ზურაბ ჯაფარიძე

14 Dec. 2022, 22:01

ამ კადრების გავრცელება, გარდა იმისა, რაზეც ჩემმა მეგობრებმა ისაუბრეს არის, კიდევ ერთხელ მორიგი ნაბიჯი გადადგმული იმ რჩევების, რეკომენდაციებისა და კრიტიკის წინააღმდეგ, რომელიც მოდის დასავლეთისგან და ევროკავშირისგან.

დღეს მიიღო ევროპარლამენტმა რეზოლუცია, 6 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ეთქვა უარი კანდიდატობის სტატუსზე და ამ რეზოლუციაში მოხდა, ფაქტობრივად, შეფასება, რა მოხდა ამ 6 თვის განმავლობაში და ცალსახად წერია, რომ, პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით, რაც ეხება ამ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, ქვეყანაში არის გაუარესება. 

ქართული ოცნება მიზანმიმართულად დგამს ნაბიჯებს, რომ საქართველო მომავალი წლის ბოლოს ვერ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს არ არის შემთხვევითი ამბავი, უტვინობა, შეცდომა, ისინი მიზანმიმართულად კლავენ ამ ქვეყნის მომავალს. ამას სჭირდება დაპირისპირება. 

მანამ, სანამ აქეთა მხარეს არ იქნება ძლიერი, ანგარიშგასაწევი ძალა, ისინი ბოლო გადატკეპნიან არა მხოლოდ ცალკეული ადამიანის და მათ შორის, მესამე პრეზიდენტის უფლებებს, არამედ, ჯამში, ამ ქვეყნის მომავალს.

ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ მედიასთან ისაუბრა. რამდენიმე წუთის წინ პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის კადრები გაასაჯაროვა, რომლებიც დამონტაჟებულია და არ აქვს ხმა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  3. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა

დღეს ნაწილაკების ამაჩქარებლებზე საუბრისას ალბათ პირველ რიგში უზარმაზარი სამეცნიერო კომპლექსები გვახსენდება. მაგალითად,…