მზიურის საგანმანათლებლო კურსი მომავალი პროგრამისტებისთვის
ფოტო: CHRIS RYAN / GETTY IMAGES
გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ მზიურში მოქმედებს ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამა, რომლის ფარგლებში გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებულ ბავშვებს არჩევენ და სპეციალურ ჯგუფს აკომპლექტებენ.
ჯგუფის პროგრამა ითვალისწინებს მათემატიკურ-ლოგიკური აზროვნების უნარის განვითარებას, დაპროგრამებისა და ალგორითმიზაციის საფუძვლების გაღრმავებულ შესწავლას.
პროგრამის მთავარი მიზანია მათემატიკურ-ლოგიკური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების შერჩევა (ძირითადად V-VI კლასის ასაკში) და შემდგომი მომზადება (ძირითადად სკოლის დამთავრებამდე).
ის ბავშვები, რომლებიც ამ ჯგუფს გაივლიან, საერთაშორისო მასშტაბით სრულიად კონკურენტუნარიანები არიან ინფორმატიკის სფეროში და მზად არიან სწავლა გააგრძელონ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში და მომავალშიც, საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ ამ სფეროს მეცნიერ-მკვლევართა შორის.
მზიურში სწავლის განმავლობაში, მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ ინფორმატიკისა და მათემატიკის სხვადასხვა რანგის (მათ შორის საერთაშორისო) ოლიმპიადებსა და კონკურსებში და ხშირად აღწევენ წარმატებებს.
პროექტის პირველი თაობის კურსდამთავრებულებს ამჟამად წამყვანი პოზიციები აქვთ საქართველოს წარმატებულ საინფორმაციო ტექნოლოგიების პროფილის კომპანიებში. ბევრი მათგანი კი ისეთ უცხოურ კომპანიებში მუშაობს, როგორიცაა Google, Microsoft, Facebook, Dropbox და სხვა.
ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამა მუდმივად ვითარდება და დღეისათვის იგი ოთხი ძირითადი საფეხურისგან შედგება:
- მზიურის მათემატიკური ინტერნეტ-შეჯიბრი - მთელი სასწავლო წლის განმავლობაში მიმდინარეობს დაუსწრებელი ტურების სახით ამ საიტზე. მასში მონაწილეობას იღებენ მე-4 და მე-5 (შესაძლებელია მე-3 და მე-6) კლასის მოსწავლეები თბილისისა და სხვა ქალაქების სკოლებიდან. დაუსწრებელი ტურისთვის საიტზე გამოიკიდება ხოლმე 5 მათემატიკურ-ლოგიკური ტიპის ამოცანა, რომლებიც მოსწავლეებმა უნდა ამოხსნან და ამოხსნები ელექტრონული დოკუმენტის სახით გაგზავნონ მითითებულ ვადაში. ინტერნეტშეჯიბრი ერთგვარი დისტანციური სწავლების სკოლაა, რომლის მიზანია ნიჭიერი ბავშვების შერჩევა.
- მათემატიკური კონკურსი იმედი ხვალის კონკურსი ტრადიციულად იმართება სასწავლო წლის ბოლოს. მასში მონაწილეობას იღებენ თბილისის სკოლების III-VI კლასების ის მოსწავლეები, რომლებიც გამოირჩევიან მათემატიკურ-ლოგიკური აზროვნებით. ეს კონკურსი გარკვეულწილად ინტერნეტშეჯიბრის გაგრძელებაა და მისი ერთგვარი ”დასკვნითი ნაწილია”. კონკურსი შედგება პირველი და მეორე ტურებისაგან და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიისგან.
- დაწყებითი ორწლიანი კურსი - ამ პროგრამაში მოსახვედრად თბილისის სკოლების მე-5 და მე-6 (იშვიათად მე-4 და მე-7) კლასის მოსწავლეებმა აუცილებლად უნდა გაიარონ შესარჩევი კონკურსი, რომელიც სასწავლო წლის დასაწყისში იმართება. კონკურსის შედეგების მიხედვით კოპლექტდება სასწავლო ჯგუფები, რომლებიც ორი წლის განმავლობაში სწავლობენ გაძლიერებული პროგრამით. კვირაში მათ აქვთ სამი მეცადინეობა, თითოეული მეცადინეობის ხანგრძლივობა 1 საათი 30 წუთია. ამ მეცადინეობებიდან მხოლოდ ერთი მეცადინეობა ტარდება კომპიუტერულ კლასში, სადაც ეუფლებიან დაპროგრამების საფუძვლებს. დანარჩენი ორი მეცადინეობა კომპიუტერის გარეშეა. ერთ მათგანზე მოსწავლეები სწავლობენ მათემატიკურ-ლოგიკური ამოცანების ამოხსნას, ხოლო მეორეზე ეუფლებიან ალგორითმების საფუძვლებს. სწავლების პროგრამა საკმაოდ დატვირთულია საშინაო დავალებებით და საკონტროლო წერებით. საკონტროლო წერებისა და სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობის შედეგების მიხედვით ხდება მოსწავლეთა რეგულარული რეიტინგიზაცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ორწლიანი კურსის დასრულების შემდეგ დავაფორმიროთ ე.წ. საოლიმპიადო და პროგრამირების სკოლის ჯგუფები.
- საოლიმპიადო და დაპროგრამების ჯგუფები. ამ ჯგუფების მოსწავლეები გაღრმავებულად ეუფლებიან ალგორითმიზაციის საფუძვლებს, საოლიმპიადო ამოცანების ამოხსნის მეთოდებსა და დაპროგრამების ხელოვნებას. პროგრამისტთა სკოლის მოსწავლეები ეუფლებიან დაპროგრამების თანამედროვე ინსტრუმენტებს - C++, G#, Java, ვებგვერდების დაპროგრამების ტექნოლოგიასა და კომპიუტერული თამაშების შექმნის ტექნოლოგიას. ამ კურსის პროგრამა საკმაოდ რთულია და მხოლოდ განსაკუთრებული ნიჭისა და სიბეჯითის მქონე მოსწავლეებისთვის არის დაძლევადი. სწორედ ამ ჯგუფების მოსწავლეები აღწევენ წარმატებებს ინფორმატიკის ოლიმპიადებსა და კონფერენციებში.
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
კომენტარები