კინოცეტრი ქართული კინოს გარანტია, აუცილებლად უნდა დავიცვათ — სალომე ჯაში
ფოტო: IMDB
ცნობილი ქართული ფილმის მოთვინიერების სალომე ჯაში ფორმულას ეთერში კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, კინოცენტრში ავტორების შემოქმედებითი თავისუფლება უკვე იზღუდება. მაგალითად, წელს კინოცენტრში გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში რეჟისორებს სერიალების გადაღება მხოლოდ კონკრეტულ თემატიკაზე, საქართველოს უახლეს ისტორიასა და სპორტის ისტორიაზე შეეძლოთ. ჯაშის თქმით, კინოცენტრი აუცილებლად დასაცავია, რადგან ის არის ქართული კინოს გარანტი.
"ჩვენ ვიქეცით აქტივისტებად, რადგან ეს ყველას მოვალეობაა, ვინც დღეს ამ სფეროში მუშაობს და არამარტო, ვისაც ესმის და აინტერესებს ქართული კინო, იმიტომ, რომ ქართული კინო დღეს არის საფრთხეში. ქართული კინოს გარანტი არის კინოცენტრი, ძალიან მცირე ბიუჯეტით. აი, წარმოიდგინეთ, ქართულ თეატრებს აქვთ 4-5-ჯერ მეტი ბიუჯეტი, ვიდრე ქართულ კინოს. კინო საკმაოდ ძვირიანი პროდუქციაა. ძალიან მწირი ბიუჯეტით ჩვენ ვახერხებდით პარტნიორების პოვნას ევროპაში, ევროპული კოპროდუქციებით საკმაოდ წარმატებული ფილმების წარმოებას, სადაც ქართული დაფინანსება შეიძლება 10% ყოფილიყო საბოლოო ჯამში, მაგრამ საერთაშორისო არენაზე, მაგალითად, კანის ფერსტივალზე, ისინი გადიოდა ქართული კინოს სახელით, ასე რომ კი, ყველას დასაცავია, იმიტომ, რომ ეს არ არის უბრალოდ შემოქმედებითი თავისუფლების დაცვა, ეს არის ქვეყნის სახის დაცვაც", — აცხადებს ჯაში.
რა ხდება კინოცენტრში?
14 მარტს კულტურის სამინისტრომ კინოცენტრის დირექტორი, გაგა ჩხეიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. მიზეზად აუდიტის დასკვნა დაასახელა, რომლის მიხედვითაც, "ფინანსური რესურსების კანონმდებლობასთან შეუსაბამო ხარჯვის ფაქტები გამოვლინდა". პირველ ივნისს გოეთეს ინსტიტუტმა ჩხეიძე მედლით დააჯილდოვა და განაცხადა, რომ ის უკრაინის მხარდაჭერის გამო გაათავისუფლეს. კინოცენტრი ამას ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა, სადაც გოეთეს ინსტიტუტის საიტზე აღნიშნულ ინფორმაციას "ფარისევლური ბრალდება" და "უტიფარი სიყალბე" უწოდა. ასევე, თქვა, რომ გადაისინჯება გადაწყვეტილება ჩხეიძის დირექტორობით ჩატარებული კინოფესტივალის დაფინანსების გაგრძელებაზე. კინოცენტრის განცხადებას რამდენიმე თანამშრომელი გაემიჯნა და პოსტს სამარცხვინო უწოდა.
პირველ ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის ყოფილი მოადგილე, კობა ხუბუნია დანიშნა. მან კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.
13 ივნისს პროპაგანდისტული და სახელისუფლებო POSTV-ის წამყვანმა, ბაჩო ოდიშარიამ, რომელსაც გადაცემა სექსუალურ შევიწროებაში არაერთგზის მხილებულ შალვა რამიშვილთან ერთად მიჰყავს, ფორმულასთან დაადასტურა, რომ ცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
კინოცენტრში დასაქმებულები რეორგანიზაციას აღიქვამენ მინისტრ თეა წულუკიანის მცდელობად, ქართული კინო კულტურის სამინისტროს პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცეს და "კინოცენტრის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი კინოსექტორზე სრულმასშტაბიანი კონტროლის დამყარებისკენ მიიმართოს".
მათ კინოცენტრის ფეისბუქ გვერდზე ღია წერილიც გამოაქვეყნეს, სადაც დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ, თუმცა განცხადება სოციალური ქსელიდან მალევე წაიშალა.
ახლა კინოცენტრის თანამშრომლები მოითხოვენ:
- შეწყდეს რეორგანიზაციის პროცესი, სადაც ცენტრს კონკურსის გზით დანიშნული დირექტორი არ ეყოლება;
- კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს კონკურსის საფუძველზე და არა მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით;
- დირექტორის შესარჩევი კომისია დაკომპლექტდეს კინოსექტორის წარმომადგენლებისგან.
ამავე თემაზე:
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები