გალტ & თაგარტმა საქართველოში კერძო კაპიტალის სექტორზე კონფერენციას უმასპინძლა
გალტ & თაგარტმა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში კერძო კაპიტალის ბაზრის (private equity) განვითარების შესახებ კვლევის შედეგები წარადგინა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საინვესტიციო ფონდების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლები.
გალტ & თაგარტის კვლევა ფარავს კერძო კაპიტალის განვითარების გლობალურ ტენდენციებს, რეგიონისა და ბალტიის ქვეყნებში სექტორის განვითარების ანალიზს და საქართველოში ამ კუთხით არსებულ მდგომარეობას.
კვლევა ასევე მოიცავს საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის, საინვესტიციო ფონდებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გამოკითხვის შედეგებს, რომლის მიხედვითაც გამოვლინდა ის შესაძლებლობები და გამოწვევები, რაც საქართველოში კერძო კაპიტალის ბაზრის განვითარებას უშლის ხელს. შედეგად, შემუშავდა დეტალური რეკომენდაციები, რომელიც ეხება როგორც მოთხოვნის, ასევე კერძო კაპიტალის მიწოდების მხარეებს.
"მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებზე ხელმისაწვდომობა. ამჟამად საქართველოში კერძო კაპიტალის ბაზარი განვითარების საწყის ეტაპზეა. ამის მიზეზად ბევრი ფაქტორი სახელდება, მათ შორის ქვეყნის ეკონომიკის ზომა, დაფინანსების სამიზნე კომპანიების სიმცირე და კომპანიაში ინვესტიციის განხორციელების შემდგომ გასვლის შეზღუდული შესაძლებლობები. ვფიქრობთ, რომ რეგიონის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებისა და კერძო, საჯარო და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების კოორდინაციის საფუძველზე არსებობს საქართველოში ალტერნატიული დაფინანსების წყაროების განვითარების პოტენციალი", — განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ.
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ხელს უწყობს საქართველოს დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები. 1992 წლიდან USAID-ი ეხმარება საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გარდაქმნაში, რომელიც ინტეგრირებული იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის ინსტიტუტებში. USAID-ის 35-ზე მეტი მიმდინარე პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება, ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს.
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა 5-წლიანი, $19 მილიონიანი პროექტია, რომელსაც ახორციელებს „დელოიტ კონსალტინგი“. პროგრამის მიზანია საქართველოს ეკონომიკური მმართველობის გაუჯობესება და ეკონომიკის განვითარება საზოგადოების საჭიროებათა გათვალისწინებით.
გალტ & თაგარტი საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის 100% მფლობელობაში არსებული შვილობილია. კომპანია სთავაზობს საინვესტიციო საბანკო და ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს, საინვესტიციო საბანკო, აქტივების მართვის, საბროკერო, დაგროვილი ქონების მართვისა და კვლევების მიმართულებების მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
-
ცხოველები ბუნების პირველყოფილ ბიოპლასტმასას მილიონობით წელია ჭამენ ცხოველები ბუნების პირველყოფილ ბიოპლასტმასას მილიონობით წელია ჭამენ
გადახედვა
-
ტესტი: გამოიცანი ქართული ცეკვა სამოსის მიხედვით ტესტი: გამოიცანი ქართული ცეკვა სამოსის მიხედვით
-
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მონაცემთა ცენტრზე Nvidia $105 მილიარდს დახარჯავს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მონაცემთა ცენტრზე Nvidia $105 მილიარდს დახარჯავს
გადახედვა
-
შრი-ლანკაში ექიმებმა კაცს შარდის ბუშტიდან 3.1-კილოგრამიანი ქვა ამოუღეს შრი-ლანკაში ექიმებმა კაცს შარდის ბუშტიდან 3.1-კილოგრამიანი ქვა ამოუღეს
გადახედვა
-
ნიკოლ კიდმანის თქმით, ტომ კრუზთან ქორწინების გამო მზად იყო, კარიერა მიეტოვებინა ნიკოლ კიდმანის თქმით, ტომ კრუზთან ქორწინების გამო მზად იყო, კარიერა მიეტოვებინა
გადახედვა
-
სირიაში სასამართლომ ბაშარ ასადის ბიძაშვილს სიკვდილი მიუსაჯა სირიაში სასამართლომ ბაშარ ასადის ბიძაშვილს სიკვდილი მიუსაჯა
გადახედვა
-
ბრალდებებისთვის მზად ვართ, მთავარია ეს ბრალდებები არ იყოს რეალური — მამუკა მდინარაძე ღარიბაშვილის ბრალდებაზე ბრალდებებისთვის მზად ვართ, მთავარია ეს ბრალდებები არ იყოს რეალური — მამუკა მდინარაძე ღარიბაშვილის ბრალდებაზე
გადახედვა
-
extra.ge იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად extra.ge იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
-
გია ვოლსკი: განსაკუთრებით გამაოგნა, რომ ღარიბაშვილი დაშვებას აკეთებს, რომ მის ოჯახს შეიძლება რაიმე დაემუქროს. ეს პირდაპირ მცდელობაა ხელისუფლების დისკრედიტაციის გია ვოლსკი: განსაკუთრებით გამაოგნა, რომ ღარიბაშვილი დაშვებას აკეთებს, რომ მის ოჯახს შეიძლება რაიმე დაემუქროს. ეს პირდაპირ მცდელობაა ხელისუფლების დისკრედიტაციის
გადახედვა
-
ჭიანჭველების, ფუტკრებისა და კრაზანების 60-წლიანი თეორია, შესაძლოა, მცდარია ჭიანჭველების, ფუტკრებისა და კრაზანების 60-წლიანი თეორია, შესაძლოა, მცდარია
გადახედვა
-
შაქრიანი სასმელები კუჭის კიბოს პირველად დაუკავშირეს — კვლევა შაქრიანი სასმელები კუჭის კიბოს პირველად დაუკავშირეს — კვლევა
გადახედვა
-
შიო III-მ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა შიო III-მ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
გადახედვა
-
საქსტატი: 2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 0.5%-ით შემცირდა და 13.8% შეადგინა საქსტატი: 2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 0.5%-ით შემცირდა და 13.8% შეადგინა
გადახედვა
-
მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ განცხადებას ავრცელებს მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
შაკირა მიწისძვრის შემდეგ კოლუმბიას ეწვია და დაზარალებულთა დასახმარებლად $1 მილიონზე მეტი შეაგროვა შაკირა მიწისძვრის შემდეგ კოლუმბიას ეწვია და დაზარალებულთა დასახმარებლად $1 მილიონზე მეტი შეაგროვა
გადახედვა
-
ჩვენმა მკითხველებმა დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი გამოავლინეს ჩვენმა მკითხველებმა დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი გამოავლინეს
გადახედვა
-
Bm.ge: ქართული მხარე ქართველებს ენგურის ხიდზე 20 ლიტრამდე საწვავის გადატანის უფლებას აძლევს Bm.ge: ქართული მხარე ქართველებს ენგურის ხიდზე 20 ლიტრამდე საწვავის გადატანის უფლებას აძლევს
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის იანვარ-აგვისტოს საქმიანობა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის იანვარ-აგვისტოს საქმიანობა
-
სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისთვის მარნეულში ორი პირი დააკავეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისთვის მარნეულში ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — გაიცანით ზაკო მუშკუდიანი, მედალოსანი პარალიმპიელი ჩემპიონი რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — გაიცანით ზაკო მუშკუდიანი, მედალოსანი პარალიმპიელი ჩემპიონი
-
არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში, ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი. კორუფციაში მხილებული ადამიანი როგორ შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს, ეს წარმოუდგენელია არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში, ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი. კორუფციაში მხილებული ადამიანი როგორ შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს, ეს წარმოუდგენელია
გადახედვა
კომენტარები