17 სექტემბერს ბათუმის კინოფესტივალი BIAFF იწყება — ნახეთ სრული პროგრამა
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც 2006 წელს დაარსდა, წელს ბათუმში მეთვრამეტედ ჩატარდება. ფესტივალის ორგანიზატორი ბათუმის ხელოვანთა სახლი არგანია. ის 17-24 სექტემბერს გაიმართება.
კინოჩვენებები ტრადიციულად კინოთეატრ აპოლოსა და ევროპის მოედანზე (ღია ცისქვეშ) ჩატარდება. წელს კინოფესტივალზე 30 ქვეყნის 25 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი იქნება წარმოდგენილი.
ჩვენებებზე დასწრება უფასოა, გამონაკლისია მხოლოდ ბოლო, ღამის კინოჩვენება აპოლოში. ამ ჩვენების ბილეთს სიმბოლური ფასი 5 ლარი ექნება და Biletebi.ge-ზე გაიყიდება.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის კინოფესტივალზე თამთა მელაშვილის ცნობილ რომანზე გადაღებული ფილმის, ელენე ნავარიანის შაშვი შაშვი მაყვალის კინოჩვენება გაიმართება. ფილმი ფესტივალზე ორჯერ, 22 და 24 სექტემბერს გავა.
კინოფესტივალზე რამდენიმე სექციაა: მხატვრული საკონკურსო ფილმები, მოკლემეტრაჟიანი ფილმები, ქართული პანორამა, რომელიც ქართულ ფილმებს აერთიანებს, ფოკუსი უკრაინა და დიდოსტატთა კოლექცია, რომელიც ცნობილი რეჟისორების ფილმებს მოიცავს. ასევე, წელს ბათუმის კინოფესტივალის ფარგლებში CINEDOC Tbilisi (თბილისის კინოფესტივალი) იქნება ჩართული და დოკუმენტურ ფილმებს წარმოადგენს.
იხილეთ კინოფესტივალის სრული პროგრამა:
BIAFF მხატვრული საკონკურსო ფილმების სექცია
BIAFF მხატვრულ ფილმების საკონკურსო სექციას ხუთკაციანი ჟიური შეაფასებს: გიორგი ოვაშვილი (საქართველო) — ჟიურის თავჯდომარე, ანჟეი სლოვიცკი (გერმანია), მეჰმეტ ალი არსლან (თურქეთი), დიანა მარტიროსიანი (სომხეთი), ნიკა აბრამიშვილი (საქართველო). ამ სექციაში ათი ფილმი იქნება წარმოდგენილი:
- ბლაგას გაკვეთილი, სტეფან კომანდარევი, ბულგარეთი/გერმანია, 2023 წ., 114 წთ.
- თორმეტის ღამე, დომინიკ მოლი, საფრანგეთი/ბელგია, 2022; 114 წთ.
- კრიტიკული ზონა, ალი აჰმადზადე, ირანი/გერმანია, 2023; 99 წთ.
- ნატეხები, ბეატა ძიანოვიჩი, პოლონეთი, 2022; 100 წთ.
- იმაგო, ოლგა ჩაიდას, პოლონეთი/ნიდერლანდები/ჩეხეთი, 2023 წ.; 113 წთ
- ნელა, მარია ქავთარაძე, ლიტვა/ესპანეთი/შვედეთი, 2023 წ., 108 წთ.
- შემდგომ, ენტონი ლაპია, საფრანგეთი, 2023; 70 წთ.
- ჰიპნოზი, ერნსტ დე გეერი, შვედეთი/ნორვეგია/საფრანგეთი, 2023; 98 წთ.
- შავი შაშვი მაყვალი, ელენე ნავერიანი, შვეიცარია/საქართველო, 2023 წ., 110 წთ.
- მოქალაქე წმინდანი, თინათინ ყაჯრიშვილი, საქართველო/საფრანგეთი/ბულგარეთი, 2023 წ., 100 წთ.
BIAFF მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექცია
BIAFF მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციას სამკაციანი ჟიური შეაფასებს: თამარ ბართაია (საქართველო) — ჟიურის თავჯდომარე, არტურ ვებერი (ესტონეთი), რუსუდან გლურჯიძე (საქართველო). წარმოდგენილი იქნება 20 მოკლემეტრაჟიანი ფილმი:
- საზღვრები, მირანდა ნამიჭეიშვილი, საქართველო, 2023; 22 წთ.
- იხვებზე ნადირობა, გიორგი ქობალია, საქართველო, 2023 წ., 20 წთ.
- სახლი არ დატოვო!, დავით ჯაფარიძე, საქართველო, 2023; 12 წთ.
- მერცხლის ტრაექტორია, ლევან შუბაშვილი, საქართველო, 2023 წ.; 27 წთ.
- ბათუმს და თითოეულ მოგონებას, ლევან სიხარულიძე, გიგა ბაინდურაშვილი, საქართველო, 2023; 7 წთ.
- გიული — ეს იყო სიზმარი, მერი გელაგუტაშვილი, გერმანია, 2023; 14 წთ.
- მგზნებარე სხვა, ალისა ბრაიგო, საფრანგეთი, 2022; 16 წთ.
- გარდაცვლილი ქორწინება, მიხალ ტოჩეკი, პოლონეთი, 2022; 18 წთ.
- სამართლიანი თამაში, ზოლე აეშბახერი, შვეიცარია/საფრანგეთი, 2022; 15 წთ.
- შორს, გუნურ მარტინსდოტირ შულტერ, ისლანდია, 2023; 5 წუთი.
- ის ლურჯდება, შადი კარამროუდი, ირანი, 2023; 15 წთ.
- პაემანი, უკრაინა, 2023 წელი, 5 წთ.
- ცვარი, ტურან ჰასტი, თურქეთი, 2023 წელი, 20 წთ.
- ჩვენი მამაკაცები და ქალები, აჰმად ალიასერი, იორდანია, 2023, 11 წთ.
- გთხოვთ, დარჩეთ ხაზზე, ტან ცე დინგი, მალაიზია, 2023; 18 წთ.
- ნაკუწები, იგორ გავვა, უკრაინა, 2023; 15 წთ.
- კვამლი შენს თვალებში ხვდება, ელვინ ლი, სინგაპური, 2023; 19 წთ.
- გაუგონარი რამ, რამაზან კილიჩი, თურქეთი, 2023; 15 წთ.
- ვინლანდი, მარტინ კუბა, ჩეხეთი, 2023 წ., 30 წთ.
- თეთრი ჭიანჭველა, შალინი ადნანი, დიდი ბრიტანეთი/ინდოეთი, 2023; 15 წთ.
BIAFF დიდოსტატთა კოლექცია
- დროის წესრიგი, ლილიანა კავანი , იტალია, 2023, 113 წთ.
- მოტაცებული, მარკო ბელოკიო, იტალია/საფრანგეთი/გერმანია, 2023 წელი, 125 წთ.
- მწვანე საზღვარი, აგნეშკა ჰოლანდი, პოლონეთი/გერმანია/საფრანგეთი/ჩეხეთი/ბელგია, 2023 წ.; 147 წთ.
- მშრალი ბალახების შესახებ, ნური ბილე ჯეილანი, თურქეთი/საფრანგეთი/გერმანია/შვედეთი, 2023 წ.,197 წთ.
- სრულყოფილი ციფრები, ქშიშტოფ ზანუსი, პოლონეთი/ისრაელი/იტალია, 2022; 87 წთ.
- ღმერთის ძახილი, კიმ კი-დუკი, ესტონეთი/ლიტვა/ყირგიზეთი/შეერთებული შტატები/ჩინეთი, 2022 წ.; 81 წთ.
BIAFF ქართული პანორამა
- ლოტო, ზაზა ხალვაში, საქართველო, 2023; 84 წთ.
- იარე, ლიზა, ნანა ჯანელიძე, საქართველო/ბულგარეთი, 2023, 120 წთ.
- ზამთრის ბლუზი, თაზო ნარიმანიძე, საქართველო, 2022; 103 წთ.
- მშვენიერი ელენე, გიორგი ოვაშვილი, საქართველო/თურქეთი/საფრანგეთი, 2022 წ.; 100 წთ.
- აღუქმელი ნათება, ანა სარუხანოვა, საქართველო, 2023; 84 წთ.
- დრამერი, კოტე კალანდაძე, საქართველო, 2022; 84 წთ.
- რუსთაველის ქვეყანა, ერეკლე ინაშვილი, საქართველო/გერმანია, 2023; 68 წთ.
- სიყვარულის კოქტეილი, ქეთევან ტაკიძე, საქართველო, 2023; 50 წთ.
- მონიკა, ლენა ჭაღალიძე, საქართველო, 2023; 14 წთ.
- მეექვსე რიგი, ბიძინა გოგიბერიძე / ლენარტ იუპერი, გერმანია/საქართველო, 2023 წ.; 26 წთ.
BIAFF/CINEDOC ფოკუსი "უკრაინა"
- ჩვენ არ გავქრებით, ალისა კოვალენკო, უკრაინა, პოლონეთი, საფრანგეთი, 2023, 100 წთ.
- ღამის ფრთის ქვეშ, ლესია დიაკი, უკრაინა, 2023 , 19 წთ.
- პაემანი, უკრაინა, 2023 წელი, 5 წთ.
- ნაკუწები, იგორ გავვა, უკრაინა, 2023; 15 წთ.
CINEDOC სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექცია
- რეკვიემი ზაფხულის სიცხიან დღეებს, გიორგი ფარქოსაძე,საქართველო, 2023, 77 წთ.
- აღდგომა, ნიკოლოზ ბეჟანიშვილი, საქართველო, 2022, 94 წთ.
- სასტუმრო მეტალურგი, გიორგი ვარსიმაშვილი, ჯეანე ნოუჩი; საქართველო, 2023, 73 წთ.
- ღიმილიანი საქართველო, ლუკა ბერაძე, საქართველო, 2023, 62 წთ.
- ჯადოსნური მთა, მარიამ ჭაჭია, ნიკ ვოიგთი, საქართველო, 2023, 74 წთ.
- ავტოპორტრეტი ზღვარზე, ანნა ძიაპშიპა, საქართველო, 2023, 50 წთ.
- დღე და ღამე, ნინო გოგუა, საქართველო, 2022, 46 წთ.
CINEDOC მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექცია
- მეორადი მიწა, ლევან ადამია, საქართველო, 2022, 12 წთ.
- ღობე პატიოსნების ნიშანია, სოფო ჩხეიძე, ქეითი ლატიმერი; საქართველო, 2023, 11 წთ.
- ციებ-ცხელების შემდგომ, სალომე ჯაში, საქართველო, 2023, 18 წთ.
- ანას პროცესი, თამარა მშვენიერაძე; მარიამ ჯაჭვაძე, საქართველო, 2023, 43 წთ.
- ოცნების ქალაქი, მარადია ცაავა, საქართველო, 2023, 23 წთ.
- Tick Tock, ნინო ლეკიშვილი, საქართველო, 202 , 21 წთ.
CINEDOC სპეციალური ჩვენებები Kinedok-თან თანამშრომლობით
- სამი დივა, მათე ქოროსი, უნგრეთი, 2021, 80 წთ.
- ძალიან ახლოს, ბოტონდ პუშოკ,რუმინეთი, უნგრეთი, 2021 , 85 წთ.
- რევოლუციის მუზეუმი, სრჯან ქეჩა, სერბეთი, ხორვატია, ჩეხეთი, 2021, 91 წთ.
დღეების მიხედვით კინოჩვენებების განრიგი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ფესტივალის მხარდამჭერები – საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ფრანგული ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, შვედეთის საელჩო, ლიეტუვას საელჩო, ბათუმის თოჯინების თეატრი, ტურიზმის ეროვნული სააგენტო
ფესტივალის სპონსორები – კინოთეატრი APOLLO, Arrebato Films, სასტუმრო DOWNTOWN, Mareteli Friends Winery, რესტორანი მასპინძელო.
ფესტივალის მედია პარტნიორები – On.ge, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადიო ფორტუნა, აჭარის ტელევიზია, ბათუმი TV, FNE (www.filmneweurope.com), AT.GE, გაზეთი BATUMELEBI, netgazeti.ge, Billboard Georgia
-
ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა
გადახედვა
-
26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები 26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები
-
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა
-
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა? ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
-
ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
გადახედვა
-
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
-
ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს
გადახედვა
-
გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა
გადახედვა
-
8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს 8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან
გადახედვა
-
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება
გადახედვა
-
სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის" სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის"
-
თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
გადახედვა
-
"Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი
გადახედვა
-
რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები
გადახედვა
-
მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო
გადახედვა
კომენტარები