ლიტერატურული პრემია საბა 2023-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — ნახეთ სრული სია
პრემია საბა 2023 დასრულდა. წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული მოვლენა წელს უკვე ოცდამეერთედ ჩატარდა. დაჯილდოების ცერემონია შატო მუხრანში გაიმართა.
დაჯილდოების ცერემონიაზე განსაკუთრებული ხაზი გაესვა თავისუფლებას, კერძოდ კი თავისუფლებას ხელოვნების სფეროში. დაჯილდოებამ ქართულ კინოს, რომელიც ცენზურის წინააღმდეგ იბრძვის, სოლიდარობა გამოუცხადა. მწერალი ზაზა ბურჭულაძის გადაწყვეტილებით, მისი ფულადი პრემია უკრაინის დასახმარებლად გადაირიცხება. მწერალმა ივა ფეზუაშვილმა კი დამსწრე საზოგადოებასა და მაყურებელს მოუწოდა, 20 სექტემბერს 18:00 საათზე პარლამენტთან ქართული კულტურისა და მეცნიერების მხარდასაჭერად მოვიდნენ.
წლევანდელი საბას ჟიურის წევრები იყვნენ ლელა დუმბაძე, ზაზა აბზიანიძე, რუსუდან რუხაძე, რეზო გეთიაშვილი და დათო გორგილაძე. საბას ჟიურიმ 230 ნაწარმოები განიხილა და გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოავლინა:
წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:
- ირაკლი არიშვილი — დასაწყისის დასასრული;
- ოთარ ბიწაძე — სადღაც ჩაძირული გემებია;
- გოდე გორგილაძე — რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე (მკითხველის საბა);
- ელზა გურგენიძე — ზაოდი;
- გიო ზედვაკელი — არავითარი პოეზია;
- ირაკლი მაჩიტაძე — სიკვდილის ლურჯი ეკრანი;
- ეკა მახარაშვილი — ახალი ძველი ამბები;
- გოგა ქობალია — ჩემი ყანა გადაიქცა მერცხლად; (გამარჯვებული)
- ანუკი შატაკიშვილი — წუთით კოსმოსში;
- ანა ჯავახიშვილი — სარდაფის ცოლები;
- ელზა ჯავახიშვილი — საგზალი;
- გიორგი ჯამბურია (მთარგმნელი): ჰაინერ მიულერის პიესები.
წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
- ნანა აბულაძე — ორივე სქესი (გამარჯვებული);
- გუგა მგელაძე — განგაშის პოეზია;
- საბა მეტრეველი — ესთეტიკა საბჭოთა ტოტალიტარიზმისა — პროლეტარული რეალიზმიდან სოციალისტურ რეალიზმამდე;
- ოთარ ჯირკვალიშვილი — კრიტიკულ-ანალიტიკური წერილები.
წლის საუკეთესო პიესა
- თამარ ბართაია — შავ-თეთრი;
- ვალერი ოთხოზორია — წმინდა ნაწილები; (გამარჯვებული)
- ეკატერინე ტოგონიძე — ექვსი ნოეს კიდობანი;
- ბესო ხვედელიძე — მარი ხუანით;
- ბასა ჯანიკაშვილი — ვთამაშობთ "გამზრდელს".
წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
- გიორგი აბდუშელიშვილი — სხვა ავღანური დღიური;
- ლევან ბერძენიშვილი — 1921-1990 (ერთი კაცის და ქვეყნის ამბავი);
- თეიმურაზ დოიაშვილი და ნათია სიხარულიძე — გალაკტიონი უცენზუროდ (გამარჯვებული);
- რატი მუჯირი — მონებს სამოთხეში არ უშვებენ.
წლის საუკეთესო პროზაული კრებული
- ლუკა ბაქანიძე — რომელი ხარ სარდაფსა შინა (გამარჯვებული);
- ნინო თარხნიშვილი — სიცოცხლის დაზღვევა.
წლის საუკეთესო პოეტური კრებული
- ირმა ბერიძე — კაცმა დარეკა;
- ქეთი გზირიშვილი — ახსნა;
- თემურ ელიავა — ყვავების ფოსტა;
- ნინი ელიაშვილი — სხვა სახელი მოუხდებოდა (გამარჯვებული);
- ნატო ინგოროყვა — ისმის ჩემი ხმა?;
- ზაზა კოშკაძე — ამ ლექსის ბოლოს შენ იტირებ;
- ნიკა ლაშხია — არ დაელოდო ანგელოზებს;
- სოსო მეშველიანი — მწერი ქარვაში;
- დათო ქარდავა — მეორადი ჰომეროსი (გამარჯვებული)
წლის საუკეთესო რომანი
- ზაზა ბურჭულაძე — ვარდის სურნელი(გამარჯვებული);
- რატი რატიანი — რომეო იცინოდა;
- ივა ფეზუაშვილი — მასკარაფონე (გამარჯვებული);
- თამარ ფოლადაშვილი — ძვლების წიგნი;
- თამრი ფხაკაძე — ჩვენ, თურმელები;
- ზურა ჯიშკარიანი — სწრაფი, ღამისიერი.
წლის საუკეთესო ქართული თარგმანი
- ხათუნა ცხადაძე — იტალო კალვინოს კოსმოსური ამბები;
- დავით ახალაძე — შექსპირის რომეო და ჯულიეტა;
- მაია ბადრიძე — კატია პეტროვსკაიას ალბათ ესთერი;
- სალომე ბენიძე — სალმან რუშდის ოქროს სახლი;
- ზაზა ჭილაძე — უილიამ ფოლკნერის იგავი;
- თამარ ჯაფარიძე — კაზუო იშიგუროს კლარა და მზე;
- გიორგი ხულორდავა — აბდ ორ-რაჰმან ჯამის ბაჰარესთანი; (გამარჯვებული)
- დოდო ყვავილაშვილი — ხორხე ლუის ბორხესის ფიქციები; (გამარჯვებული)
- დავით კაკაბაძე — კლაუს მანის მეფისტოფელი;
- ია ქვაჩახია — ელიფ შაფაქის გამქრალი ხეების კუნძული;
- ლევან ბერძენიშვილი — მედეა (ავტორთა კრებული);
- პაატა ჯავახიშვილი — ისმაილ კადარეს მკვდარი არმიის გენერალი.
სპეციალური ჯილდო: საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში
- ელზა გურგენიძე — ზაოდი (გამარჯვებული);
- ლევან ბერძენიშვილი — ერთი კაცის და ქვეყნის ამბავი (გამარჯვებული).
მკითხველის საბა
წელს პრემიას ახალი ნომინაცია, მკითხველის საბა, დაემატა. მკითხველის საბას ჟიურის წევრები ის ადამიანები გახდნენ, ვინც ბოლო 3 თვის განმავლობაში SABA Reader-ში ყველაზე დიდი დრო დაუთმეს კითხვას. ლადო აბულაძემ, ნათია ოქრომელიძემ, ქრისტინე კოხიამ, ნათია იორდანიშვილმა და ნინო გაფრინდაშვილმა "წლის საუკეთესო დებიუტის” ნომინაციაში გამარჯვებულად გოდე გორგილაძე წიგნისთვის რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე
დაასახელეს.
თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის
პრემია საბა გადაეცა ნატა ლომოურს.
ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
პრემია საბა გადაეცა ელზა ახვლედიანს.
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით? 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
"გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე "გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
კომენტარები