როგორია კორუფციის რისკი სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესში — TI-ის კვლევა
ფოტო: startsat60.com
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ 2013-2021 წლებში ხელისუფლების მიერ სახელმწიფო უძრავი ქონების გაყიდვასთან დაკავშირებული მონაცემები გააანალიზა და დაადგინა, რომ პრივატიზების პროცესი მნიშვნელოვან კორუფციულ რისკებს შეიცავს.
დეტალები: დაბალი კონკურენცია, არასაკმარისი გამჭვირვალობა, კეთილსინდისიერების მექანიზმების არარსებობა და არასათანადო რეაგირება სავარაუდო დარღვევეზე არის ის ძირითადი გამოწვევები, რაც პრივატიზაციის პროცესში კორუფციის რისკს წარმოშობს.
- ორგანიზაციის თქმით, ქვეყანაში მიწიდ რესურსის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაშია, რაც ნიშნავს, რომ პრივატიზაციის პროცესი, სავარაუდოდ, კიდევ მრავალი წელი გაგრძელდება.
რატომ არის მნიშვნელოვანი: TI-ის განმარტებით, ამ გამოწვევების პირობებში არსებობს მაღალი ალბათობა, რომ სახელმწიფო ქონების განკარგვა მოხდეს კონკრეტული ადამიანების პირადი ინტერესების სასარგებლოდ.
კვლევის ფარგლებში გამოვლინდა, რომ პრივატიზაციის აუქციონებს თანამდებობის პირები ან მათი ოჯახის წევრები იგებენ.
- პრივატიზაციის კონტრაქტებს თანამდებობის პირები, მათი ოჯახის წევრები ან მათი კომპანიები იგებენ.
- პრივატიზაციის აუქციონებს მმართველი პარტიის შემომწირველები იგებენ.
- პრივატიზაციის აუქციონებს, პრივატიზაციის კონტრაქტებს ახლად დარეგისტრირებული კომპანიები იგებენ.
მაგალითები: 2013-2021 წლებში ჩატარებული პრივატიზაციის ყოველი 3 აუქციონიდან 2 უკონკურენტოდ მოიგეს, რაც კონკურენციის დაბალი მაჩვენებელია.
- ამასთანავე, უკონკურენტო აუქციონების წილი წლების განმავლობაში ერთსა და იმავე მაჩვენებელზეა.
- არშემდგარი აუქციონების რაოდენობა დიდია: 2013-2021 წლებში სახელმწიფო უძრავი ქონების გაყიდვის მიზნით 9 976 აუქციონი გამოცხადდა, რომელთა 46,7% ჩაიშალა, რადგან მონაწილეობის სურვილი არავინ გამოთქვა.
- პირდაპირი გზით პრივატიზაციის შესახებ მიღებული არასტრუქტურირებული და არასრული მონაცემების მიხედვით 2013-2020 წლებში პირდაპირი პრივატიზაციის 429 კონტრაქტი გაფორმდა, საიდანაც 43%-ს სიმბოლური ფასი (1 ლარი) ჰქონდა.
ხარვეზები: ორგანიზაციის განმარტებით, პირდაპირი პრივატიზაციის შესახებ ინფორმაცია ოფიციალური მოთხოვნის გარეშე საერთოდ არ ქვეყნდება.
- მოთხოვნის შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან მიღებული ინფორმაცია არასტრუქტურირებული და ზოგჯერ არასრულია.
- მათივე თქმით, პრივატიზაციის შესახებ ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება კანონითაა დადგენილი, ამ ეტაპზე კი ეს ვალდებულება სათანადოდ არ სრულდება.
რეკომენდაციები: TI-ის განცხადებით, სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესში არსებული კორუფციული რისკების შესამცირებლად აუცილებელია შემდეგი პირობები:
- კონკურენციის გაზრდა, რის გარეშეც რთულად წარმოსადგენია კვლევაში გამოვლენილი კორუფციული რისკების შემცირება.
- გამჭვირვალობის დონის გაზრდა მარტივი და ეფექტური საშუალებაა ნებისმიერ სფეროში გამჭვირვალობის გასაზრდელად.
- კორუფციული შემაკავებელი მექანიზმების შექმნა მნიშვნელოვანია, რათა მთელი რიგი ნაბიჯები გადაიდგას, რომელთა მიზანი კონკრეტულად კორუფციის რისკების შემცირება იქნება სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესში.
- საგამოძიებო და სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა მოახდინონ ადეკვატური რეაგირება სახელმწიფო ქონების განკარგვის ყველა იმ შემთხვევაზე, სადაც არსებობს კორუფციისა თუ სხვა სახის დარღვევის ნიშნები.
ვრცლად კვლევის შესახებ, შეგიძლიათ, იხილოთ აქ.
-
ვიქტორ ყიფიანი: კობახიძის ანგარიშის მოსმენისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "დაშლა-არ მოშლის" სადღეგრძელოს სვამდა — ის გვემშვიდობება ვიქტორ ყიფიანი: კობახიძის ანგარიშის მოსმენისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "დაშლა-არ მოშლის" სადღეგრძელოს სვამდა — ის გვემშვიდობება
გადახედვა
-
5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ 5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ
გადახედვა
-
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს
გადახედვა
-
ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი? ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი?
-
"ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება "ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება
გადახედვა
-
პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით
-
BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
-
ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად
გადახედვა
-
დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი
გადახედვა
-
დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC
გადახედვა
-
პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით? სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით?
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ? ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ?
-
"მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს "მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
-
ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა
გადახედვა
-
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა
გადახედვა
-
ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა
გადახედვა
კომენტარები