adjaranet და iMovies გაითიშა — რა ვიცით
ფოტო: Adjaranet / iMovies
ცოტა ხნის წინ ქართულ ინტერნეტსივრცეში ისეთი ცნობილი ვებგვერდები, როგორებიცაა adjaranet და iMovies, გაითიშა: ჩვეულ მისამართზე ფილმებისა თუ სერიალების სანახავად შესულ მომხმარებლებს შემდეგი წარწერა დახვდათ — "საიტი რეკონსტრუქციის პროცესშია".
ამ ფაქტმა ქართველი მაყურებლების დიდ ნაწილში გაურკვევლობა, გაკვირვება და ბრაზიც კი გამოიწვია. აქამდე პერიოდულად იყო საუბარი, რომ ქართული მეკობრული ვებგვერდები, სადაც კინო და სატელევიზიო პროდუქცია არალეგალურად, საავტორო უფლებების დარღვევით იყო განთავსებული, მაქსიმალურად შეიზღუდებოდა. ზემოთ ხსენებული ვებგვერდები მსგავსი ტიპის ყველაზე პოპულარული ადგილობრივი წყაროებია (Top.ge-ის 24 აგვისტოს მონაცემებით, adjaranet საქართველოში ყველაზე პოპულარული ვებგვერდია 2 641 923 უნიკალური ვიზიტორით), შესაბამისად, ამ ერთდროულმა გათიშვამ გააჩინა ეჭვი, რომ სწორედ ის დრო დადგა, როცა მათი რესურსით კვლავინდებურად სარგებლობა შესაძლებელი აღარ იქნებოდა.
გარდა ვებგვერდზე განთავსებული საერთო წარწერისა, თავად ამ საიტების წარმომადგენლებს მეტად არ დაუზუსტებიათ, თუ რას უკავშირდება კონკრეტულად "რეკონსტრუქციის პროცესი".
აღსანიშნავია, რომ 15 აგვისტოს ამუშავდა Cavea+, რომელიც მომხმარებელს წარუდგა, როგორც პირველი ქართული ლეგალური ონლაინ კინოთეატრი. ამის გამო ბევრმა ჩათვალა, რომ მეკობრული ვებგვერდების გათიშვა სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება, რასაც CaveaPlus-ის დირექტორი, სალომე კუპრაშვილი On.ge-სთან საუბარში არ ადასტურებს:
"იმის გარდა, რომ ეს საიტები აქამდე არალეგალურად მუშაობდა, სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია. ჩვენ არ ვართ მხარე, ვისაც აქვს ბერკეტი, რომ მათი ფუნქციონირება შეაჩეროს ან განაახლოს და ა.შ.".
მაშინ, როცა ყველაზე ცნობილი ქართული მეკობრული ვებგვერდები გაურკვეველი დროით დახურულია, საინტერესოა, საავტორო უფლებების დაცვის კომპონენტთან ერთად რას სთავაზობს Cavea+ ქართველ მაყურებელს, ვისაც სასურველ სატელევიზიო შოუებსა და კინოსურათებზე აქამდე ხელი ასე მარტივად მიუწვდებოდა.
"ჩვენი მიზანია, რომ ბიბლიოთეკას რაც შეიძლება მოკლე დროში დაემატოს ბევრი ფილმი და სერიალი ქართულად. ამჟამად ყველა ძირითად კინოსტუდიას წარმოვადგენთ — Disney, Sony, Warner Bros, Universal, Paramount და რა არჩევანიცაა წარმოდგენილი, ეს ეტაპობრივად და მუდმივად განახლდება. საცდელ რეჟიმში მუშაობს ვებგვერდი და გარკვეული ხარვეზები აქვს, რაც დაახლოებით სამ კვირას გაგრძელდება და მერე უკვე სტანდარტულად გამართულად ამუშავდება. ამის შემდეგ ფილმებისა და სერიალების ნაწილი დარჩება უფასო, დანარჩენი კი გადავა გამოწერის პაკეტში, რაც იმას გულისხმობს, რომ როგორც ნეტფლიქსსა და Disney+_ზე, იხდი გარკვეულ თანხას და რეკლამებისგან თავისუფალი წვდომა გაქვს მეტ სერიალთან და ფილმთან. ჩვენს შემთხვევაში პაკეტი თვეში 9 ლარი ეღირება, რომელიც ხუთ ადამიანს შეუძლია, რომ გაიყოს და 2 ლარზე ნაკლები გადაიხადოს თითომ", — ამბობს სალომე კუპრაშვილი.
CaveaPlus-ის ინტერფეისი.
ფოტო: cavea.plus
Imovies და adjaranet ქართველი მაყურებლების სრული უმრავლესობისთვის ყველაზე კარგად ნაცნობი ვებგვერდებია, სადაც შესაძლებლობა ეძლეოდა ყველას, რომ ფილმები თუ სერიალები გამოსვლისთანავე მალევე სრულიად უფასოდ ენახა, მათ შორის ქართულად გახმოვანებულიც, თუ შესაბამისი მოთხოვნა არსებობდა. ალბათ, ასეთ დროს ბევრს ბოლომდე არც კი ჰქონდა გააზრებული, რომ ამ გზით არალეგალურად ეცნობოდა იმ პროდუქციას, რომელიც საავტორო უფლებების დარღვევით იყო განთავსებული: საქართველოს ანტიმეკობრული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ზურაბ ბეჟაშვილის ინფორმაციით, ქართულმა მეკობრულმა ვებგვერდებმა ბოლო წლებში ათობით მილიონი ლარის შემოსავლები მიიღეს ისე, რომ მისი წილი არ გაუზიარებიათ ამ პროდუქციის რეალური მწარმოებლებისა თუ მათი საავტორო უფლებების მფლობელებისთვის.
მაინც რატომ არის მნიშვნელოვანი საავტორო უფლებები და რამდენად ქმედითია მისი დაცვის მექანიზმები საქართველოში? ამ კითხვებზე სწორედ ზურაბ ბეჟაშვილმა გვიპასუხა:
"ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია საავტორო უფლებები. კანონმდებლობის კუთხით ჩვენი კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ სრულად ჰარმონიზებული არის ბერნისა და რომის კონვენციებთან, კანონი საკმაოდ კარგი გვაქვს, თუმცა წლების განმავლობაში კვლავ იდგა ქვეყანაში აღსრულების პრობლემები. ეს უმეტესწილად განპირობებული არის ინტერნეტის სწრაფ განვითარებასთან, ინტერნეტთან ერთად კი ასევე სწრაფად განვითარდნენ ონლაინმეკობრეები საქართველოში. ამ ვებგვერდებმა ადრიანი პერიოდიდან დაიწყებს რეკლამირება, გახსნეს ოფისები თბილისის ცენტრში, პოზიციონირებდნენ როგორც ლეგალური ბიზნესები და სამწუხაროდ, საზოგადოებაში ჩამოყალიბდა ეს კულტურა, რომ ფილმი უფასოა და ეს საიტები ლეგალურები არიან. ამან ფაქტობრივად გაანადგურა ეს სფერო, აზრი დაუკარგა ფილმის გადაღებას, არაკონკურენტუნაირიანი გახადა ლეგალური ბიზნესების კეთება და ქვეყანა ჩაიძირა მეკობრეობის მორევში.
რეალურად მეკობრეობა დასჯადი არის სისხლის სამართლის კოდექსითაც (სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 189), იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასაც (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი 157 პრიმა 1) და უფლებისმფლობელს უფლება აქვს, იდავოს სამოქალაქო წესითაც.
მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე ეფექტიანი მექანიზმი მაინც არის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კომპეტენცია, რომელიც N3 დადგენილებით, უფლებამოსილია, დაავალოს ინტერნეტსერვის პროვაიდერებს, რომ დაბლოკოს ის ვებგვერდი, რომელიც ავრცელებს დაუშვებელ (საავტორო უფლებების დარღვევით განთავსებულ) პროდუქციას, აგრეთვე დაბლოკოს დომენები, რომლითაც დაუშვებელი პროდუქცია ვრცელდება".
ზურაბ ბეჟაშვილი
ფოტო: Facebook
ჯერ კიდევ 2019 წელს გავლენიანი ამერიკული კინოსტუდიების საერთო დისტრიბუტორმა კომპანია Motion Picture Association of America-მ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს გამაფრთხილებელი წერილით ინტერნეტსივრცეში ფილმების განთავსების კანონიერად დარეგულირება მოსთხოვა. 2021 წლის ნოემბერში ჰოლივუდის დიდი კინოსტუდიების ამავე გაერთიანების მიმართვის საფუძველზე ინსტაგრამსა და ფეისბუქზე ქართული მეკობრული ვებგვერდების სოციალური მედიის ანგარიშები წაიშალა. 2022 წლის მაისში კი ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის წევრობის კითხვარში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა სწორედ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ვალდებულებას, რისი სამომავლოდ კიდევ უფრო ქმედითად აღსრულება საქართველომ თავის თავზე აიღო.
ამ ეტაპობრივმა ნაბიჯებმა კი ის შედეგი გამოიღო, რომ ამერიკული სტუდიებისა და დისტრიბუტორების მოთხოვნით, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ პროვაიდერებს იმ ვებგვერდების დაბლოკვა მოსთხოვა, რომლებზეც არალეგალური პროდუქცია იყო განთავსებული:
"საბოლოო ჯამში, მივედით იქამდე, რომ დღის წესრიგში დადგა ყველა საერთაშორისო და ქართული მეკობრული ვებგვერდების დაბლოკვა, რაშიც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, რომელმაც შეისწავლა უფლებისმფლობელების წერილები, ჩაატარა მოკვლევა, დაუკავშირდა მეკობრულ ვებგვერდებს და სთხოვა ლიცენზიების წარმოდგენა ან იმ მასალის წაშლა, რომელზეც არ ჰქონდათ ლიცენზია. სრული უგულებელყოფის, დამატებითი ვადის გასვლის შემდეგ კი კომისიამ დაავალა ინტერნეტსერვის პროვაიდერებს, რომ ეს ვებგვერდები დაებლოკათ", — აცხადებს საქართველოს ანტიმეკობრული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ზურაბ ბეჟაშვილი.
ბეჟაშვილი აზუსტებს, რომ ნებისმიერ ვებგვერდს აქვს შესაძლებლობა, ლიცენზიის მოპოვების შემდეგ ლეგალურად გააგრძელოს ფუნქციონირება:
"ეს პროცესი ორ წელზე მეტია მიდის და ვფიქრობ, ზედმეტად დიდი დრო მისცა კომისიამ ვებგვერდებს, რომ თავისი კონტენტი კანონთან შესაბამისობაში მოეყვანათ. ახლა, როგორც ვხედავთ, ყველა ვადა და მიცემული დრო ამოიწურა. ვინც მოახერხა, რომ ლეგალური კონტენტი განათავსოს თავის პლატფორმაზე, გააგრძელებს მუშაობას, ვინც არა და კვლავ მოპარულ პროდუქციას აწვდის საზოგადოებას უფასოდ, ვეღარ გააგრძელებს ასე მუშაობას და მოუწევს კანონს დაექვემდებაროს".
24 აგვისტოს კომუნიკაციების კომისიამაც გაავრცელა განცხადება და დაადასტურა, რომ "ინტერნეტსივრცის არალეგალური და პირატული კონტენტისგან გასათავისუფლებლად" შესაბამისი ზომები მიიღო:
"კომუნიკაციების კომისიამ გასულ კვირაში ხანგრძლივი სამუშაო პროცესის გასვლის შემდეგ, კიდევ ერთხელ მიმართა იმ ვებგვერდებს, რომლებიც მოპარულ კონტენტს ავრცელებენ, რომ გაათავისუფლონ საკუთარი პლატფორმები არალეგალური კონტენტისგან. იმ ვებგვერდებთან დაკავშირებით, რომლებმაც კომისიის მოთხოვნის მიუხედავად არ ამოიღეს საკუთარი პლატფორმიდან არალეგალური კონტენტი, კომისიამ უკვე მიმართა ინტერნეტ სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულნი არიან მოახდინონ რეაგირება და მიიღონ შესაბამისი ზომები მისი აღმოფხვრის მიზნით", — ვკითხულობთ განცხადებაში.
სწორედ ამით შეიძლება აიხსნას adjaranet-ისა და iMovies-ის გათიშვა. თავად ამ ვებგვერდებს ჯერ ოფიციალური პოზიცია არ დაუფიქსირებიათ, არც საიტებზე მიმდინარე "რეკონსტრუქციის" მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე უსაუბრიათ. ჩვენც ვცადეთ მათთან დაკავშირება, თუმცა ამაოდ. მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში შემოგვთავაზებენ განმარტებას და გავიგებთ, განაახლებენ თუ არა ისინი ფუნქციონირებას და თუ კი, საინტერესოა, ძველებურ ფორმატს დაუბრუნდებიან თუ განახლებულ პირობებს შესთავაზებენ მომხმარებლებს. როგორც კი ეს ინფორმაცია ჩვენთვისაც გახდება ცნობილი, მაშინვე შემოგთავაზებთ.
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო
გადახედვა
-
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
გადახედვა
-
ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
კომენტარები