Porsche Cayenne Platinum Edition საქართველოშია
ფოტო: თეგეტა
"პორშე ცენტრი თბილისი" Platinum სერიის მოდელის გაყიდვებს იწყებს
დახვეწილი დიზაინი და გამორჩეული აღჭურვილობა — გერმანული ავტოგიგანტის სპეციალურ სერიას "პორშე ცენტრი თბილისი" მომხმარებელს ექსკლუზიურად სთავაზობს.
Porsche Cayenne Platinum Edition კომპანიამ საგანგებოდ მოწყობილ საღამოზე წარადგინა და სტუმრებს პრემიუმ კლასის სპორტული ავტომობილის ტექნიკური მონაცემები გააცნო. ღონისძიება "შატო დე ვერეში" გაიმართა, რომელსაც პორშეს მომხმარებლები და ბიზნესწრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. Platinum Edition-ის პრეზენტაციას კომპანიის დირექტორი უძღვებოდა.
ფოტო: თეგეტა
პეტრე წაქაძე, Tegeta Premium Vehicles დირექტორი: — "გერმანული ბრენდის გამორჩეული მოდელის სპეციალური სერია ქართველი მომხმარებლისათვის უკვე ხელმისაწვდომია. ჩვენს სტუმრებსა და პორშეს მოყვარულებს Porsche Cayenne Platinum Edition წარვუდგინეთ, მისი ტექნიკური მახასიათებლებისა და შესაძლებლობების შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია. მომხმარებელზე ზრუნვა, მათთვის კომფორტის შექმნა და რაც მთავარია, პრემიუმ ბრენდის, პორშეს სრული სამოდელო რიგის შეთავაზება ჩვენი კომპანიის პრიორიტეტია. ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ მომხმარებლის მოთხოვნებისა და განწყობების შესახებ, ამ უკუკავშირის მისაღებად კი ვფიქრობთ, მსგავსი არაფორმალური შეხვედრები კარგი შესაძლებლობაა".
პორშე კაიენის Platinum სერია საბაზისო მოდელში გვთავაზობს ისეთ დამატებით ოფციებს, როგორებიცაა: LED ფარები — Porsche Dynamic Light System (PDLS), 21-დიუმიანი RS Spyder Design დისკები, პანორამული სახურავი, BOSE-ის აუდიოსისტემა, ანალოგური საათი, მულტიფუნქციური საჭე, ტყავის სპორტული სავარძლები პორშეს ლოგოთი, "Platinum Edition"-ის ლოგო ალუმინის ელემენტებით ინტერიერში, დამუქებული შუშები და სპორტული გამონაბოლქვის მილები.
კონცეპტუალურ ღონისძიებაზე სპეციალურად მოეწყო საგამოფენო სივრცეც, სადაც მინიმალისტური და დახვეწილი დიზაინის სტენდებზე ბრენდის განვითარების ისტორია იყო დატანილი.
ფოტო: თეგეტა
რა აქვს საერთო ბრენდის წარსულსა და მომავალს — გამორჩეული, ელეგანტური სტილი და თანამედროვე ხედვა. ამ კონცეფციით დაგეგმილ საღამოზე, სიმბოლურად, პორშეს სხვადასხვა თაობის მოდელები წარმოადგინეს: გასული საუკუნის 90-იან წლებში წარმოებული და უკვე ლეგენადად ქცეული Porsche 964, განსაკუთრებული 991 GT3 და Porsche Taycan, რომლითაც პორშეს სრულად ელექტრომობილების ისტორია დაიწყო, ავტომანქანა ბაზარზე 2019-ში გამოჩნდა და ამ დროისათვის 40-ზე მეტი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია.
"შატო დე ვერეში" გამართული ღონისძიების პარტნიორი სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" ახალი ბრენდი "პრიმო" იყო, რომელიც მომხმარებელს პრემიუმ დაზღვევას სთავაზობს.
"პორშე ცენტრი თბილისი" "თეგეტა ჰოლდინგში“"შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე, კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც "პორშე ცენტრი თბილისი" უზრუნველყოფს.
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
კომენტარები