ChatGPT-ის რჩევები საფონდო ბირჟის დამწყებ ინვესტორებს
ფოტო: www.unsplash.com/Om siva Prakash
ხელოვნური ინტელექტი აქტიურად იმკვიდრებს ადგილს ჩვენს ცხოვრებაში. განსაკუთრებული დაინტერესება და პოპულარობა მოიპოვა ChatGPT-მ, რომელსაც კოდის გენერირებით დაწყებული, დამაჯერებელი ისტორიების შეთხზვით დამთავრებული, ყველაფერი შეუძლია. გამონაკლისი არც საინვესტიციო სფეროა. გთავაზობთ ChatGPT-ის რჩევებს ინვესტირებაში:
კითხვა: რა არის პირველი ნაბიჯი ინვესტირების დასაწყებად?
ChatGPT: პირველი ნაბიჯი ყოველთვის ინფორმაციის მიღებაა. ინვესტირების პროცესში საბაზისო ცოდნის მიღება შესაძლებელია უამრავი ონლაინ კურსის, წიგნისა და ფინანსური ვებგვერდის საშუალებით. სასურველია გამოცდილ ინვესტორთან გასაუბრებაც, რომელიც რჩევებსა და მიმართულებას მოგცემს. თუ გამოცდილი ინვესტორი არ არის შენ გარშემო, შეგიძლია იმ ადამიანებს ჰკითხო, ვინც დიდი ხანია სხვადასხვა ბაზარზე ვაჭრობს. თუმცა, გაითვალისწინე, რომ ხშირად მათი რჩევა შენს ინტერესებთან თანხვედრაში არ იქნება.
თუ ცოდნა მიიღე და შედარებით კარგად გაერკვიე ინვესტირებაში, აუცილებლად უნდა ნახო ის პლატფორმა, რომელიც შენი ლოკაციისთვის ხელმისაწვდომია. სწორედ ამ პლატფორმაზე უნდა გახსნა ანგარიში, გაერკვიო პლატფორმის ფუნქციებში, წაიკითხო დოკუმენტაცია და გადახვიდე შემდეგ ეტაპზე.
კითხვა: ამ ყველაფრის შემდეგ, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი დამწყები ინვესტორისთვის?
ChatGPT: თუ ყველა წინა ნაბიჯი უკვე შეასრულე, ახლა უკვე ფინანსური მიზნის, საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავების და შენი რისკისადმი ტოლერანტობის განსაზღვრის ჯერია. ფინანსური მიზანი ნიშნავს, რისი გაკეთება გინდა მიღებული სარგებლით, ხოლო საინვესტიციო სტრატეგია გულისხმობს, თუ სად დააბანდებ ფულს — სტარტაპებში, სწრაფად მზარდ აქციებში, დიდი ისტორიის მქონე კომპანიების აქციებში თუ სხვა. საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავებაში კვლავ შენთვის ხელმისაწვდომი პლატფორმის ფუნქციები დაგეხმარება. რისკისადმი ტოლერანტობის განსაზღვრის შემდეგ, უკვე შეძლებ აქტიურად დაიწყო ინვესტირება.
რისკისადმი ტოლერანტობა (Risk Tolerance) — ტოლერანტობა ზარალის იმ სავარაუდო მოცულობით განისაზღვრება, რომელიც ფინანსური გადაწყვეტილების მიღებისას ინვესტორმა შესაძლოა მიიღოს.
კითხვა: ყველა ეტაპის სწორად გავლის შემდეგ, რას ურჩევდი ინვესტორებს, რომ ინვესტირებისგან მაქსიმალური მოგება მიიღონ?
ChatGPT: ჩემი და არამხოლოდ ჩემი უმთავრესი რჩევა საინვესტიციო პორტფოლიოს გამრავალფეროვნებაა (დივერსიფიკაცია). იმისთვის, რომ ინვესტორმა უფრო უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, მნიშვნელოვანია სხვადასხვა კომპანიის აქციებში, სექტორში და ინდუსტრიაში ინვესტირება. ასევე, ეფექტურია გრძელვადიანი გეგმის შემუშავება და შესაბამისად მოქმედება. გრძელვადიანი ინვესტიციები უფრო მომგებიანია. ამ ყველაფრისთვის კი აუცილებელია ინვესტორის დისციპლინა და ინფორმაციის მუდმივად განახლება — ინვესტირება ერთჯერადი პროცესი არაა, მუდმივად ვითარდება და ინფორმაციაც მუდმივად იცვლება, რაც ინვესტორის სარგებელზეც აისახება.
თუ თავადაც მოგინდება ChatGPT-სგან რჩევების მიღება, ჩვენი რეკომენდაციაა, მას მაქსიმალურად კონკრეტული კითხვა დაუსვა. ამასთან ერთად, ეფექტურია კითხვის ისე დასმა, თითქოს მეგობარს მიმართავ. მაგალითად: "ვფიქრობ, ინვესტირება დავიწყო, თუმცა, არ ვიცი როგორ. რას მირჩევდი საწყის ეტაპზე?" პასუხების მიღების შემდეგ კი, კონკრეტულ ნაწილზე გაამახვილე ყურადღება. შედეგად, მეტად დეტალურ ინფორმაციას და რჩევებს მიიღებ.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
კომენტარები