სალომე სამადაშვილი

12 Dec. 2023, 15:00

ამ დარბაზში შეიძლება ვინმე ზის, რომელსაც სჯერა, რომ დღეს ამ ქვეყნის, თქვენი ბედი, თქვენი შვილების ბედი არ წყდება უკრაინაში — დღეს, როდესაც უკრაინა გადარჩენისთვის იბრძვის, საკუთარი და ჩვენი გადარჩენისთვის. გასაოცარია, რომ საქართველოს პარლამენტი ხმას არ იღებს უკრაინის მხარდასაჭერად. უკრაინასთან მოლაპარაკებებიც უნდა გახსნას ევროკავშირმა, ევროპამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, სამხედრო და ფინანსური დახმარებაც უნდა გამოუყოს და ამის ნაცვლად გვესაუბრებით იმაზე, რომ პუტინის მოკავშირე ორბანი უკრაინას ბლოკავს, მაგრამ ჩვენ არაო და ამაზე საუბრობთ ნიშნისმოგებით. ძალიან ხშირად გწყინთ, როდესაც ვამბობთ, რომ რუსეთის ინტერესებს ემსახურებით და არა ქართველი ხალხის. სამწუხაროდ, მიმდინარე კვირას ამ პარლამენტს შესაძლებლობა ეძლეოდა ეჩვენებინა მრავალპარტიული, ერთსულოვანი მხარდაჭერა ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვისაც, უკრაინისთვისაც და ჩვენი მოქალაქეების დაცვის უზრუნველყოფისთვისაც, მაგრამ ამის ნაცვლად ზიზღის და ტყუილების კამპანიას აგრძელებთ. ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ თქვენ რუსეთს ემსახურებით და არა ჩვენ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  4. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  5. სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?

ისტორიაში პირველად, იაპონიაში 100 წელს მიღწეული და გადაცილებული ადამიანების რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ…