარეობისა და კონცეფციის გაურკვევლად დააანონსა და ეს დროში საეჭვოდ დაემთხვა მედპერსონალის დისკრედიტაციის მცდელობას.
არქივიდან: რესპუბლიკურის თანამშრომლები ითხოვენ, არ შეიცვალოს კლინიკის ადგილმდებარეობა
არქივიდან: რა მოთხოვნები აქვთ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს — მოკლედ
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები