სალომე ზურაბიშვილი

28 Dec. 2022, 16:45

მოგესალმებით და მეორედ არ გავიმეორებ აქ რასაც ვიტყვი, ასე რომ ან გაიგებთ, ან ვერ გაიგებთ. მე ძალიან მაინტერესებს, მე მაქვს ჯერ შეკითხვები — აქ რომ მოვარდით, აქ რომ მოვარდით, შეგიძლიათ დაწყნარდეთ?! თუ გინდათ მომისმინოთ გაჩუმდით, თუ არადა შევალ უკან. მოგესალმებით ყველას და მეორედ არ გავიმეორებ, რასაც ვიტყვი, თუ გინდა გაიგებთ, თუ არადა...

აქ რომ მოვარდით, ვიღაცის გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს ის ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ჩემს შესახებ თავიანთ შექმნილ ჭორებს, სად იყვნენ 2007 წელს? სად იყვნენ, როცა უკვე მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები? სად იყვნენ, როცა ვიდექი ქუჩაში? სად იყვნენ?

მე გეტყვით სად იყვნენ ისინი, ვინც მესიჯბოქსებს ავრცელებენ. ან იყვნენ მიშას შტაბში, ან იყვნენ მოკალათებულები სხვადასხვა თანამდებობაზე, ან ქართუ ბანკში. თურმე, იციან მე რას გავაკეთებ, თურმე იციან, როდის გავაკეთებ და თურმე იციან, რატომ გავაკეთებ.

მე მინდა, კიდევ ერთი რამე გითხრათ. ვინ შეიწყალა? მე შევიწყალე მურუსიძე? ჩინჩალაძე მე შევიწყალე? თუ მე დავაყენე, მე გავაწესე ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ ვერ მოხსნის მათ? ეს არ არის შეწყალება? და სად ხართ, როდის გააპროტესტეთ, სად იყავით და სად ხართ. ესენი არიან თავთავიანთ ადგილებზე, სადაც არიან.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  3. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა

მარატ კამბოლოვის ე.წ. ინაუგურაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის რანგში უკვე შედგა. 18 სექტემბერს გამართულ ე.წ.…