თიბისის მხარდაჭერით ბაკურიანში ზამთრის სპორტის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება
ფოტო: თიბისი
თიბისიმ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს, რომელიც ითვალისწინებს 2023 წლის 19 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას. ჩემპიონატის ორგანიზატორია საქართველოს სათხილამურო ფედერაცია, ხოლო პარტნიორები თიბისი და სილქნეტი გახლავთ.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველმა და სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა.
ბაკურიანში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატი ზამთრის სპორტის მთავარი მოვლენაა, რადგან საქართველომ ისტორიაში პირველად მოიპოვა უფლება, რომ ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისბის მსოფლიო პირველობას უმასპინძლოს. მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება 2018 წლის მაისში, საბერძნეთის კურორტ კოსტა-ნავარინოში გამართულ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის 51-ე სათხილამურო კონგრესზე გადაწყდა.
"თიბისი ყოველთვის იქ არის, სადაც დიდი და კარგი საქმეები კეთდება", — აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე, — "ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ სათხილამურო ფედერაციასთან და სილქნეტთან პარტნიორობის ფარგლებში ვუმასპინძლებთ ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს ბაკურიანში, რომელიც ჩვენი ქვეყნის სპორტულ ცხოვრებაში ისტორიული მოვლენაა. თიბისი ყოველთვის უჭერდა მხარს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და პოპულარიზაციას, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში. ამ მიზნით, არაერთი პროექტის ინიციატორი, მხარდამჭერი და პარტნიორები ვართ. საქართველოს სათხილამურო ფედერაციასთან თანამშრომლობა დიდ შესაძლებლობას იძლევა, რათა თიბისიმ კიდევ უფრო დიდი წვლილი შეიტანოს სპორტული აქტივობების პოპულარიზაციაში და ჩაერთოს მთავარი სპორტული მოვლენების ორგანიზებაში".
ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობას ხაზს უსვამს საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველი და სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილიც.
"20 წელიწადზე მეტია, რაც ჩვენი ჯგუფი, ბოლო ათწლეულის განმავლობაში კი კომპანია სილქნეტი, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია და დიდი წვლილი მიუძღვის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების საქმეში", — ამბობს რამიშვილი, — "ჩვენი მხარდაჭერით ფედერაცია ხელს უწყობს საქართველოს, როგორც ტურიზმის და ზამთრის სპორტის მასპინძელი ქვეყნის, პოტენციალის ამაღლებას და ზამთრის სპორტის პოპულარობის გაზრდას ახალგაზრდა თაობებში. ეს ნამდვილად დიდი საქმეა და მიხარია, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეში დღეს ღირსეული პარტნიორი, თიბისი შემოგვიერთდა, რისთვისაც მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო მხარდაჭერით უმაღლესი ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში და კერძო სექტორის ჩართულობით დღეს უკვე შესაძლებელია იმ ოცნების რეალობად ქცევა, რაც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო."
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
კომენტარები