მამუკა მდინარაძე

29 May. 2023, 22:21

მადლობა ევროკავშირის ელჩს იმისთვის, რომ მან ხაზგასმით თქვა, რომ ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება. თუმცა აქვე ობიეტურობისთვის უნდა დავძინოთ, რომ მისი განცხადების მეორე ნაწილი შეიცავდა ფაქტობრივ უზუსტობას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება სჭირდებოდა ამის აღსრულებას. ეს არ არის რეალური ინფორმაცია. 

არანაირი თანხმობა, არც პოლიტიკურ, არც ფორმალურ დონეზე ამას არ სჭირდებოდა. თუ საუბარია ტექნიკურ საკითხებზე, რომელიც საჰაერო ნავიგაციამ, აეროპორტების გაერთიანებამ და ა.შ, უნდა გასცეს, ამაზე უარი ამ სუბიექტების მხრიდან, იქნებოდა დე ფაქტო სანქციების დაწესება რუსეთის მიმართ. არც დე ფაქტო და არც სხვაგვარ სანქციებს საქართველოს ხელისუფლება არ აწესებს. ეს არის პრინციპული პოზიცია, პირველ რიგში, იქიდან გამომდინარე, რომ ეს დააზიანებს საქართველოს, მის თანამემამულეებს. 

დღეს, 29 მაისსს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს შეხვდნენ და რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის გამო დემარში გამოუცხადეს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
  3. გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
  4. "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
  5. ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

20%-იანი ფასდაკლება Varta-ს, Exide-ისა და Energizer-ის პრემიუმ სეგმენტის აკუმულატორებზე, 10%-იანი ფასდაკლება თურქული…