7 მუსიკოსი, რომელმაც პრობლემური სიმღერის გამოშვება ინანა
ფოტო: Getty Images
დროსთან ერთად იცვლება ადამიანების დამოკიდებულებები, მსოფლმხედველობა და აღქმის უნარი. თუკი ფეისბუქმა წლების წინანდელი პოსტი შეგახსენათ და ამის გამო შეგრცხვათ, მარტო ნამდვილად არ ხართ. ეგ კი არა, ხელოვანებს საკუთარი შემოქმედების გამოც კი უგრძნიათ სინანული, რადგან წლების შემდეგ ნამუშევრის პრობლემურობა დაინახეს.
აი, მაგალითად...
1. ტეილორ სვიფტმა სიმღერის ჰომოფობიური ტექსტი შეცვალა
ფოტო: Dimitrios Kambouris / Getty Photos
2008 წელს გამოშვებულ სიმღერაში Picture to Burn ასეთ ტექსტს ვისმენდით: "წადი და უთხარი შენს მეგობრებს, რომ შეპყრობილი და შეშლილი ვარ, არა უშავს, ჩემებს კი ვეტყვი, რომ გეი ხარ".
აღსანიშნავია, რომ სიმღერის დაწერისას ტეილორი მხოლოდ 16 წლის იყო. მოგვიანებით, 2011 წელს, მან MTV-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ასაკის მატებასთან ერთად გულისტკენაზე სხვაგვარად რეაგირებს. ამის შემდეგ მან სიმღერის ტექსტიც შეცვალა.
2. კეტი პერიმ თავისი სიმღერის სტერეოტიპულობა აღიარა
ფოტო: Bauer-Griffin / GC Images
2008 წელს გამოსული კიდევ ერთი სიმღერა, რომლის გამოშვებაც მის ავტორს სანანებელი გაუხდა, I Kissed a Girl ("მე გოგოს ვაკოცე") იყო. ამ ჰიტმა კეტი პერის საყოველთაო ცნობადობა მოუტანა, თუმცა, მუსიკოსი მოგვიანებით ამბობდა, რომ სიმღერა ბისექსუალობის შესახებ სტერეოტიპებს ამყარებდა.
"ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩვენ მართლა შევიცვალეთ", — ჰყვებოდა პერი 2018 წელს, — "მაშინ ბისექსუალობაზე ამდენს არ საუბრობდნენ. ამ სიმღერის ხელახლა დაწერის შანსი რომ მქონოდა, რაღაცებს შევცვლიდი ალბათ. ტექსტში ბევრ სტერეოტიპს ვხვდებით. ათ წელიწადში შენი აზროვნება იცვლება და თავადაც იზრდები".
3. ლედი გაგამ კოლაბორაციის გამო მოიბოდიშა
ფოტო: Neilson Barnard / Getty Images
სიმღერა Do What U Want (With My Body) ლედი გაგამ ცნობილ ამერიკელ მუსიკოსთან, R. Kelly-სთან კოლაბორაციით ჩაწერა. მოგვიანებით, როცა ამ უკანასკნელს სექსუალური ძალადობის არაერთ საქმეზე ბრალი წაუყენეს, პოპვარსკვლავმა მოიბოდიშა.
"თავადაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლმა, ეს სიმღერა და ვიდეოკლიპი მაშინ შევქმენი, როცა ცხოვრებაში მძიმე პერიოდი მქონდა", — განაცხადა გაგამ 2019 წელს, — "მინდოდა, გამომწვევი და პროვოკაციული რაღაც გამეკეთებინა, რადგან გაბრაზებული ვიყავი და მიღებული ტრავმაც არ მქონდა ჯერ ბოლომდე გააზრებული. სიმღერის სახელი, რაც გინდა, ის უქენი (ჩემს სხეულს), იმის დასტურია, რამდენად არაჯანსაღად ვაზროვნებდი მაშინ. ბოდიშს ვიხდი ჩემი ადრინდელი დამოკიდებულებებისთვის და იმის გამოც, რომ ამაზე უფრო ადრე არ ვილაპარაკე".
4. ლანა დელ რეიმ სიმღერის ტექსტიდან მონაკვეთი ამოიღო
ფოტო: Nicole Nodland
2014 წელს გამოშვებულ სიმღერაში Ultraviolence ამგვარ ტექსტს ვისმენდით: "მან დამარტყა და ეს კოცნას ჰგავდა". ეს სტრიქონი მინიშნებაა 1960-იანი წლების ჯგუფის, The Crystals-ის, ერთ-ერთ სიმღერაზე. ბევრმა მაშინვე გაუსვა მონაკვეთის პრობლემურობას ხაზი და განაცხადა, რომ ტექსტი პარტნიორის მხრიდან ძალადობას არომანტიზებდა.
სამი წლის შემდეგ, ლანამ განაცხადა, რომ ტექსტის ეს მონაკვეთი არ მოსწონდა და მის ამოღებას აპირებდა. მუსიკოსმა ასევე დასძინა, რომ ურთიერთობის ერთადერთი სახე, რომელსაც წინათ იცნობდა, აგრესიული იყო.
5. ემინემმა ჰომოფობიური ტერმინის გამოყენება ინანა
ფოტო: Nigel Parry
2018 წელს გამოშვებულ სიმღერაში Fall ემინემმა ამერიკელ რეპერ Tyler, the Creator-ს კბილი გაჰკრა და მისი მისამართით გეი ადამიანის აღმნიშვნელი დამამცირებელი ტერმინი გამოიყენა.
მოგვიანებით, მან აღიარა, რომ ამ ტერმინის გამოყენებით "შორს შეტოპა" და Tyler, the Creator-ისთვის დარტყმის მიყენების მცდელობაში კიდევ უამრავი ადამიანი შეურაცხყო.
"ერთ-ერთი ისეთი საქციელია, რომელსაც ხშირად ვიხსენებ ხოლმე და ვფიქრობ, რომ არ უნდა გამეკეთებინა", — განაცხადა რეპერმა.
6. ფარელ უილიამსმა ჩაწერილი სიმღერის პრობლემურობა აღიარა
ფოტო: Michael Buckner / Image via Getty
2013 წელს ფარელ უილიამსმა რობინ თიკთან კოლაბორაციით ჩაწერა წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიტი Blurred Lines ("გაურკვეველი საზღვრები"). "მძულს ეს გაურკვეველი საზღვრები", "ვიცი, რომ შენ ეს გინდა", — ტექსტში მსგავსი ფრაზების გამოყენებამ ბევრს მყარი საფუძველი მისცა, ეფიქრა, რომ სიმღერა გაუპატიურების ნორმალიზება იყო.
2019 წელს კი ფარელ უილიამსმა აღიარა, რომ სიმღერის პრობლემურობას წინათ ვერ იაზრებდა.
"მივხვდი, რომ არსებობენ კაცები, რომლებიც ქალების შევიწროებისას ზუსტად იმავე ფრაზებს იყენებენ", — ამბობდა ფარელი, — "მერე რა, რომ მე ასე არ ვიქცევი და სხვაგვარად ვფიქრობ. მნიშვნელოვანი ისაა, როგორ იმოქმედა [სიმღერამ] ქალებზე. იმასაც მივხვდი, რომ ჩვენს ქვეყანაში შოვინისტურ კულტურას ფესვი აქვს გადგმული. ამას მაშინ ვერ ვიაზრებდი. ვერც იმას, რომ ჩემი ზოგიერთი სიმღერაც ტაშს უკრავდა მსგავს დამოკიდებულებას".
7. ჯეი-ზიმ მიზოგინიური ტექსტის გამო მოიბოდიშა
ფოტო: Craig Barritt
Big Pimpin' ამერიკელი რეპერის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტია. თუმცა, 2000 წელს გამოშვებული ამ სიმღერის ტექსტში ბევრგან შეხვდებით ქალების ობიექტივაციას და მიზოგინიურ კომენტარებს.
2010 წელს ჯეი-ზიმ აღიარა, რომ სიმღერის ტექსტი მეტისმეტად პრობლემური იყო.
"ტექსტის წერისას ზოგიერთი სიმღერა სულ სხვა სიღრმეს იძენს ხოლმე", — ამბობდა რეპერი, — "ოღონდ Big Pimpin' გამონაკლისია. არც კი მჯერა, რომ მე დავწერე ეგ ყველაფერი და მერე კიდევ ბევრჯერ გავიმეორე. რა ცხოველი უნდა იყო, რომ ეგეთი რამ თქვა?! საშინლად უსიამოვნოა".
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
წარმატება უფრო ახლოსაა, ვიდრე გგონია — მსოფლიოს 25 უნივერსიტეტისგან მიღებული დასტური და გზა, რომელიც არ გაჩერების ისტორიას გვიყვება წარმატება უფრო ახლოსაა, ვიდრე გგონია — მსოფლიოს 25 უნივერსიტეტისგან მიღებული დასტური და გზა, რომელიც არ გაჩერების ისტორიას გვიყვება
-
ერთი ჩვევის შეცვლამ შეიძლება დემენციის განვითარების რისკი 16%-ით შეამციროს ერთი ჩვევის შეცვლამ შეიძლება დემენციის განვითარების რისკი 16%-ით შეამციროს
გადახედვა
-
შექმნეს რობოტი, რომელიც შშმ ბავშვებს ეტლიდან დამოუკიდებლად წამოდგომაში ეხმარება შექმნეს რობოტი, რომელიც შშმ ბავშვებს ეტლიდან დამოუკიდებლად წამოდგომაში ეხმარება
გადახედვა
-
როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება? როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება?
გადახედვა
-
რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს
გადახედვა
-
უნგრეთი საქართველოს, სომხეთის და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს უნგრეთი საქართველოს, სომხეთის და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს
გადახედვა
-
რიკარდ იოზვიაკი: 11 ივნისს საქართველოს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით დიალოგი გაიმართება რიკარდ იოზვიაკი: 11 ივნისს საქართველოს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით დიალოგი გაიმართება
გადახედვა
-
Meta-მ ჭკვიან სათვალეებში ჩუმად ჩააშენა სახის ამოცნობის ტექნოლოგია Meta-მ ჭკვიან სათვალეებში ჩუმად ჩააშენა სახის ამოცნობის ტექნოლოგია
გადახედვა
-
რუსთავში 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცი მოკლა — ოჯახის ინფორმაციით, კაცი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა რუსთავში 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცი მოკლა — ოჯახის ინფორმაციით, კაცი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა
გადახედვა
-
რონალდუ, მბაპე, კიმ კარდაშიანი და ლებრონ ჯეიმსი — იხილეთ Nike-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმი რონალდუ, მბაპე, კიმ კარდაშიანი და ლებრონ ჯეიმსი — იხილეთ Nike-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმი
გადახედვა
-
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე — კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ ბათუმში დასუფთავების აქციით აღნიშნა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე — კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ ბათუმში დასუფთავების აქციით აღნიშნა
-
როცა ყინული ქრება — საფრთხე, რომელიც ყველას გვეხება როცა ყინული ქრება — საფრთხე, რომელიც ყველას გვეხება
გადახედვა
-
ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა უდაბნოში? ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა უდაბნოში?
-
Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს
გადახედვა
-
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას კიდევ 8 ბრალდებული გააფორმებს 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას კიდევ 8 ბრალდებული გააფორმებს
გადახედვა
-
მიხაილ გალუზინი: საქართველოს გარეშეც 3+3 ფორმატის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება მიხაილ გალუზინი: საქართველოს გარეშეც 3+3 ფორმატის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება
გადახედვა
-
მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა
გადახედვა
-
ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს
-
როცა ბრედი შემოგვიერთდა, საოცრად სახალისო იყო — Friends-ის მსახიობები მოწვეულ ვარსკვლავებს იხსენებენ როცა ბრედი შემოგვიერთდა, საოცრად სახალისო იყო — Friends-ის მსახიობები მოწვეულ ვარსკვლავებს იხსენებენ
გადახედვა
-
რა შესწორებები შევიდა აშშ-ის ავტორიზაციის აქტის პროექტში (NDAA) საქართველოზე? რა შესწორებები შევიდა აშშ-ის ავტორიზაციის აქტის პროექტში (NDAA) საქართველოზე?
გადახედვა
-
საჰარაში ნაპოვნი მეტეორიტი მზის სისტემის ადრეულ პლანეტაზე მიანიშნებს საჰარაში ნაპოვნი მეტეორიტი მზის სისტემის ადრეულ პლანეტაზე მიანიშნებს
გადახედვა
კომენტარები