რას ამბობს ირაკლი "ირაყლის" ბანერების გამო დაკავებულებზე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
რა მოხდა: ღარიბაშვილმა 30 მაისს მორიგი საერთაშორისო ტრიბუნა ისევ ანტიდასავლური განცხადებების გასაკეთებლად გამოიყენა, რაც დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა.
- გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ქვეყნის პრემიერმინისტრმა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესიის წამოწყების ერთ-ერთ მიზეზად NATO-ში გაწევრიანების სურვილი დაასახელა.
- ასევე, არ უპასუხა მკაფიოდ კითხვას, იყო თუ არა აგვისტოს ომი პროვოცირებული, ამის ნაცვლად თქვა, რომ დეტალებზე საუბრისგან თავს შეიკავებს და ქართული ოცნება 2008 წელს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო, "ამის ასაცილებლად ყველაფერს გააკეთებდა".
- უსამართლო, დაუსაბუთებელი და არამიზანშეწონილი უწოდა ევროკომისიის გადაწყვეტილებას, საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმინიჭებაზე, ხოლო "უშველებელი პოლიტიკური შეცდომა" თუ ქვეყანა სტატუსს ისევ ვერ მიიღებს.
- ღარიბაშვილი დასავლელმა პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა ანტიდასავლური განცხადებების გამო გააკრიტიკეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პრემიერმინისტრის ბრატისლავაში გამოსვლასა და კრემლის ნარატივების გამეორებას საქართველოში პროტესტი მოჰყვა და აქტივისტები რამდენიმე დღის განმავლობაში პარლამენტის წინ იკრიბებოდნენ.
- რა დროსაც შსს-ს თანამშრომლები უხეშად და გაუმართლებლად ერეოდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებაში.
- გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანდა, რომ აქტივისტებთან პოლიცია მივიდა, პლაკატები დაუხია და დაკავება დაიწყო.
- ზოგიერთ აქტივისტს პლაკატზე "ირაყლი" ეწერა, ზოგი კი საერთოდ ცარიელი ფურცლით იდგა, რის გამოც პოლიცია მათ აკავებდა.
- ამის შემდეგ თბილისის სხვადასხვა უბნებში გამოჩნდა წარწერები "ირაყლი", "ბატონო ბიძინი, ირაყლის მეძახიან".
დეტალები: პრემიერმინისტრმა ჟურნალისტებთან ამ თემაზე და წარწერებზე საუბრისას განაცხადა, რომ "ესაა მარტივი პროვოკაცია, რომელზეც სერიოზულ ადამიანს არ შეიძლება ჰქონდეს კომენტარი".
- "ჩვენს უსუსურ და მარგინალიზებულ ოპოზიციას თავისი სატელიტებითა და NGO-ებით, დეგრადირებული, ამორალური ხალხით, არაფერი დარჩენიათ, გარდა ერთისა — გადავიდნენ პირად შეურაცხყოფაზე", — თქვა მან.
- ჟურნალისტის კითხვაზე, სწყინს თუ არა პრემიერმინისტრს ბანერებზე წარწერა "ირაყლი", მან უპასუხა, რომ ეს არ აინტერესებს.
- მან აქტივისტების დაკავების შესახებ განაცხადა, რომ "ვინც ჩვენი პოლიციის შეურაცხყოფას და პროვოცირებას შეეცდება, ყველა იქნება დასჯილი".
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
კომენტარები