კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან თანამშრომლები ისევ გაათავისუფლეს
გათავისუფლებული თანამშრომელი ამბობს, რომ მორიგი რეპრესიული წმენდა განხორციელდა, სააგენტოში კი "სტრუქტურული ცვლილებებზე" საუბრობენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: მას შემდეგ რაც თეა წულუკიანი კულტურისა და სპორტის მინისტრი გახდა, მის დაქვემდებარებაში არსებული ქვეუწყებებიდან თანამშრომლებს მასიურად ათავისუფლებენ.
- ხელოვნების სფეროს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამას რეპრეისიებად აფასებენ, თუმცა, თავად მინისტრი რეფორმებს უწოდებს.
- რეორგანიზაციის მიზეზით, თანამშრომლები გაუშვეს ეროვნული მუზეუმიდან — სასამართლომ მათი ნაწილის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია და აღდგენა დააავალა.
- გარდა ამისა, ომბუდსმენმა ხელოვნების მუზეუმის ყოფილი თანამშრომლების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა დაადგინა.
- რამდენიმე დღის წინ კი სასამართლომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომლის სასარგებლოდ იძულებით გაცდენილი დროის ანაზღაურება დააკისრა.
გათავისუფლებული თანამშრომელი, ანი შეროზია ამბობს, რომ დაითხოვეს, სავარაუდოდ, 20 ადამიანი: რესტავრატორები, არქეოლოგები, ხელოვნებათმცოდნეები, ისტორიკოსები და სხვა დარგის სპეციალისტები.
- "კონკრეტულად ჩემზე რომ ვთქვა, 2016 წლიდან დღემდე, სააგენტოში (რომლის შემადგენლობაში 18 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალია) ვიყავი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალების ერთადერთი რესტავრატორი", — წერს ის.
- მისივე თქმით, გათავისუფლებულთა უმეტესობა აპირებს დავის დაწყებას უფლებების დასაცავად.
სააგენტოში ამბობენ, რომ 19 სექტემბერს დაწყებული ოპტიმიზაცია დასრულდა და შედეგად, "მართვის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით", ძეგლების რეგულარული ინსპექტირებისთვის მონიტორინგის სამსახურში შეიქმნა 5 რეგიონული დანაყოფი.
- უწყება ამბოbს, რომ ანალიზის მიხედვით, სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის რესურსი საკმარისი არ არის როგორც დაგეგმილი ან/და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულყოფილი კონტროლის და რეგიონში ძეგლების რეგულარული ინსპექტირებისთვის, ამიტომ 26 ახალი შტატი დაამატეს.
- აქვე იმასაც უსვამენ ხაზს, რომ სააგენტოს დაქვემდებარებულ მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებს "მეტი ავტონომიურობა მიენიჭათ".
- მხოლოდ განცხადების ბოლოს, სააგენტო ამბობს, რომ ცვლილებების შედეგად, "შტატით გათვალისწინებული თანამშრომლების რაოდენობა შეადგენს 268-ს, ნაცვლად 259 ერთეულისა, ხოლო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა, 172 პირის ნაცვლად, განისაზღვრა 150 ერთეულით" — რითიც 22 ადამიანის გათავისუფლებას ადასტურებს.
- გარდა ამისა, სააგენტო ამტკიცებს, რომ ხელფასი მოემატა შტატით გათვალისწინებულ 24 პოზიციას (საშუალოდ, 350 ლარით) და შტატით გათვალისწინებულ არც ერთ პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო აღარ არის 1 000 ლარზე ნაკლები.
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები