რომან გოცირიძე

20 Sep. 2023, 11:41

1. დღესვე უნდა გააუქმოს ნათია თურნავამ გარე ზეწოლით მიღებული თავისი უკანონო ბრძანებულება.

2. უნდა დატოვოს მან ეროვნული ბანკი, რადგან იგი გახდა ზედმეტი ტვირთი ქვეყნის ფინანსური სისტემისათვის. იგი ვერასდროს აღიდგენს ნდობას და რეპუტაციას როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე უცხოელი ინვესტორების თვალში.

3. უნდა გაირკვეს, რა როლი მიუძღვის ამ დანაშაულებრივ ქმედებაში ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს და საბჭოს წევრებს და ამის მიხედვით მოხდეს მათ მიმართ მოთხოვნების ჩამოყალიბება.

4. სალომე ზურაბიშვილმა ბოდიში უნდა მოუხადოს საზოგადოებას ნათია თურნავას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარდგენისათვის, როგორც მის მიერ სასურველი კანდიდატისა, ასევე საბჭოს წევრად იმ პირების წარდგენისათვის, რომელიც "ქართული ოცნების" ზეწოლით მოხდა. დაუყოვნებლივ გაიწვიოს ამ დღეებში პარლამენტში საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენილი პირი, პროფესიით მევენახე-მებოსტნეობის სპეციალისტი და მეტი სერიოზულობით მოეკიდოს ამ საქმეს.

5. შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საერთაშორისო სავალუტო ფონდსაც, რომელმაც იცოდა რა კარგად, თუ რისთვის მოხდა ეროვნული ბანკის კანონში ცვლილები, არ შეაჩერა მოქმედი პროგრამა, რითაც ლეგიტიმაცია მოახდინა ეროვნულ ბანკში მომხდარი კლანური გადატრიალებისა და წაახალისა ბანკის ხელმძღვანელობის შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებები. დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს ფონდის პროგრამა საქართველოში.

6. უნდა დაუწესდეს საერთაშორისო სანქცია ყველა პირს, ვინც მონაწილეობდა ამერიკის მთავრობის მიერ სანქცირებული, რუსეთის აგენტად შერაცხული პირისათვის შეზღუდვების გაუქმების გადაწყვეტილების პროცესში. ოპოზიციამ და საზოგადოებამ ყველა ღონე უნდა იხმაროს ამისათვის.

5. დაიწყოს ქუჩის აქციები( ეროვნულ ბანკის შენობასთან) ეროვნული ბანკის საქმიანობაში უხეში ჩარევის აღსაკვეთად.

ასე წარმომიდგენია სამოქმედო გეგმა. პარლამენტში მოსმენებსაც დავიწყებთ, რა თქმა უნდა.

ასე ეხმაურება დეპუტატი რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას. ის მიიჩნევს, რომ ნათია თურნავას უნდა დაუწესდეს საერთაშორისო სანქციები და პარლამენტმა უნდა დაიწყოს იმპიჩმენტი, რადგან მან ქვეყანა ჩააყენა უდიდესი რისკის ქვეშ. გუშინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგინეს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ხელმოწერილი ცვლილებების მიხედვით, სანქციათა რეჟიმები საქართველოს მოქალაქეზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ ამ საკითხზე საქართველოში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი იქნება გამოტანილი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  2. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  3. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  4. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
  5. საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები — შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილ ბოლო წერილს გამოეხმაურა,…