EU4Business EBRD-ის საკრედიტო ხაზზე Cashback-ის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, ევროკავშირის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად, ბიზნესების მხარდაჭერისა და გაძლიერების მიზნით პროექტების განხორციელებას აგრძელებს. პარტნიორობის ფარგლებში EU4Business EBRD-ის საკრედიტო ხაზზე Cashback-ის პროგრამა წარმატებით ხორციელდება.
ინიციატივის ფარგლებში მცირე, საშუალო და დიდი ზომის ბიზნესებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ დაფინანსება და Cashback-ის სახით და უკან დაიბრუნონ ინვესტირებისთვის გაცემული თანხის 15%-მდე.
პროექტის მიზანია ქართული ბიზნესისთვის ინვესტირების მხარდაჭერა, პროდუქტის ხარისხის ამაღლება და ევროკავშირის სავაჭრო სტანდარტებთან შესაბამისობა.
ბიზნესებს პროგრამაში მონაწილეობენ იმ შემთხვევაში, თუ მათი საქმიანობა ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს მოიცავს:
- სოფლის მეურნეობა (მეცხოველეობა, მეფრინველეობა, კულტურების მოყვანა);
- სურსათის წარმოება (საკვების ან სასმლის წარმოება, ხილ-ბოსტნეულის დამუშავება, რძის პროდუქტების წარმოება)
- სხვადასხვა სახის ბიზნესი (ტექსტილის, ქსოვილების, მინის, ავეჯის და სხვა ტიპის პროდუქციის წარმოება, განახლებადი ენერგიის წარმოება).
მონაწილე კომპანიების შერჩევის პროცესში უპირატესობა "მწვანე ბიზნესებს" ენიჭება, რომლებიც დაფინანსების შემდეგ პროდუქტის წარმოებაზე ნაკლებ ელექტროენერგიას ხარჯავენ, ან არსებული ენერგიით უფრო მეტი პროდუქციის წარმოებას ახერხებენ. ასევე, თუ კომპანიები დანადგარებს ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნიკით ანაცვლებენ.
"საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, ერთგულ პარტნიორთან — ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად მნიშვნელოვან პროექტს უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ახორციელებს. აღნიშნული ინიციატივა ქართული ბიზნესების მხარდაჭერისა და პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება. პროგრამის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მონაწილე კომპანიები საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფისგან სრულყოფილ ტექნიკურ კონსულტაციებს იღებენ. ძირითადი საშუალებების, ახალი დანადგარების შეძენას, საწარმოო თუ სასაწყობე შენობების გარემონტებას და პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესებას კი საინვესტიციოდ მიღებულ ფინანსებით ახორციელებენ. პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა იმ ბიზნესებსაც აქვთ, რომლებიც სხვა მსგავს პროექტებში უკვე ჩართული არიან", — აღნიშნავს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი.
Cashback პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია აღნიშნულ ბმულზე.
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები