როგორ შევუწყოთ ხელი გენდერულ თანასწორობას დემოგრაფიული პრობლემების ფონზე? — 6 გზა
ფოტო: Nikki Ritmeijer / Dribbble
ქალები და გოგოები აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მოსახლეობის, დაახლოებით, ნახევარს შეადგენენ. თუმცა, რეგიონის დემოგრაფიულ მომავალზე საუბრისას, მათი სურვილები და მისწრაფებები, რომლებიც ცხოვრებას, ოჯახსა და კარიერას უკავშირდება, ხშირად უგულებელყოფილია. მეტიც, მათი ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის, რეპროდუქციული უფლებები, საფრთხის ქვეშ დგება. ამის ერთ-ერთი მიზეზი მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებით გამოწვეული შფოთვაა, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად აიძულებს ქალებს, მეტი შვილი გააჩინონ.
დემოგრაფიის ცვლილებას, რა თქმა უნდა, გამოწვევებიც ახლავს თან, მაგრამ მათზე პასუხი ქალების უფლებების შეზღუდვა ნამდვილად არ არის. პირიქით, გენდერული უთანასწორობაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ბევრ ადამიანს არ აქვს საშუალება, იმდენი შვილი ჰყავდეს, რამდენიც სურს. მართალია, ამ მიმართულებით შესაბამისი პოლიტიკის გატარება მთავრობის ვალია, მაგრამ გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად ჩვენც ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია.
აი, რამდენიმე გზა, რომელიც სწრაფი დემოგრაფიული ცვლილებების ფონზე გენდერული თანასწორობისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაში დაგვეხმარება:
1. გენდერულ როლებთან დაკავშირებული სტერეოტიპების დაძლევა
ფოტო: Lydia Ortiz
ურთიერთობებში, ოჯახებში, სამუშაო ადგილსა და საზოგადოებაში ქალისა და კაცის როლების შესახებ მყარად ფესვგადგმული სტერეოტიპები წარმოადგენს იმ ძირითად ფაქტორს, რომელიც ხელს უშლის ადამიანებს საკუთარი რეპროდუქციული უფლებებისა და მისწრაფებების რეალიზებაში.
ქალებთან დაკავშირებით კვლავაც არსებობს მოლოდინი, რომ ისინი ოჯახში აუნაზღაურებადი სამუშაოს დიდ წილს საკუთარ თავზე აიღებენ (აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, ქალები საშუალოდ 2,5-ჯერ მეტ დროს უთმობენ აუნაზღაურებადი სამუშაოს შესრულებას, ვიდრე კაცები). ეს ნიშნავს, რომ ბევრი ქალი იძულებულია არჩევანი გააკეთოს კარიერასა და ოჯახს შორის. მეორე მხრივ, სტერეოტიპული დამოკიდებულებები საზიანოა კაცებისთვისაც.
სტერეოტიპებისა და სოციალური ნორმების დაძლევას დრო სჭირდება, მაგრამ ამ გზით მიღებული სარგებელი საზოგადოების წინსვლის წინაპირობაა. სხვადასხვა სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფით ხომ ქვეყანაც განვითარდება — თანაც, არა მხოლოდ დემოგრაფიული თვალსაზრისით.
2. დეკრეტული შვებულება ორივე მშობლისთვის
მნიშვნელოვანია, ორივე მშობელმა გაიაზროს, რა მნიშვნელობა აქვს ზრუნვის პასუხისმგებლობის გაზიარებას.
თუმცა, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, 54 წლამდე ასაკის მინიმუმ 35 მილიონ დასაქმებულ კაცს ან არ აქვს მშობლის შვებულებით სარგებლობის უფლება, ან ამის საშუალება მხოლოდ 10 დღით ეძლევა. არადა, კვლევები მოწმობს, რომ დეკრეტული შვებულება სარგებლის მომტანია ბავშვებისთვისაც და ოჯახისთვისაც. მაგალითად, კოსოვოში კაცების 91%-მა, რომელმაც ისარგებლა მშობლის შვებულებით, განაცხადა, რომ ეს დადებითად აისახა შვილებთან მათ ურთიერთობაზე. ასევე კვლევებით დასტურდება, რომ ბავშვებსა და ოჯახზე ზრუნვაში აქტიურად ჩართული კაცები მეტ ემოციურ კავშირს გრძნობენ პარტნიორებისა და შვილების მიმართ, და უფრო ბედნიერად და ხანგრძლივად ცხოვრებენ.
მშობლის შვებულება კაცებისთვის ქალების მხარდაჭერასაც ნიშნავს, რადგან მათ მეტი დრო და რესურსი უთავისუფლდებათ საკუთარი მისწრაფებებისთვის.
ამასთან, მნიშვნელოვანია, კომპანიებმაც გაიაზრონ საკუთარი როლი ამ საქმეში და ყველა თანამშრომელს მისცენ შესაძლებლობა, ოჯახზე ზრუნვის პასუხისმგებლობა სამუშაო ვალდებულებებთან შეათავსონ.
სხვათა შორის, მშობლების თანაბარი მოვალეობის შესახსენებლად და გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს კამპანიას "კაცები ზრუნავენ".
3. ოჯახის ინტერესებსა და მხარდაჭერაზე მორგებული სამუშაო ადგილები
ფოტო: Mikyung Lee / The Guardian
გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა საჭიროა, როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე კერძო სექტორის მხრიდან. ეს დისკრიმინაციული გენდერული ნორმების დაძლევისა და ოჯახზე ზრუნვის ვალდებულებების თანაბარი განაწილების წინაპირობაცაა. შედეგად, ქალებსაც და კაცებსაც საკუთარი კარიერული და პირადი მისწრაფებების რეალიზების საშუალება ექნებათ.
თუ თქვენს სამუშაო ადგილზე გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი და ოჯახის მხარდამჭერი პოლიტიკა დანერგილი არაა, დამსაქმებლებს შეგიძლიათ მსგავსი მიდგომების დამკვიდრებისკენ მოუწოდოთ და მისით მოტანილ სარგებელზეც შეახსენოთ.
გაეროს მოსახლეობის ფონდი ამ მხრივაც ცდილობს საჯარო თუ კერძო სექტორის მხარდაჭერას. ორგანიზაცია მთავრობებს ეხმარება, გააფართოონ გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა, უზრუნველყონ გენდერული თანასწორობა და წაახალისონ ოჯახში აუნაზღაურებადი შრომის უფრო თანაბარი განაწილება.
4. ქალებისა და გოგოების გაძლიერება
როდესაც ქალები და გოგოები სარგებლობენ საკუთარი უფლებებით და იღებენ გადაწყვეტილებებს, მათ საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალება ეძლევათ. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, ვიცოდეთ, რა მდგომარეობაა ამ კუთხით ჩვენს ქვეყანაში — რა გამოწვევების წინაშე დგანან ქალები ოჯახსა თუ საზოგადოებაში. ამის ცოდნა დაგვეხმარება, ხმა ავიმაღლოთ და დავუპირისპირდეთ მავნე დამოკიდებულებებსა თუ მიდგომებს: სექსისტურ განცხადებებს, გენდერულ სტერეოტიპებს, მიკერძოებულ განწყობებს და სხვა. ამასთან, მნიშვნელოვანია იმ ორგანიზაციების მხარდაჭერაც, რომლებიც ქალთა გაძლიერებაზე ზრუნავენ.
5. რეპროდუქციული უფლებებისა და სხეულის ავტონომიის პატივისცემა
ფოტო: Kaz Fantone / NPR
ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება საკუთარ სხეულზე ავტონომიის ქონაა. სამწუხაროდ, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ქალების რეპროდუქციული უფლებები სრულადაა უგულებელყოფილი.
ადრეულ ასაკში ძალდატანებითი ქორწინებისა და არასასურველი ოჯახის შექმნის შემთხვევები, სამწუხაროდ, საქართველოშიც არსებობს. მნიშვნელოვანია, ქალებს ჰქონდეთ უფლება, თავადვე დაგეგმონ, როდის სურთ ქორწინება და შვილის გაჩენა — ან თუ სურთ საერთოდ. მათ ასევე უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, იყოლიონ იმდენი შვილი, რამდენსაც დამოუკიდებლად, გავლენებისა და ზეწოლისგან თავისუფლად, გადაწყვეტენ. მნიშვნელოვანია, წვდომა ჰქონდეთ სამედიცინო მომსახურებაზე, კონტრაცეპტივებსა და სქესობრივი ჯანმრთელობისთვის საჭირო სხვა სერვისებზე.
აუცილებლად გასათვალისწინებელია მიდგომების შეცვლაც — მათ შორის, სახელმწიფოს მხრიდან. უნდა გვახსოვდეს, რომ დაქორწინებულ წყვილს შორის სქესობრივი კავშირი პარტნიორის თანხმობის გარეშე გაუპატიურებაა. თუმცა, ამას მსოფლიოში ზოგიერთი ქვეყანა არც აღიარებს.
6. გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრა
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, ყოველი სამი ქალიდან ერთი, პარტნიორის ან სხვა პირის მხრიდან ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. როდესაც გენდერული ძალადობა და ღრმად ფესვგადგმული გენდერული უთანასწორობა სათანადო ყურადღების მიღმა რჩება, საზოგადოება არ ვითარდება და მისი მომავალი და დემოგრაფიული მდგრადობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
აუცილებელია, ხმა ავიმაღლოთ ისეთი მძიმე დანაშაულების წინააღმდეგ, როგორიცაა ოჯახში ძალადობა და ფემიციდი. უნდა დავუპირისპირდეთ მიზოგინიურ, ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს, ხოლო მსხვერპლს თანადგომა გამოვუცხადოთ — მოვუსმინოთ, მხარდაჭერა შევთავაზოთ და რესურსებზე წვდომის მოპოვებაში დავეხმაროთ.
სტერეოტიპების წინააღმდეგ გალაშქრებით ჩვენ უფრო სამართლიანი და თანასწორი საზოგადოების შექმნას ვუწყობთ ხელს — საზოგადოებისა, სადაც ყველას პატივისცემით ეპყრობიან.
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო
გადახედვა
-
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
გადახედვა
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
კომენტარები