პალესტინელებს ჩვენი დუმილი ძვირად დაუჯდებათ — ბელა ჰადიდი
ფოტო: Edward Berthelot / Getty Images
ცნობილი ამერიკელი მოდელი ბელა ჰადიდი ისრაელი-ჰამასის ომს კონფლიქტის დაწყებიდან თითქმის სამი კვირის შემდეგ ეხმაურება და ამბობს, რომ "ღაზაში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს". ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში ჰადიდმა "დუმილისთვის" მოიბოდიშა — "რთული და საშინელი ბოლო ორი კვირისთვის შესაფერისი სიტყვები უნდა შემერჩია".
"მეტხანს ვეღარ გავჩუმდები", — წერს მოდელი, — "დუმილი გამოსავალი არაა. პალესტინელ ხალხს და ბავშვებს, განსაკუთრებით ღაზაში, ჩვენი დუმილი ძვირად დაუჯდებათ. ჩვენ არ ვართ მამაცები, ისინი — არიან".
ჰადიდი წერს, რომ გლოვობს ღაზელ "დედებს, რომლებმაც შვილები დაკარგეს" და ისრაელელების ოჯახებს, რომელთაც ქვეყანაზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ "მის შედეგებთან და ტკივილთან" გამკლავება უხდებათ.
"ქვეყნის ისტორიის განურჩევლად, ვგმობ ტერორისტულ თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე. ქალებისა და ბავშვებისთვის ზიანის მიყენება სიკეთეს არ მოუტანს მოძრაობას პალესტინის თავისუფლებისთვის", — წერს მოდელი, — "მტკიცედ მწამს, რომ არცერთი ბავშვი, არცერთი ადამიანი არსად არ უნდა გაიტაცონ ოჯახიდან დროებით ან განუსაზღვრელი დროით. ეს თანაბრად ეხება როგორც ისრაელელ, ასევე პალესტინელ ხალხს".
ჰადიდმა განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ მისი ტელეფონის ნომერი უცხო ადამიანების ხელში აღმოჩნდა, თავად კი ყოველდღიურად ასობით სიკვდილის მუქარას იღებდა.
ფოტო: Victor Boyko / Getty Images
ბელას მამა, მოჰამედ ჰადიდი, პალესტინელი ემიგრანტია. თავად მოდელი და მისი და კი, ჯიჯი ჰადიდი, წლებია, ღიად უჭერენ მხარს პალესტინას. ამის გამო, როგორც ბელამ აღნიშნა, პირად და საქმიან ურთიერთობებში ბევრი სირთულე შეჰქმნია.
- პალესტინისთვის მხარი ღიად რომ დამეჭირა, პოპულარული ვერ გავხდებოდი — ბელა ჰადიდი
- ნეტავ, მუსლიმურ კულტურაში აღვზრდილიყავი — ბელა ჰადიდი
პროპალესტინური მოძრაობის თანადგომის გამო ჰადიდი ისრაელმა "ებრაული სახელმწიფოს გაქრობის" მხარდაჭერაშიც დაადანაშაულა.
ფოტო: Mohammed Salem / Reuters
ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა ჰამასმა 7 ოქტომბრის დილას მიიტანა. დაჯგუფებამ, რომელსაც მსოფლიოს არაერთი ქვეყანა და ორგანიზაცია, მათ შორის ევროკავშირი და აშშ, ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დახოცა, ასობით კი — მძევლად აიყვანა.
თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელმა სამხედრო მობილიზაცია და საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყნის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის მოქალაქეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა და პირობა დადო, რომ ქვეყანა "ამ ომში გაიმარჯვებს". ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად, რეგიონში 5 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამასთან, თუკი მანამდე ღაზის ელექტრომომარაგებას ისრაელი უზრუნველყოფდა, თავდასხმის შემდეგ მან რეგიონი სრულ ალყაში მოაქცია და, გამშვები პუნქტების ჩაკეტვასთან ერთად, ღაზას ელექტრომომარაგებაც შეუწყვიტა. საერთაშორისო ორგანიზაციების მტკიცებით, საავადმყოფოებს ღაზაში საწვავის მარაგი ეწურებათ, რაც უამრავი ადამიანის სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს. ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად, ღაზის სექტორში არც საწვავი არ შესულა.
ჰამასის თავდასხმის შემდეგ, ისრაელს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს მსოფლიო ლიდერებმა, მათ შორის, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
კომენტარები