სალომე ჯაში

20 Jun. 2023, 15:48

როგორც ჩანს, ხელისუფლებას ეშინია თავისუფალი გამოხატვის, თავისუფალი ხელოვნების. ეშინია ხელოვნების, რომელიც კითხვებს სვამს და სხვადასხვა აზრს აღძრავს. ეს ფილმი, მოთვინიერება, ცალსახად პოლიტიკური არ არის. ის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს არ შეეხება, ბევრად უფრო ფართოა.

კობახიძემ თქვა, კინოცენტრმა ასეთი სამარცხვინო ფილმები კი არ უნდა დააფინანსოს, არამედ, სწორი ფილმები უნდა დააფინანსოსო. საინტერესოა, კობახიძისთვის სწორი ფილმი რა არის?

თუ რამე სამარცხვინოა, არის კულტურის დღევანდელი პოლიტიკა, რაც დღეს კინოცენტრში ხდება. ეს არის კულტურის სამინისტროს მხრიდან კინოცენტრის უზურპაცია. იქ გარედან დანიშნულები არიან ადამიანები, რომლებიც, შეიძლება, უბრალოდ კარგი ადამიანები არიან, მაგრამ კინოს სფერო საერთოდ არ ესმით. ეს მიზანმიმართული დესტრუქციაა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  5. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ