თემურ ჭყონია

16 Jun. 2023, 16:24

ჩემთან შეთანხმებული არ იყო. არაფერი საბოდიშო არ არის იმაში, რასაც გლობალური მაკდონალდსი აკეთებს. არც ვიცოდი ამ განცხადების შესახებ, შეხვედრაზე ვიყავი, გული კინაღამ გამისკდა. რა დღეში ჩამაგდეს...

განცხადებაში არც ახსნა არ იყო საჭირო — ვის რას უხსნი, რომ ელტონ ჯონი გენიალურია, ამას უხსნი?!. ეს არ არის მოქალაქეობრივი პოზიცია, ერთ დღეს აკეთებდე ერთს და მეორე დღეს იხდიდე ბოდიშს - არაფერი ბოდიშის მოსახდელი არ არის, უბრალოდ, ზოგს უნდა გაიგოს, რომ პროპაგანდაა... მე შეურაცხყოფილი ვარ, როგორ გადავიტან ამ თემას, არ ვიცი. 

ამბობს რადიო თავისუფლებასთან მაკდონალდს საქართველოს მფლობელი. დღეს კომპანიამ პოსტი დაწერა, სადაც თავს იმართლებდნენ, "დაშვებული შეცდომისთვის" ბოდიშს იხდიდნენ და ამბობდნენ, რომ გამოცემა ლიცენზირებულია, რაც თარგმნისას შინაარსის რამე სახით შეცვლას კრძალავს. ეს პოსტი მალევე წაშალეს. ამას ახალი განცხადება მოჰყვა, რომელშიც კომპანია მრავალფეროვნებაზე ალაპარაკდა და ამჯერად წინა პოსტის "ბუნდოვანების" გამო მოიხადა ბოდიში. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  5. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26—ე კილომეტრზე, მდინარე…