რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე

18 Oct. 2023, 15:17

დღეს ერთი სწორი რამ გითხრათ ზურაბიშვილმა, რომ ეს სამარცხვინო პროცესი მოაწყო ქართული ოცნების პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და რუსეთმა. რაღაც არ გქონდათ მძაფრი რეაგირება ამაზე; რუსეთს როდესაც ახსენებენ, იცით-ხოლმე ხელოვნურად თავის გაბრაზება, მაგრამ რაღაც ამ თავის გაბრაზების პროცესში ვერ ჩავარდით დღეს. იცით, რატომ მან არ ახსენა მან მესამე [ივანიშვილი]? ვინაიდან, ასე ვთქვათ, ის წასულია პოლიტიკიდან. სალომე ზურაბიშვილმა ისევ გადააფარა ხელი ივანიშვილს. რომ, თითქოს, ის ხომ აღარ არის პოლიტიკაში, ის ხომ წავიდა აქედან... ამიტომ თურმე, რუსეთი ყოფილა დამნაშავე და თქვენ, ქართული ოცნების ლიდერები, მაგრამ ბიძინა არსად არ არის. ჯანდაბას, დადგება დრო და იტყვის, სადღაც მემუარებში დაწერს ათი წლის მერე, ახლა თუ ვერ ბედავს. მაგრამ რამდენიც არ უნდა ვაკრიტიკოთ მისი შეცდომები, და ძალიან ბევრი შეცდომა მოსვლია, დღეს, სალომე ზურაბიშვილი თქვენთან მიმართებაში არის სწორი, ის დგას ევროპის გზაზე და საქართველოს ინტერესებს იცავს

— განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრეზიდენტ ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო პროცედურა მიმდინარეობს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მსგავსად, მისაქციელის 1-ელი საჯარო სკოლის მშობლებმა და მოსწავლეებმა სწავლის დაწყებიდან ორ…