საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 20 ნოემბერს ფერმერთა დღე აღინიშნა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ერთობლივი ინიციატივით, ფერმერთა დღე აღინიშნა.
საქართველოში ფერმერის დღე 2015 წლიდან ყოველ 20 ნოემბერს აღინიშნება. წელს ფერმერის დღე საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში გაიმართა.
ფერმერთა დღე ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვით გაიხსნა, რომლის მიზანი, ქართული პროდუქტის პოპულარიზაცია და მეწარმეების მხარდაჭერაა.
ღონისძიების შემდეგი ნაწილი კი სასტუმრო რუმსის გარდენ ჰოლში გაგრძელდა, სადაც სხვადასხვა ნომინაციებში თერთმეტი წარმატებული ფერმერი დაჯილდოვდა. ამ ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ:
- წლის ახალგაზრდა ფერმერი — მაუგლი ძამუკაშვილი კახეთიდან — მესაქონლეობა;
- წლის ქალი ფერმერი — მარიამ მარგველიძე რაჭიდან — მეღვინე;
- წლის ინოვაციებზე ორიენტირებული ფერმერი — გვანცა კიკალეიშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთიდან — სოციალური საწარმო, ჩირის წარმოება;
- წლის ექსპორტზე ორიენტირებული ფერმერი — თამარ გერლიანი კახეთიდან — მეღვინე;
- წლის უწყვეტ განათლებაზე ორიენტირებული ფერმერი — მკრტიჩ მოვსესიანი სამცხე-ჯავახეთიდან — კარტოფილი, მარცვლეული კულტურები;
- წლის აღმოჩენა ფერმერი — გაბრიელ ძებისაშვილი მცხეთა-მთიანეთიდან — მეხორცული საქონელი და მეღორეობა, მარცვლეული კულტურა;
- წლის რეგიონს დაბრუნებული ფერმერი — ილია მენაბდე რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთიდან — მევენახეობა, მეღვინეობა;
- წლის ეკომეურნეობაზე ორიენტირებული ფერმერი — მაია გიორგაშვილი შიდა ქართლიდან — აგროტურიზმი;
- წლის ტრადიციული პროდუქტის მწარმოებელი ფერმერი — ბესიკ მაისურაძე რაჭა ლეჩხუმი ქვემო სვანეთიდან — ყველის წარმოება;
- წლის ფერმერი კაცი — ედვართ შერმანდინი შიდა ქართლიდან — თესლოვანი და კურკოვანი ხილის წარმოება;
- "გმირობის ნაყოფი" -— ლერი სანებლიძე შიდა ქართლიდან — ვაშლის ბაღები და მებოსტნეობა.
ფერმერის დღის ღონისძიებაზე სპეციალური ჯილდო "დივერსიფიცირებილი აგრობიზნესი" კომპანია "უდაბნოს ფერმას" და "შვეიცარიულ აგრარულ სკოლა კავკასიას" გადაეცა.
"მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარი დაგვეჭირა ფერმერთა დღის აღნიშვნისთვის. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ბიზნესის მხარდაჭერაა, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის და განსაკუთრებით აგრომიმართულებით. ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რომლითაც გაიხსნა ღონისძიება არის კარგი შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ ქართული პროდუქტის პოპულარიზაციას და მეწარმეების განვითარებას. ასევე, მინდა მივულოცო ყველა იმ ფერმერს, რომლებსაც ღირსეულად და დამსახურებულად გადაეცათ 11 სხვადასხვა ნომინაციაში ჯილდოები. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც დაუღალავად, ყოველდღიურ რეჟიმში ავითარებენ სოფლის მეურნეობას, ქმნიან დოვლათს და ახალისებენ ეკონომიკის განვითარებას", — განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.
ფერმერთა დღის ოფიციალურ ნაწილს 200-ზე მეტი სტუმარი დაესწრო მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო, დონორი ორგანიზაციების, ასევე, სექტორული ასოციაციის წარმომადგენლები.
-
ცხოველები ბუნების პირველყოფილ ბიოპლასტმასას მილიონობით წელია ჭამენ ცხოველები ბუნების პირველყოფილ ბიოპლასტმასას მილიონობით წელია ჭამენ
გადახედვა
-
ტესტი: გამოიცანი ქართული ცეკვა სამოსის მიხედვით ტესტი: გამოიცანი ქართული ცეკვა სამოსის მიხედვით
-
ეკა კუპატაძე ბაჩალიაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად პროკურატურაში მივიდა ეკა კუპატაძე ბაჩალიაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად პროკურატურაში მივიდა
გადახედვა
-
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მონაცემთა ცენტრზე Nvidia $105 მილიარდს დახარჯავს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მონაცემთა ცენტრზე Nvidia $105 მილიარდს დახარჯავს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი მსოფლიოს ზღვა რუკაზე მდებარეობით ქვიზი: გამოიცანი მსოფლიოს ზღვა რუკაზე მდებარეობით
-
შრი-ლანკაში ექიმებმა კაცს შარდის ბუშტიდან 3.1-კილოგრამიანი ქვა ამოუღეს შრი-ლანკაში ექიმებმა კაცს შარდის ბუშტიდან 3.1-კილოგრამიანი ქვა ამოუღეს
გადახედვა
-
ნიკოლ კიდმანის თქმით, ტომ კრუზთან ქორწინების გამო მზად იყო, კარიერა მიეტოვებინა ნიკოლ კიდმანის თქმით, ტომ კრუზთან ქორწინების გამო მზად იყო, კარიერა მიეტოვებინა
გადახედვა
-
სირიაში სასამართლომ ბაშარ ასადის ბიძაშვილს სიკვდილი მიუსაჯა სირიაში სასამართლომ ბაშარ ასადის ბიძაშვილს სიკვდილი მიუსაჯა
გადახედვა
-
extra.ge იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად extra.ge იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
-
ჭიანჭველების, ფუტკრებისა და კრაზანების 60-წლიანი თეორია, შესაძლოა, მცდარია ჭიანჭველების, ფუტკრებისა და კრაზანების 60-წლიანი თეორია, შესაძლოა, მცდარია
გადახედვა
-
შაქრიანი სასმელები კუჭის კიბოს პირველად დაუკავშირეს — კვლევა შაქრიანი სასმელები კუჭის კიბოს პირველად დაუკავშირეს — კვლევა
გადახედვა
-
შიო III-მ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა შიო III-მ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
გადახედვა
-
საქსტატი: 2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 0.5%-ით შემცირდა და 13.8% შეადგინა საქსტატი: 2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 0.5%-ით შემცირდა და 13.8% შეადგინა
გადახედვა
-
მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ განცხადებას ავრცელებს მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
შაკირა მიწისძვრის შემდეგ კოლუმბიას ეწვია და დაზარალებულთა დასახმარებლად $1 მილიონზე მეტი შეაგროვა შაკირა მიწისძვრის შემდეგ კოლუმბიას ეწვია და დაზარალებულთა დასახმარებლად $1 მილიონზე მეტი შეაგროვა
გადახედვა
-
naec.ge: ერთიანი ეროვნული გამოცდებზე 118 907 ნაშრომიდან 3 095 გასაჩივრდა, აქედან ქულა მოემატა — 921-ს naec.ge: ერთიანი ეროვნული გამოცდებზე 118 907 ნაშრომიდან 3 095 გასაჩივრდა, აქედან ქულა მოემატა — 921-ს
გადახედვა
-
ჩვენმა მკითხველებმა დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი გამოავლინეს ჩვენმა მკითხველებმა დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი გამოავლინეს
გადახედვა
-
Bm.ge: ქართული მხარე ქართველებს ენგურის ხიდზე 20 ლიტრამდე საწვავის გადატანის უფლებას აძლევს Bm.ge: ქართული მხარე ქართველებს ენგურის ხიდზე 20 ლიტრამდე საწვავის გადატანის უფლებას აძლევს
გადახედვა
-
სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისთვის მარნეულში ორი პირი დააკავეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისთვის მარნეულში ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — გაიცანით ზაკო მუშკუდიანი, მედალოსანი პარალიმპიელი ჩემპიონი რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — გაიცანით ზაკო მუშკუდიანი, მედალოსანი პარალიმპიელი ჩემპიონი
-
არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში, ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი. კორუფციაში მხილებული ადამიანი როგორ შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს, ეს წარმოუდგენელია არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში, ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი. კორუფციაში მხილებული ადამიანი როგორ შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს, ეს წარმოუდგენელია
გადახედვა
კომენტარები