რუსტემ უმეროვი

6 Sep. 2023, 16:03

ჩემთვის დიდი პატივია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელად წარმადგინა. მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს პარლამენტიდან ნდობისთვის. ეს არის გამოწვევა და ამავდროულად მოვალეობა, როგორც მოქალაქის, როგორც ჩემი ერის ღირსეული შვილის. 

ჩვენი მთავარი მიზანი გამარჯვებაა. 

მე გავაკეთებ ყველაფერს, შესაძლებელსა და შეუძლებელს უკრაინის გამარჯვებისთვის, როცა გავათავისუფლებთ ჩვენი ქვეყნის ყოველ სანტიმეტრს და ჩვენს ხალხს. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ყველას, ვინც, სამწუხაროდ, დროებით ტყვეობაშია. ჩვენ ნორმალურ და ღირსეულ ცხოვრებას დავუბრუნებთ უკრაინულ ქალაქებს, რომლებიც ახლა დროებით ოკუპირებულია. ჩვენ ვიცით, რომ იქ ხალხი გველოდება, რადგან იქ ჩვენი ხალხია და ჩვენი ტერიტორიებია.

ყოველი ჯარისკაცის უკან 42 მილიონი უკრაინელია. ყოველი ჯარისკაცის უკან დგას სამინისტრო, რომელიც ყველაფერს გააკეთებს ჩვენი ხალხის დასაცავად. ჩვენი ხალხი, მათი სიცოცხლე და ღირსება ჩვენი პრიორიტეტი და უმაღლესი ღირებულებაა. 

უკრაინა დღეს თავისუფალი სამყაროს თავისუფალი ხალხია, რომელიც იცავს დემოკრატიის ფუნდამენტურ ღირებულებებს და ადამიანის უფლებებს. 

ჩვენ ვიბრძვით ამისთვის, და ჩვენი გეგმაა გამარჯვება, ყოველგვარი დისკუსიების გარეშე. 

დიდება უკრაინას!

განცხადებას სოციალურ ქსელში უკრაინის ახალი თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი აქვეყნებს. ის თანამდებობაზე უკრაინის უმაღლესმა რადამ დღეს, 6 სექტემბერს დაამტკიცა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
  2. რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
  3. ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
  4. მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით
  5. პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პრინცი ჰარი და მეგანი 6 წლის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ბრუნდებიან

პრინცი ჰარი, მეგანი და მათი შვილები უახლოეს კვირებში დიდ ბრიტანეთში ბრუნდებიან. სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას…