ლევან იოსელიანი

12 Jun. 2023, 22:31

ზოგადად არ მიყვარს, როდესაც ადამიანებს აბუჩად იგდებენ ან შეურაცხყოფას აყენებენ. არ მიყვარს, ესე გავიზარდე, რომ ასეთი რაღაცების მიმართ ვარ სენსიტიური.

[მეტრეველს რომ ერთი ზარით შეუძლია, პრემიერს აკადემიკოსის ხარისხი მიანიჭოს] ეს სხვა საკითხი არის. მე ხომ ამაზე არ დამიწერია. [...]

როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ვიღაცისთვის, რასაც ვფიქრობ, იმას ვწერ და გეუბნებით. ესეც [ერთი ზარით აკადემიკოსად დანიშვნა] მიუღებელია, რა თქმა უნდა, მაგრამ ისიც მიუღებელია, რა ფორმითაც ეს გაკეთდა.

მთავარ არხთან საუბრისას სახალხო დამცველი პრობლემას ვერ ხედავს მის დღევანდელ განცხადებაში, როცა სატირული სიუჟეტის გამო ჟურნალისტი გააკრიტიკა და შინაარსზე ყურადღება არ გაამახვილა. 

ბექა ყორშიამ სიუჟეტში მეცნიერებათა აკადემიის ახალდანიშნული ხელმძღვანელი, როინ მეტრეველი დაპრანკა. მან მეტრეველს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლის სახელით დაურეკა და ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება სთხოვა, ის კი მალევე დათანხმდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  5. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26—ე კილომეტრზე, მდინარე…