კობახიძე "უცხოური აგენტების" კანონპროექტზე გუნდის პოზიციას არ აფიქსირებს — რას ფიქრობს თვითონ
ფოტო: კადრი ვიდეოდან
ქართული ოცნების თავმჯდომარემ რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ ხალხის ძალის ინიციატივის შემდეგ არ ჰქონიათ უმრავლესობის შეკრება, ამიტომ გუნდის პოზიციას ვერ დააფიქსირებს. "შევიკრიბებით, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში და ასე მივიღებთ გადაწყვეტილებას", — თქვა მან.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ანტიდასავლურმა მოძრაობამ, ხალხის ძალამ "უცხოური გავლენის აგენტებზე" კანონპროექტი დააინიცირა.
- კანონით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", შეიქმნება "უცხოური გავლენის აგენტების" რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.
- მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში — ქართველი დეპუტატების მსგავსად, ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მის მიღებას მოქალაქეების ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის "უცხოური გავლენებისგან" დაცვის მოტივით ხსნიდა, საბოლოოდ, კი თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოიყენა.
კობახიძის განცხადებით, როგორც იურისტი პროექტს გაეცნო და აღნიშნა, რომ გამჭვირვალობაში ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავს.
- "გამჭვირვალე თუ გახდება კონკრეტული NGO-ს თუ სხვა ორგანიზაციის ფინანსები, ეს სასჯელია?! პარტიები დასჯილები არიან ახლა, რომ ახდენენ თავიანთი ფინანსების დეკლარირებას?!" — ასე ცდილობს წარმოაჩინოს კანონპროექტის შინაარსი.
- მან პარლამენტის თავმჯდომარის მსგავსად პარტიისა და სამოქალაქო სექტორის გავლენები საზოგადოებაზე ერთ კონტექსტში ისაუბრა.
- "პარტიებს აქვთ სერიოზული გავლენა საზოგადოებაზე, პოლიტიკურ ცხოვრებაზე და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, მათ შორის, დაფინანსების კუთხით, ვინ დგას კონკრეტული პარტიის უკან. NGO-ებზეც იგივე შეიძლება ითქვას, ხომ?"
- "ჰკითხეთ ნებისმიერ მოქალაქეს და ვერავინ გეტყვით რეალურად ვინ აფინანსებს ამა თუ იმ მედიასაშუალებას. აქ მარტო ტელემაუწყებლებზე არ არის საუბარი, აქ საუბარია სხვა მაუწყებლებზე, საუბარია ვებგამოცემებზე, ონალინ და ბეჭვდით მედიაზე, ყველაფერზეა საუბარი".
გარდა ამისა, კობახიძემაც ისაუბრა თავად ტერმინ "აგენტებზე" და პაპუაშვილის მსგავსად მანაც ხაზი გაუსვა, რომ ეს სხვა ტერმინია და ჯაშუში სხვა.
- "ჯაშუშობა არის დასჯადი, ჯაშუშობაა არის სხვა რამე და ვიღაცის და რაღაცის აგენტი რომ ხარ, ეს არის სხვა რამე";
- "აგენტი ნიშნავს იმას, რომ ვიღაცის ინტერესის გამტარებელი ხარ და არა ჯაშუში. შეიძლება სხვა ტერმინიც არსებობდეს, მაგრამ რეალურად, ამ ტერმინს ვერ გამოეკიდებით. იმიტომ, რომ აგენტი არსებობს";
- კობახიძემ კანონპროექტში ჩაწერილ "აგენტზე" საუბრისას, ახსენა დაზღვევის აგენტი — "სააგენტო ჰქვია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ეს არ ნიშნავს, რომ აგენტებზე მუშაობს. ეს მიღებული ტერმინია რეალურად და ნიშნავს ინტერესების გამტარს" — ასე გიქრობს კობახიძ.
-
ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
-
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
კომენტარები