ირაკლი ღარიბაშვილი

21 Jun. 2023, 12:40

მე მოვისმინე ძალიან ბევრი პრობლემის შესახებ, რომელიც არსებობდა და უკავშირდება სუროგაციის საკითხებს. ჩვენ გამოვიკვლიეთ და შევისწავლეთ თანამედროვე განვითარებული სახელმწიფოების გამოცდილება და აღმოვაჩინეთ, რომ არცერთ განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოში არ არის დაშვებული სუროგაცია.

ჩვენ მიდგომა შევცვალეთ, ასევე სხვა, ჰიბრიდული მაგალითებიც დავამუშავეთ და მივედით იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია, ჩაიკეტოს და აეკრძალოთ უცხოელ მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეების გამოყენება სუროგატ დედებად. იმიტომ, რომ უკონტროლოდ ხდება ეს პროცესი, არავითარი რეგულაცია არ არსებობს ამ მიმართულებით. ხდება ბავშვების გაყვანა და ძალიან ბევრი რისკები ახლავს ამ პროცესს.

ჩვენ არ ვიცით, ეს ბავშვები სად მიჰყავთ, რა მიზნით მიჰყავთ და ა. შ. ძალიან ბევრი კითხვები არსებობს. ამიტომ, ეს კითხვები რომ დავაზღვიოთ, იმიტომ, რომ ჩვენი მანდატი არ ვრცელდება ამ ბავშვებზე, მათ მომავალზე, ჩვენ ვმოქმედებთ პასუხისმგებლობით.

ამიტომ, გამოვედით ინიციატივით, რომ სუროგაცია დაშვებული იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის. ძალიან ბევრი წყვილი მიმართავს ამ მეთოდს და მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი განიხილავს და მხარს დაუჭერს აღნიშნულ კანონპროექტს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  5. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26—ე კილომეტრზე, მდინარე…