ქართველი ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე BBC-ის 100 გავლენიან ქალს შორისაა
ფოტო: BBC
ცოტა ხნის წინ BBC-მ მსოფლიოს გარშემო 100 ყველაზე გავლენიანი და შთამაგონებელი ქალი გამოავლინა, რომელთა შორისაც ქართველი ჟურნალისტი თამუნა მუსერიძეც მოხვდა.
თამუნა მუსერიძე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფეისბუქჯგუფის, "ვეძებ"-ის დამფუძნებელია. ჯგუფის დახმარებით ერთმანეთის პოვნას ცდილობენ უკანონოდ გაშვილებული შვილები და მშობლები, რომლებსაც თავის დროზე სამშობიაროში განუცხადეს, რომ მათი ახალშობილი დაიღუპა, ასევე, დაკარგული დედმამიშვილები, ოჯახის წევრები და ნათესავები.
"ტელეწამყვანი თამარ მუსერიძე, იგივე თამუნა, 18 წლიდან ქართული სატელევიზიო ეთერების ცნობადი სახეა, თუმცა მისი ცხოვრება 31 წლის ასაკში რადიკალურად შეიცვალა, როცა აღმოაჩინა, რომ ნაშვილები იყო. მან თავისი ბიოლოგიური მშობლების საპოვნელად ყველა გზას მიმართა და ამ ძიებაში იპოვა მტკიცებულებები იმისა, რომ 1950-იანი წლებიდან საქართველოში გაშვილების მასშტაბური შავი ბაზარი არსებობდა.
მან ფეისბუქზე ჯგუფი 'ვეძებ' შექმნა, რომელმაც უკანონო გაშვილების პრაქტიკაზე, კერძოდ, ჩვილების სამშობიაროდან წაყვანაზე, საჯარო დისკუსია გამოიწვია. მუსერიძის ორგანიზაციამ ასობით ოჯახის გაერთიანებას შეუწყო ხელი, თუმცა ის თავის ოჯახს კვლავაც ეძებს", — წერს BBC.
ახალ ამბავს სოციალურ ქსელში თავად თამუნა მუსერიძეც გამოეხმაურა.
"ღმერთო არ მჯერა ეხლა ამას რომ ვწერ !!!!!!!!!!!!!!!!
უკვე 10 წელია, ყოველი წლის ბოლოს BBC მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან გამორჩეული ქალების ასეულს აქვეყნებს. იმ ქალების, რომლებმაც საკუთარ ქვეყანაში გარკვეული წვლილი შეიტანეს და მის მიმართ ინტერესი მისი ქვეყნების ფარგლებს გაცდა.
წელს პირველად ბიბისი საქართველოში განვითარებული მოვლენებით დაინტერესდა!!!
წელს პირველად, ქართველი ქალი მოხვდა მსოფლიო ინფლუენსერი ქალების ასეულში!!!
წელს, მიშელ ობამასთან ერთად ამ ასეულში მე აღმოვჩნდი!!!
ჯერ ვცახცახებ და შეიძლება კარგად ვერ ვერ ვალაგებ ტექსტს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა!"
ამავე თემაზე:
-
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ? ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
გადახედვა
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა
გადახედვა
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა
გადახედვა
-
აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს? ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს?
გადახედვა
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე
გადახედვა
-
ხმების 99.85%-ით რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს ხმების 99.85%-ით რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
კომენტარები